ფიზიკა და ასტრონომია

მაგისტრატურა

სამაგისტრო პროგრამის „ფიზიკა და ასტრონომია“ მიზანია მოამზადოს ახალი თაობის მკვლევრები, რომლებსაც ექნებათ ღრმა და სისტემური ცოდნა ფიზიკის და/ან ასტრონომიის მიმართულებით არსებული აქტუალური საკითხების, თანამედროვე მიდგომებისა და მეთოდების შესახებ, სპეციალიზებული პროგრამით შემოთავაზებული ერთ-ერთი მიმართულებით (ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკა, თეორიული ასტროფიზიკა, კოსმოლოგია და გრავიტაცია, კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკა, ასტრონომია-ასტროფიზიკა, ატმოსფეროსა და იონოსფეროს ფიზიკა, ბიოფიზიკა). შეძლებენ დამოუკიდებლად განახორციელონ კვლევა არჩეული მიმართულებით, რაც ქმნის წინაპირობას, პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული იყოს კონკურენტუნარიანი როგორც დასაქმების ბაზარზე, ასევე სწავლის შემდგომ საფეხურზე.

სამაგისტრო პროგრამა სტუდენტებს აძლევს ღრმა და სისტემურ ცოდნას როგორც ფიზიკის ფუნდამენტური კანონებისა და პრინციპების, ასევე აქტუალური საკითხების, მიღწევებისა და პრობლემების შესახებ არჩეული მიმართულებით:

  • ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკა; 
  • თეორიული ასტროფიზიკა; 
  • კოსმოლოგია და გრავიტაცია;
  • კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკა;
  • ასტრონომიაასტროფიზიკა;
  • ატმოსფეროსა და იონოსფეროს ფიზიკა; 
  • ბიოფიზიკა

 

მისანიჭებელი ხარისხი: ფიზიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი

სწავლების ენა: ქართული

სწავლების ხანგრძლივობა: 120 ECTS კრედიტი, 4 სემესტრი

რატომ უნდა ავირჩიოთ ფიზიკისა და ასტრონომიის სამაგისტრო პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში?

მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი
პროგრამას უძღვება მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი, რომელიც წარმოადგენს მაღალი ციტირების ინდექსის მქონე ფიზიკის/ასტრონომიის დარგის წამყვან მეცნიერებს მრავალწლიანი კვლევითი და პრაქტიკული გამოცდილებით. ისინი აქტიურად თანამშრომლობენ ევროპის და აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებთან.

პრაქტიკული უნარების და თეორიული ცოდნის შერწყმა
პროგრამის მიზანია მოამზადოს კურსდამთავრებული, რომელიც შეძლებს რიცხვითი და ანალიზური მათემატიკური მეთოდების გამოყენებას ფიზიკური მოვლენების თეორიული მოდელებისთვის და ფიზიკის რთული ამოცანების ამოხსნისთვის, მათ შორის კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით; რთული ფიზიკური პროცესების კონცეპტუალურ აღწერას, მონაცემთა დამუშავებას და მიღებული შედეგების ინტერპრეტაციას; არჩეული კონცენტრაციის ფარგლებში თეორიული/ექსპერიმენტული/დაკვირვებითი ან კომბინირებული სახის კვლევითი პროექტის დაგეგმვას და შეასრულებს შესაბამისი ინსტრუმენტების და მეთოდების გამოყენებით.

საერთაშორისო სტანდარტებით შედგენილი მრავალფეროვანი სასწავლო პროგრამა
თანამედროვე ტექნოლოგიები და მათი განვითარება ეყრდნობა ფიზიკის ცოდნასა და გამოყენებას. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის საინტერესო მიმართულებით გაიღრმაონ ცოდნა პროგრამაში არსებული მრავალფეროვანი კონცენტრაციების მიხედვით:

  • ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკა
  • თეორიული ასტროფიზიკა
  • კოსმოლოგია და გრავიტაცია
  • კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკა
  • ასტრონომია-ასტროფიზიკა
  • ატმოსფეროსა და იონოსფეროს ფიზიკა
  • ბიოფიზიკა

 

კვლევით პროექტებში მონაწილეობა
პროგრამის აკადემიური პერსონალი წარმოადგენს საქართველოში წამყვან კვლევით ინსტიტუტებს და ცენტრებს; აქვთ კავშირები ევროპისა და აშშ-ს უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებთან, რაც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ სამეცნიერო პროექტებში და შეასრულონ სამეცნიერო ნაშრომი მაღალი კვლევითი პროდუქტიულობის გუნდში.

