ფსიქოლოგიის პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს ცოდნა ფსიქოლოგიის ძირითადი ცნებების, თეორიების, მეთოდების შესახებ, განუვითაროს ფსიქოლოგიური მოვლენებისა და პროცესების ანალიზისა და შეფასების უნარი.
ფსიქოლოგიის სიღრმისეულად ცოდნა უმარტივებს ადამიანს როგორც საკუთარი თავის მართვას, ასევე გარშემომყოფებისა და მათი ქცევების გაგებას, გაანალიზებას, უვითარებს დაკვირვებისა და საკითხების სიღრმისეულად შესწავლის უნარს.
სწავლების ენა: ქართული
დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ფსიქოლოგიის ბაკალავრი
ფსიქოლოგის პროფესიას ძირითადად ადამიანების მოსმენისა და დახმარების სურვილის გამო ირჩევენ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რომელიც ამ ადამიანებს აერთიანებთ, საკუთარი თავის უკეთ შეცნობის სურვილია.
პროგრამა მოიცავს საბაზისო მოდულს, რომელიც ეთმობა სტუდენტის ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის, ანალიზის, არგუმენტაციის, პრობლემების შეფასებისა და შემოქმედებითად გადაჭრის, გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარების განვითარებას. სტუდენტებს ასწავლიან დარგის გამოცდილი სპეციალისტები, პრაქტიკოსები, საერთაშორისო პროექტებში ჩართული მკვლევრები.
საბაკალავრო პროგრამა ფსიქოლოგია შემუშავებულია 2011 წელს და ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში ახლდება სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად.
ფსიქოლოგია არის პროფესია, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება და თითოეულ ჩვენგანზე ახდენს გავლენას. პროგრამა გაძლევთ საშუალებას, უკეთ გაიგოთ საკუთარი თავი და გარშემომყოფები, გაანალიზოთ მათი ქცევები და განივითაროთ დაკვირვებისა და სიღრმისეული შესწავლის უნარები.
პროგრამა განავითარებს თქვენს უნარს, დაგეგმოთ და განახორციელოთ კვლევა რეალურ კონტექსტში, დაამუშაოთ მონაცემები სტატისტიკურად და წარმოადგინოთ ისინი შესაბამისი პროგრამული პაკეტის გამოყენებით. პროგრამა დაგეხმარებათ კრიტიკული აზროვნებისა და კომპლექსური ანალიზის უნარებს. თეორიულ სწავლებასთან ერთად, გექნებათ შესაძლებლობა, მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება.
პროგრამას უძღვებიან დარგის გამოცდილი სპეციალისტები, პრაქტიკოსი ფსიქოლოგები და მკვლევრები, რომლებიც ჩართულნი არიან საერთაშორისო კვლევით პროექტებში. მათი ექსპერტიზა და გამოცდილება უზრუნველყოფს სწავლების მაღალ ხარისხს და თანამედროვე მიდგომებს.
Erasmus+ გაცვლითი პროგრამების ფარგლებში სტუდენტებს შეუძლიათ გაიარონ პრაქტიკული და კვლევითი პროგრამები ევროპულ უნივერსიტეტებში, რაც მათ კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს საერთაშორისო ბაზარზე.
ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
0100111 ფსიქოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)
| გამოცდა | კოეფიციენტი | მინ. ზღვარი | პრიორიტეტი | |
| ქართული ენა და ლიტერატურა | 4 | 25%-ზე მეტი | 2 | |
| უცხოური ენა (გერ.; ინგ.; რუს.; ფრან.) | 3 | 20%-ზე მეტი | 3 | |
| ერთ-ერთი შემდეგი სავალდებულო საგნებიდან | ადგილების რ-ბა | |||
| მათემატიკა | 5 | 20%-ზე მეტი | 1 | 90 |
| ისტორია | 5 | 25%-ზე მეტი | 1 | 50 |
| ბიოლოგია | 5 | 25%-ზე მეტი | 1 | 210 |
პროგრამის სტრუქტურის მოკლე აღწერა
სტუდენტმა ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს 240 კრედიტი, რომელიც ნაწილდება შემდეგნაირად:
შენიშვნა: არჩევითი კურსების ბლოკის ფარგლებში სტუდენტს შეუძლია აირჩიოს ბაკალავრის სემინარი და საბაკალავრო ნაშრომი.
*დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილეთ პროგრამის სრული დოკუმენტი და კურსების კატალოგი.