საბაკალავრო პროგრამა „ფინანსები“ ორიენტირებულია მოამზადოს ფინანსების დარგში კონკურენტუნარიანი სპეციალისტები სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციაში წარმატებული პროფესიული კარიერისთვის. კურსდამთავრებულები აღჭურვილი იქნებიან ფინანსებთან დაკავშირებული სხვადასხვა ფუნქციის შესრულებისთვის საჭირო თეორიული ცოდნითა და ანალიტიკური უნარებით და მონაწილეობას მიიღებენ ორგანიზაციის ფინანსების ეფექტიან მართვაში. ამასთან, პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს შესაძლებლობას გაიფართოონ ინტელექტუალური თვალსაწიერი და განივითარონ ისეთი ტრანსფერული უნარები, როგორებიცაა არგუმენტაციის, ქართულ და ინგლისურ ენებზე კომუნიკაციის და აკადემიურ მუშაობასთან დაკავშირებული უნარები.
სწავლების ენა: ქართული
დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 180 ECTS
პროგრამის ხანგრძლივობა: 6 სემესტრი (3 წელი)
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი ფინანსებში
ფინანსების საბაკალავრო პროგრამა სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ ფინანსებთან დაკავშირებული სხვადასხვა ფუნქციის შესრულებისთვის საჭირო თეორიული ცოდნა და აღიჭურვონ ორგანიზაციის ფინანსების ეფექტიანი მართვისთვის საჭირო უნარებით. თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების კომბინაცია ხელს უწყობს მათი უნარების განვითარებას სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციაში წარმატებული პროფესიული კარიერისთვის.
ფინანსების საბაკალავრო პროგრამა შემუშავებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და ყველა დაინტერესებული მხარის (მათ შორის დამსაქმებლების) უკუკავშირის გათვალისწინებით. ცალკეული სასწავლო კომპონენტების სილაბუსები კი შექმნილია სფეროში წამყვან სხვადასხვა კომპანიასთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში. მაგ.: ფინანსური აღრიცხვისა და აუდიტის მიმართულების სასწავლო კურსები შემუშავებულია ა(ა)იპ „საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციასთან” ერთად და მჭიდროდ ებმის პროფესიული სერტიფიცირების პროგრამის (ACCA) შესაბამის სასწავლო მოდულებს, ამავე პროგრამაში აკრედიტაციის (ჩათვლის) შესაძლებლობით.
ფინანსების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა შემუშავდა 2024 წელს და პერიოდულად განახლებადია დარგის ტენდენციებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
საბაკალავრო პროგრამას უძღვება სფეროში წამყვანი სპეციალისტებითა და პრაქტიკოსებით დაკომპლექტებული აკადემიური და მოწვეული პერსონალის გუნდი, რომელიც ჩართულია თანამედროვე კვლევებში, საერთაშორისო კოლაბორაციებსა და პრაქტიკულ საქმიანობაში.
საინფორმაციო კომპიუტერული რესურსცენტრები, სრულად აღჭურვილი სალექციო აუდიტორიები, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა მრავალფეროვანი ფონდითა და მდიდარი ელექტრონული რესურსებით, მათ შორის საერთაშორისო ელექტრონული ბაზებით, სტუდენტის რეგისტრაციისა და სასწავლო პროცესის მართვის საუნივერსიტეტო ქსელი „არგუსი” და დისტანციური სწავლების პლატფორმები Turnitin და E-learning, საუნივერსიტეტო და/ან საფაკულტეტო ცენტრები ხელს უწყობს აკადემიური პროცესის ხარისხის ამაღლებას და უზრუნველყოფს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას.
პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტთა პრაქტიკული და ტრანსფერული უნარების განვითარებას როგორც შესაბამისი ცალკეული პრაქტიკული კომპონენტებით, ისე კურსებში ჩაშენებული პრაქტიკული მუშაობითა და დავალებებით. აღსანიშნავია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეწარმეო ეკოსისტემის ხელშემწყობ სტრუქტურებთან (ტექ მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი, პრეაქსელერატორი Zoom-out, სამეწარმეო ინოვაციების ლაბორატორია Fab Lab და Startup Grind-ის საუნივერსიტეტო წარმომადგენლობა) თანამშრომლობა. ეს სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს ინოვაციური იდეები აქციონ რეალობად კვალიფიციური პერსონალისა და თანამედროვე დანადგარების დახმარებით. გარდა ამისა, პრაქტიკული უნარების განვითარების მიზნით პროგრამაში ჩართულია როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული კვლევითი ინსტიტუტები (ბიზნესის კვლევების ცენტრი), ასევე პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებთანაც გაფორმებულია შესაბამისი მემორანდუმები.
სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა პროგრამის Erasmus+ ფარგლებში პარტნიორ უნივერსიტეტებში ისწავლონ ერთი ან ორი სემესტრით, მიიღონ ევროპული განათლება და გამოცდილება, რითაც მოიპოვებენ კონკურენტულ უპირატესობას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
ასოცირებული პროფესორი გიორგი პაპავა giorgi.papava@iliauni.edu.ge
ასოცირებული პროფესორი დავით თუთბერიძე davit.tutberidze@iliauni.edu.ge
ასოცირებული პროფესორი დავით გამყრელიძე davit.gamkrelidze@iliauni.edu.ge
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეეძლებათ დასაქმდნენ კერძო ან საჯარო სექტორის სხვადასხვა დამწყებ მენეჯერულ და ანალიტიკურ პოზიციაზე ფინანსების მიმართულებით.
ფინანსების საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
0100128 ფინანსები (180 კრედიტი)
| გამოცდა | კოეფიციენტი | მინ. ზღვარი | პრიორიტეტი |
| ქართული ენა და ლიტერატურა | 3 | 25%-ზე მეტი | 2 |
| უცხოური ენა (გერ.; ინგ.; რუს.; ფრან.) | 3 | 20%-ზე მეტი | 3 |
| მათემატიკა | 6 | 20%-ზე მეტი | 1 |
პროგრამის სტრუქტურის მოკლე აღწერა
სტუდენტმა ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს 180 კრედიტი, რომელიც ნაწილდება შემდეგნაირად:
*დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილეთ პროგრამის სრული დოკუმენტი და კურსების კატალოგი.