საერთაშორისო პარტნიორობა და Erasmus+ გაცვლითი პროგრამები
სტუდენტები შეძლებენ გაიარონ პრაქტიკული და კვლევითი პროგრამები ევროპულ უნივერსიტეტებში, რითაც მოიპოვებენ კონკურენტულ უპირატესობას საერთაშორისო ბაზარზე. პროგრამა აქტიურად თანამშრომლობს იულიხის კვლევით ცენტრთან (გერმანია).


პროგრამის ხელმძღვანელები

ასოცირებული პროფესორი ზურაბ თავართქილაძე  zurab.tavartkiladze@iliauni.edu.ge

პროფესორი ანდრია როგავა  andria.rogava@iliauni.edu.ge

პროფესორი თინათინ კახნიაშვილი  tinatin@iliauni.edu.ge

პროფესორი გიორგი ჯაფარიძე  gia_japaridze@iliauni.edu.ge

პროფესორი თეიმურაზ ზაქარაშვილი temury.zaqarashvili@iliauni.edu.ge

ასოცირებული პროფესორი მაია თოდუა mayatodua@iliauni.edu.ge

პროფესორი ნუნუ მეტრეველი  nunu_metreveli@iliauni.edu.ge


დასაქმების შესაძლებლობები

უნივერსიტეტში ან სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუციებში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ; საგანმანათლებლო პროფილის დაწესებულებებში. მიმართულებების მიხედვით:

  • ასტრონომია-ასტროფიზიკის, ატმოსფეროსა და იონოსფეროს ფიზიკის კონცენტრაციების კურსდამთავრებულებისთვის: ასტრონომიული ობსერვატორიები, ასტრონომიისა და ასტროფიზიკის მონათესავე სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები (იხ. www.aas.org). სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები (სადაც სჭირდებათ სტატისტიკა, მონაცემთა ანალიზი და მოდელირება).
  • ატმოსფეროსა და იონოსფეროს ფიზიკის კონცენტრაციის კურსდამთავრებულისთვის: ატმოსფერო-იონოსფეროს შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები და ობსერვატორიები, რეგიონული და გლობალური კლიმატის ცვლილების შემსწავლელი მონიტორინგის ცენტრები, საჰაერო ნავიგაცია, ჰიდრომეტცენტრები.
  • ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკის, კოსმოლოგიისა და გრავიტაციის, თეორიული ასტროფიზიკის კონცენტრაციების კურსდამთავრებულებისთვის: საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონიკის კვლევითი და გამოყენებითი სექტორი; ორგანიზაციები, სადაც საჭიროა ინფორმაციის (მონაცემების) კომპიუტერული დამუშავება-მოდელირება და სტატისტიკური ანალიზი, ფიზიკის სხვა დარგები და მის ფარგლებს გარეთ.
  • კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკის კონცენტრაციის კურსდამთავრებულებისთვის: ფიზიკის და მონათესავე მიმართულებებით მომუშავე სამეცნიერო კვლევითი და სასწავლო დაწესებულებები, მაღალტექნოლოგიური პროფილის მასალათმცოდნეობის, ნანოელექტრონიკის და ნანოინჟინერიის კვლევითი ლაბორატორიები და ინდუსტრია; ნანოტექნოლოგიური მიმართულების საპატენტო საქმიანობით დაკავებული სტრუქტურები; გამოთვლითი სისტემების როგორც თეორიული, ასევე IT-საინჟინრო საკითხებზე მომუშავე ლაბორატორიები და კომერციული სტრუქტურები.
  • ბიოფიზიკის მიმართულების კურსდამთავრებულებისთვის: ბიოსამედიცინო პროფილის სამეცნიერო დაწესებულებები; კლინიკო-დიაგნოსტიკური ცენტრები. შეძენილი უნარების შედეგად, კურსდამთავრებულს საშუალება ექნება, ეფექტურად იმუშაოს ფიზიკის ფარგლებს გარეთაც (ახალი ტექნოლოგიები, ანალიტიკური სამსახურები და სხვ.).

მაგისტრატურაში სწავლის მსურველს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი:

  • ფიზიკაში
  • მათემატიკაში
  • ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების სფეროში
  • ინჟინერიისა და საინჟინრო საქმის სფეროში

 

მაგისტრატურაში მიღება ხდება ორ ეტაპად: (1) საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და (2) შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის საფუძველზე.

 

შიდასაუნივერსიტეტო ზეპირ გამოცდაზე შეფასდება როგორც ფიზიკის და მათემატიკის ცოდნა, ასევე მოტივაციის, კომუნიკაციის და არგუმენტირებული მსჯელობის უნარები, ასევე შემოწმდება ინგლისური ენის დარგობრივი ცოდნა B1 დონეზე.

