

კულტურის კვლევების სადოქტორო პროგრამის მიზანია მოამზადოს ახალი თაობის მაღალკვალიფიციური მკვლევრები, რომლებიც შეძლებენ ქართული და მსოფლიო კულტურის ფორმების, შინაარსების და მექანიზმების ღრმა გააზრებას, კრიტიკულ ანალიზს და ინოვაციური კვლევების განხორციელებას. პროგრამა ეფუძნება როგორც კულტურის კვლევების კლასიკურ, ისე თანამედროვე თეორიულ ჩარჩოებსა და პარადიგმებს და ქმნის მაღალი ხარისხის ინტერდისციპლინურ კვლევით გარემოს, რაც ხელს უწყობს მეცნიერების საზღვრების გაფართოებას და აკადემიური დისკურსის გამდიდრებას.
დოქტორანტები დაეუფლებიან კულტურის კვლევებში დამკვიდრებულ და აპრობირებულ თეორიებსა და მეთოდებს. პროგრამის დასრულების შემდეგ ექნებათ უნარი, დამოუკიდებლად დაგეგმონ და განახორციელონ ინოვაციური კვლევები აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. პროგრამა ორიენტირებულია არა მხოლოდ აკადემიური კარიერისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარებაზე, არამედ კულტურის კვლევების ფართო საზოგადოებრივ კონტექსტში ინტეგრირებაზე და კულტურული პროცესების გააზრებაზე, რაც მას განსაკუთრებულად აქტუალურს ხდის როგორც ეროვნულ, ისე გლობალურ დონეზე.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი:
სწავლების ენა: ქართული
პროგრამის ხანგრძლივობა/მოცულობა: 3–5 წელი (6–10 სემესტრი) – 42 კრედიტი
გიორგი მაისურაძე – პროფესორი
ზაალ ანდრონიკაშვილი – პროფესორი
მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ხელოვნების, ჰუმანიტარული მეცნიერებების (02) ან სოციალური მეცნიერებების, ჟურნალისტიკისა და ინფორმაციის (03) სფეროში.
ზემოთ ჩამოთვლილ სფეროებში კანდიდატის მიერ შესრულებული წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და მის მიერ სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის ან/და მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
სადოქტორო კვლევითი განაცხადი.
ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი Certus.
ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურების მიზნით აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ერთ-ერთი:
ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან.
მოთხოვნები დაზუსტებულია დოკუმენტში სადოქტორო პროგრამაზე მიღების პროცედურები და შეფასების სისტემა.
სადოქტორო პროგრამაზე სწავლის განმავლობაში დოქტორანტმა:
გიორგი მაისურაძე – პროფესორი
ზაალ ანდრონიკაშვილი – პროფესორი
მარტინ ტრემლი – პროფესორი
ოლივერ რაისნერი – პროფესორი
ლუკა ნახუცრიშვილი – ასოცირებული პროფესორი
ნოდარ ლადარია – პროფესორი
ქეთევან გურჩიანი – პროფესორი
გიორგი გვახარია – პროფესორი
სოფო ზვიადაძე – ასოცირებული პროფესორი
ნინო მხეიძე – ასოცირებული პროფესორი
თეო ხატიაშვილი – ასოცირებული პროფესორი
თამთა ხალვაში – პროფესორი
კვლევითი აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაცია შესაძლებელია იხილოთ სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევების პლატფორმაზე.