არქიტექტურა (ძირითადი სპეციალობა)

ბაკალავრი

არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის მისიაა წვლილი შეიტანოს საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში შექმნილი გარემოს მეშვეობით.

სწავლების ენა: ქართული

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: არქიტექტურის ბაკალავრი


პროგრამის შესახებ

არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა დაბალანსებულია თეორიული და პრაქტიკული კომპონენტებით და ახდენს შემოქმედებითობის და ინტელექტუალური უნარების სინთეზს. მასში გამოყენებული სტუდიური მუშაობის პრინციპზე დაფუძნებული სწავლება ემსახურება სტუდენტების შემოქმედებითი და კრიტიკული იდეების ხორცშესხმას, მათი ბაზისური არქიტექტურული ცოდნისა და პროფესიული უნარების განვითარებას. არქიტექტურა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტერდისციპლინარული მიდგომებით ისწავლება. 

რატომ უნდა აირჩიოთ არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა?
  • ღრმა თეორიული ცოდნა

სტუდენტები შეისწავლიან არქიტექტურის ძირითად კონცეფციებს, განვითარების ისტორიას, თანამედროვე ტენდენციებსა და მომიჯნავე დისციპლინებს.

  • პრაქტიკული უნარების განვითარება

დაეუფლებიან პროექტირებისა და მშენებლობის თანამედროვე ტექნოლოგიებს, შეიძენენ არქიტექტურული პროექტების შემუშავების კომპეტენციას.

  • აქცენტი ანალიტიკური აზროვნების განვითარებაზე

სწავლების პროცესში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პრობლემის იდენტიფიცირებასა და გადაწყვეტილების ესთეტიკური, ფუნქციური და ტექნიკური ასპექტების გათვალისწინებით მიღებაზე.

  • პროფესიული კომუნიკაციის უნარები

პროგრამა სტუდენტებს განუვითარებს იმ ინტერპერსონალურ და პროფესიულ უნარ-ჩვევებს, რომლებიც აუცილებელია წარმატებული კარიერისთვის.


პროგრამის ხელმძღვანელი

ასისტენტ-პროფესორი ვახტანგ კასრელიშვილი vakhtang.kasrelishvili@iliauni.edu.ge


დასაქმების შესაძლებლობები

  • სახელმწიფო და/ან კერძო არქიტექტურულ/სამშენებლო სახელოსნო/ბიურო
  • სამშენებლო კომპანიები

 

კურსდამთავრებულები ასევე შეუძლებენ სწავლის გაგრძელებას სამაგისტრო საფეხურზე.

არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობაა შემოქმედებითი ტურის გავლა.

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.


0100116 არქიტექტურა (ძირითადი სპეციალობა)


გამოცდა კოეფიციენტი მინ. ზღვარი პრიორიტეტი
ქართული ენა და ლიტერატურა 1 25%-ზე მეტი 3
უცხოური ენა (გერ.; ინგ.; რუს.; ფრან.) 5 40%-ზე მეტი 2
ერთ-ერთი შემდეგი სავალდებულო საგნებიდან ადგილების რ-ბა
მათემატიკა 6 40%-ზე მეტი 1 25
ფიზიკა 6 40%-ზე მეტი 1 25

პროგრამის სტრუქტურის მოკლე აღწერა

  • მისანიჭებელი კვალიფიკაცია – არქიტექტურის ბაკალავრი
  • სწავლების ენა – ქართული
  • პროგრამის ხანგრძლივობა – 8 სემესტრი (4 წელი)
  • დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა – 240 ECTS

 

სტუდენტმა ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს 240 კრედიტი, რომელიც ნაწილდება შემდეგნაირად:

  1. ძირითადი სწავლის სფერო (120 კრედიტი)
  • არქიტექტურის პროგრამის სავალდებულო კურსები – 105 კრედიტი
  • არქიტექტურის პროგრამის სავალდებულო-არჩევითი კურსები – 15 კრედიტი
  • საბაკალავრო ნაშრომი – სწავლების ბოლო ორი სემესტრის განმავლობაში
  1. თავისუფალი კომპონენტი: ზოგადი მოდული (60 კრედიტი)
  • შესავალი თანამედროვე აზროვნებაში I და II – 12 კრედიტი
  • აკადემიური მუშაობის ტექნიკები – 6 კრედიტი
  • ინგლისური ენის პრაქტიკული კურსები – 24 კრედიტი
  • სახვითი ხელოვნება – 6 კრედიტი
  • შესავალი არქიტექტურაში – 6 კრედიტი
  • არქიტექტურული პროექტირების საფუძვლები – 6 კრედიტი
  1. დამატებითი პროგრამა / თავისუფალი კომპონენტი (60 კრედიტი)

ძირითადი პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს მოეთხოვებათ საბაკალავრო ნაშრომის შესრულება, რომელზეც ისინი იმუშავებენ სწავლების ბოლო ორი  სემესტრის  განმავლობაში.

*დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილეთ პროგრამის სრული დოკუმენტი და კურსების კატალოგი.

პარტნიორები და რესურსები

  • საუნივერსიტეტო კვლევითი ინფრასტრუქტურა
    • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტი
  • სპეციალიზებული პროგრამული რესურსები
    • ArchiCAD – არქიტექტურული დაპროექტების პროგრამა
    • AutoCAD – კომპიუტერული დაპროექტების პროგრამა
    • Revit – ინფორმაციული მოდელირების პროგრამა
    • Adobe Photoshop – გრაფიკული რედაქტორი
  • საუნივერსიტეტო სასწავლო ინფრასტრუქტურა
    • სახელოსნო/სტუდიური ტიპის ოთახები
    • კომპიუტერული კლასები
    • ფაბ ლაბი (სამაკეტო სახელოსნო)
  • საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურა და ელექტრონული სამეცნიერო ბაზები
  • სასწავლო პროცესის მართვის სისტემები
    • არჩევანის გარემოს უზრუნველყოფის სისტემა არგუსი
    • ელექტრონული სწავლების პორტალი Elearning