ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკებსა და დარგში არსებულ უახლეს ტენდენციებს. ტურიზმის პროგრამა სტუდენტს აძლევს მუდმივად ცვალებად სექტორში წარმატებული საქმიანობისთვის საჭირო საბაზისო ცოდნასა და პროფესიულ უნარებს.
სწავლების ენა: ქართული
დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ტურიზმის ბაკალავრი
ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ საბაზისო თეორიული ცოდნა ტურიზმის სფეროს ძირითადი მახასიათებლებისა და თავისებურებების, თანამედროვე თეორიების, კონცეფციებისა და ტენდენციების შესახებ. პროგრამის ფარგლებში არსებული თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების კომბინაცია სტუდენტს განუვითარებს ისეთ უნარებს, რომლებიც უზრუნველყოფს წარმატებულ პროფესიულ კარიერას.
ტურიზმის პროგრამა მოიცავს ტურიზმის დარგისათვის საჭირო ისეთ თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს, რომლებიც ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკებსა და უახლეს ტენდენციებს.
ტურიზმის პროგრამა შემუშავებულია 2018 წელს და განახლებულია 2024 წელს. პროგრამა პერიოდულად განახლებადია დარგის ტენდენციების შესაბამისად.
საბაკალავრო პროგრამას უძღვება სფეროში წამყვანი სპეციალისტებითა და პრაქტიკოსებით დაკომპლექტებული აკადემიური და მოწვეული პერსონალის გუნდი, რომელიც ჩართულია თანამედროვე კვლევებში, საერთაშორისო კოლაბორაციებსა და პრაქტიკულ საქმიანობაში.
საინფორმაციო კომპიუტერული რესურსცენტრები, სრულად აღჭურვილი სალექციო აუდიტორიები, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა მრავალფეროვანი ფონდითა და მდიდარი ელექტრონული რესურსებით, მათ შორის საერთაშორისო ელექტრონული ბაზებით, სტუდენტის რეგისტრაციისა და სასწავლო პროცესის მართვის საუნივერსიტეტო ქსელი „არგუსი” და დისტანციური სწავლების პლატფორმები Turnitin და E-learning, საუნივერსიტეტო და/ან საფაკულტეტო ცენტრები ხელს უწყობს აკადემიური პროცესის ხარისხის ამაღლებას და უზრუნველყოფს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას.
პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტთა პრაქტიკული და ტრანსფერული უნარების განვითარებას როგორც შესაბამისი ცალკეული პრაქტიკული კომპონენტებით, ისე კურსებში ჩაშენებული პრაქტიკული მუშაობითა და დავალებებით. აღსანიშნავია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეწარმეო ეკოსისტემის ხელშემწყობ სტრუქტურებთან (ტექ მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი, პრეაქსელერატორი Zoom-out, სამეწარმეო ინოვაციების ლაბორატორია Fab Lab და Startup Grind-ის საუნივერსიტეტო წარმომადგენლობა) თანამშრომლობა. ეს სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს ინოვაციური იდეები აქციონ რეალობად კვალიფიციური პერსონალისა და თანამედროვე დანადგარების დახმარებით. გარდა ამისა, პრაქტიკული უნარების განვითარების მიზნით პროგრამაში ჩართულია როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული კვლევითი ინსტიტუტები (ბიზნესის კვლევების ცენტრი), ასევე პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებთანაც გაფორმებულია შესაბამისი მემორანდუმები.
სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა პროგრამის Erasmus+ ფარგლებში პარტნიორ უნივერსიტეტებში ისწავლონ ერთი ან ორი სემესტრით, მიიღონ ევროპული განათლება და გამოცდილება, რითაც მოიპოვებენ კონკურენტულ უპირატესობას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
სტუდენტს შეუძლია სწავლების მესამე სემესტრიდან აირჩიოს დამატებითი სპეციალობა (minor) სხვადასხვა მიმართულებით, მათემატიკა, ფიზიკა, ეკოლოგია, ბიოლოგია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ფილოსოფია, პოლიტიკის მეცნიერება, კინომცოდნეობა და სხვ. ან ინტერესის შესაბამისად გაიაროს სხვადასხვა საბაკალავრო პროგრამაში შეთავაზებული სასწავლო კურსები 60 კრედიტის მოცულობით.
ასოცირებული პროფესორი გიორგი ქემერტელიძე giorgi.kemertelidze@iliauni.edu.ge
კერძო სექტორში
საჯარო სექტორში
ტურიზმის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
0100130 ტურიზმი (ძირითადი სპეციალობა)
| გამოცდა | კოეფიციენტი | მინ. ზღვარი | პრიორიტეტი | |
| ქართული ენა და ლიტერატურა | 3 | 25%-ზე მეტი | 2 | |
| უცხოური ენა (გერ.; ინგ.; რუს.; ფრან.) | 3 | 20%-ზე მეტი | 3 | |
| ერთ-ერთი შემდეგი სავალდებულო საგნებიდან | ადგილების რ-ბა | |||
| მათემატიკა | 6 | 20%-ზე მეტი | 1 | 80 |
| ისტორია | 6 | 25%-ზე მეტი | 1 | 80 |
| გეოგრაფია | 6 | 25%-ზე მეტი | 1 | 100 |
პროგრამის სტრუქტურის მოკლე აღწერა
სტუდენტმა ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს 240 კრედიტი, რომელიც ნაწილდება შემდეგნაირად:
*დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილეთ პროგრამის სრული დოკუმენტი და კურსების კატალოგი.