კონკურსში გათვალისწინებული იქნება წინა საფეხურზე სწავლის აკადემიური მოსწრება და, არსებობის შემთხვევაში, კვლევითი და/ან სამუშაო გამოცდილება.

პროგრამის სტრუქტურის მოკლე აღწერა

სამაგისტრო პროგრამის „ფიზიკა და ასტრონომია“ ფარგლებში სტუდენტი ირჩევს ერთ-ერთ კონცენტრაციას:

  1. ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკა
  2. თეორიული ასტროფიზიკა
  3. კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკა
  4. ასტრონომია-ასტროფიზიკა
  5. კოსმოლოგია და გრავიტაცია
  6. ატმოსფეროსა და იონოსფეროს ფიზიკა
  7. ბიოფიზიკა

 

ყველა კონცენტრაციის სტუდენტმა აუცილებლად უნდა გაიაროს საერთო ბლოკის სავალდებულო კურსები − 30 კრედიტი (PHYSGEN)

მეოთხე სემესტრის განმავლობაში მოამზადოს და სემესტრის ბოლოს დაიცვას სამაგისტრო ნაშრომი − 30 კრედიტი

არჩეული კონცენტრაციის მიხედვით სტუდენტმა 90 კრედიტი უნდა დააგროვოს შემდეგი სტრუქტურის შესაბამისად:

ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკა

  • სავალდებულო კურსები – 42 კრედიტი
  • არჩევითი კურსები − 18 კრედიტი
  • სამაგისტრო ნაშრომი − 30 კრედიტი

 

თეორიული ასტროფიზიკა

  • სავალდებულო კურსები − 30 კრედიტი
  • არჩევითი კურსები – 30 კრედიტი
  • სამაგისტრო ნაშრომი − 30 კრედიტი

 

კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკა

  • სავალდებულო კურსები − 30 კრედიტი
  • არჩევითი კურსები − 30 კრედიტი
  • სამაგისტრო ნაშრომი − 30 კრედიტი

 

ასტრონომია-ასტროფიზიკა

  • სავალდებულო კურსები – 42 კრედიტი
  • არჩევითი კურსები – 18 კრედიტი
  • სამაგისტრო ნაშრომი − 30 კრედიტი

 

კოსმოლოგია და გრავიტაცია

  • სავალდებულო კურსები − 30 კრედიტი
  • არჩევითი კურსები − 30 კრედიტი
  • სამაგისტრო ნაშრომი − 30 კრედიტი

 

ატმოსფეროსა და იონოსფეროს ფიზიკა

  • სავალდებულო კურსები − 30 კრედიტი
  • არჩევითი კურსები – 30 კრედიტი
  • სამაგისტრო ნაშრომი − 30 კრედიტი

 

ბიოფიზიკა

  • სავალდებულო კურსები − 36 კრედიტი
  • არჩევითი კურსები − 24 კრედიტი
  • სამაგისტრო ნაშრომი − 30 კრედიტი

რესურსები და კვლევა

პარტნიორი ორგანიზაციები

  • სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლა
  • ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია
  • სსიპ მიკრო და ნანოელექტრონიკის ინსტიტუტი

საერთაშორისო პარტნიორობა

  • გოტინგენის უნივერსიტეტი
  • ლუვენის უნივერსიტეტი
  • გრაცის უნივერსიტეტი
  • ოჰაიოს უნივერსიტეტი
  • კარნეგი მელონის უნივერსიტეტი
  • გერმანიის კოსმოსური სააგენტო (DLR)
  • ბოხუმის უნივერსიტეტი
  • ტრიესტის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრი

სამეცნიერო ინსტიტუტები და ცენტრები

  • გამოყენებითი ფიზიკის ინსტიტუტი
  • ბიოფიზიკის ინსტიტუტი
  • თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი
  • კონდენსირებულ გარემოთა თეორიის და გამოთვლითი კვანტური ფიზიკის ცენტრი

კვლევითი ლაბორატორიები და რესურსები

  • ფიზიკის სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია
  • საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა

კვლევითი პროექტები

  • International Center for Theoretical Physics (ICTP) და International Atomic Energy Agency (IAEA) განხორციელებული პროგრამა “Sandwich training educational programme (STEP)”

 

საერთაშორისო ვორკშოპები, სეზონური სკოლები, კონფერენციები

პროგრამის აკადემიური პერსონალი

  • პროგრამაში ჩართული პერსონალის შესახებ იხ. პროგრამის კატალოგი, ხოლო მათი კვლევითი ინტერესების შესახებ იხ. ბმული.