არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის მისიაა წვლილი შეიტანოს საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში შექმნილი გარემოს მეშვეობით.
სწავლების ენა: ქართული
დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: არქიტექტურის ბაკალავრი
არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა დაბალანსებულია თეორიული და პრაქტიკული კომპონენტებით და ახდენს შემოქმედებითობის და ინტელექტუალური უნარების სინთეზს. მასში გამოყენებული სტუდიური მუშაობის პრინციპზე დაფუძნებული სწავლება ემსახურება სტუდენტების შემოქმედებითი და კრიტიკული იდეების ხორცშესხმას, მათი ბაზისური არქიტექტურული ცოდნისა და პროფესიული უნარების განვითარებას. არქიტექტურა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტერდისციპლინარული მიდგომებით ისწავლება.
სტუდენტები შეისწავლიან არქიტექტურის ძირითად კონცეფციებს, განვითარების ისტორიას, თანამედროვე ტენდენციებსა და მომიჯნავე დისციპლინებს.
დაეუფლებიან პროექტირებისა და მშენებლობის თანამედროვე ტექნოლოგიებს, შეიძენენ არქიტექტურული პროექტების შემუშავების კომპეტენციას.
სწავლების პროცესში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პრობლემის იდენტიფიცირებასა და გადაწყვეტილების ესთეტიკური, ფუნქციური და ტექნიკური ასპექტების გათვალისწინებით მიღებაზე.
პროგრამა სტუდენტებს განუვითარებს იმ ინტერპერსონალურ და პროფესიულ უნარ-ჩვევებს, რომლებიც აუცილებელია წარმატებული კარიერისთვის.
ასისტენტ-პროფესორი ვახტანგ კასრელიშვილი vakhtang.kasrelishvili@iliauni.edu.ge
კურსდამთავრებულები ასევე შეუძლებენ სწავლის გაგრძელებას სამაგისტრო საფეხურზე.
არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობაა შემოქმედებითი ტურის გავლა.
პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
0100116 არქიტექტურა (ძირითადი სპეციალობა)
| გამოცდა | კოეფიციენტი | მინ. ზღვარი | პრიორიტეტი | |
| ქართული ენა და ლიტერატურა | 1 | 25%-ზე მეტი | 3 | |
| უცხოური ენა (გერ.; ინგ.; რუს.; ფრან.) | 5 | 40%-ზე მეტი | 2 | |
| ერთ-ერთი შემდეგი სავალდებულო საგნებიდან | ადგილების რ-ბა | |||
| მათემატიკა | 6 | 40%-ზე მეტი | 1 | 25 |
| ფიზიკა | 6 | 40%-ზე მეტი | 1 | 25 |
პროგრამის სტრუქტურის მოკლე აღწერა
სტუდენტმა ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს 240 კრედიტი, რომელიც ნაწილდება შემდეგნაირად:
ძირითადი პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს მოეთხოვებათ საბაკალავრო ნაშრომის შესრულება, რომელზეც ისინი იმუშავებენ სწავლების ბოლო ორი სემესტრის განმავლობაში.
*დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილეთ პროგრამის სრული დოკუმენტი და კურსების კატალოგი.