ანგლისტიკის სამაგისტრო პროგრამა სტუდენტს აძლევს საშუალებას, ინგლისური ენის C1 დონეზე დაუფლებასთან ერთად შეისწავლოს ანგლო-ამერიკული ენათმეცნიერება, ლიტერატურისმცოდნეობა, თარგმანის თეორია და პრაქტიკა.
საბაკალავრო პროგრამისაგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტი კეთდება ინგლისური ენის სისტემის სტრუქტურულ კომპონენტებზე, ასევე ინგლისურენოვანი ლიტერატურის ისტორიის განვითარების ეტაპებზე დიაქრონულ ჭრილში, სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს ენის პარაგმატიკულ-კომუნიკაციური ასპექტებისა და ინგლისურენოვანი ლიტერატურის ცალკეული ჟანრების შესახებ ანგლისტი-ფილოლოგის სიღრმისეული ცოდნით აღჭურვას.
მისანიჭებელი ხარისხი: ჰუმანიტარული მეცნიერებების მაგისტრი ინგლისურ ფილოლოგიაში
სწავლების ენა: ქართული, ინგლისური
სწავლების ხანგრძლივობა: 4 სემესტრი, 120 კრედიტი
სიღრმისეული თეორიული ცოდნა
სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტი შეისწავლის თანამედროვე ლინგვისტურ და ლიტერატურის თეორიებს მათი კლასიფიცირების თვალსაზრისით, რაც უზრუნველყოფს კრიტიკული ანალიზის უნარის გამომუშავებას კულტურულ-ისტორიულ კონტექსტში ენობრივ მოვლენებზე მსჯელობისას და სხვადასხვა სახის ტექსტების სტრუქტურულ-სემანტიკური, პრაგმატიკული, სტილისტური ანალიზის უნარის განვითარებას.
პროფესიული უნარების განვითარება
პროგრამა სტუდენტს სთავაზობს ინგლისურიდან ქართულ ენაზე დარგობრივი ტექსტების თარგმნის ძირითადი კომპეტენციების გამომუშავებას, რაც მას ეხმარება ადგილობრივ ბაზარზე პროფესიით დასაქმებაში. სწავლის ბოლო სემესტრში მაგისტრანტი შეძლებს ინგლისური ფილოლოგიის აქტუალური საკითხების თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენებით კვლევას და სამაგისტრო ნაშრომის შესრულებას.
მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი
პროგრამას უძღვება მაღალკვალიფიციური, მრავალწლიანი სასწავლო და კვლევითი გამოცდილების მქონე აკადემიური პერსონალი, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს ადგილობრივ პოტენციურ დამსაქმებლებთან და ადგილობრივ და საერთაშორისო საგანმანათლებლო და კვლევით ცენტრებთან.
საერთაშორისო შესაძლებლობები
პროგრამა წარმატებით თანამშრომლობს ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტთან, რის შედეგადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ Erasmus+ მობილობაში და ისწავლონ ევროპაში ერთი ან ორი გაცვლითი სემესტრის განმავლობაში. პროგრამა სტუდენტებს ასევე სთავაზობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა თუ უცხოელი პარტნიორების მიერ ორგანიზებულ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებსა და პროექტებში მონაწილეობას.
კვლევითი საქმიანობის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში, პროგრამის კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ექნება, სწავლა განაგრძოს სადოქტორო საფეხურზე
საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველმა უნდა გაიაროს შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ზეპირი გამოცდა (ინგლისურ ენაზე)
კანდიდატი ფასდება 100 ქულიანი სისტემით. კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას B2 დონეზე.
ზეპირი გამოცდა
კანდიდატმა უნდა გამოავლინოს დარგობრივი ცოდნა ინგლისურ ენაზე მის მიერ წინასწარ მომზადებული ერთი საკითხის შესახებ:
ინგლისური ენის თეორიული გრამატიკიდან, სტილისტიკიდან, ლექსიკოლოგიიდან, ინგლისური ენის ისტორიიდან ან ინგლისურენოვანი ლიტერატურის ისტორიიდან.
კანდიდატს ზეპირ გამოცდაზე სასაუბროდ ეძლევა დაახლოებით 10 წუთი. დამატებითი შეკითხვებისთვის განსაზღვრულია 5 წუთი.
ინგლისურ ფილოლოგიაში ჰუმანიტარული მეცნიერებების მაგისტრის კვალიფიკაციის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს 120 კრედიტი შემდეგი სქემით:
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა კვლევითი პროექტი, ვორკშოპი, სეზონური სკოლა და კონფერენცია. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო კვლევით პროექტებში და მონაწილეობა მიიღონ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა თუ უცხოელი პარტნიორების მიერ ორგანიზებულ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში.