ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში

მაგისტრატურა

პროგრამის მიზანია, მომავალ რეჟისორებსა და მსახიობებს შეუქმნას საშემსრულებლო პრაქტიკასთან ინტეგრირებული გარემო და მოქმედ თეატრში სახელოსნოს პრინციპებზე დაფუძნებული მუშაობით მისცეს, საშუალება თეატრალური ხელოვნების ერთ-ერთი მიმართულებით (რეჟისურა ან სამსახიობო ხელოვნება), ახალი ცოდნის შეძენის საფუძველზე, განივითარონ ინდივიდუალური შემოქმედებითი ხედვა და გაიღრმაონ სპექტაკლის თანაავტორობით შექმნის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რათა მზად იყვნენ როგორც დამოუკიდებელი პროფესიული წინსვლისთვის, ასევე კონკურენტუნარიანი გარემოს შესაქმნელად თეატრალური ხელოვნების სფეროში.

მისანიჭებელი ხარისხი:

  • თეატრის რეჟისურის მაგისტრი / Master of Directing
  • სამსახიობო ხელოვნების მაგისტრი / Master of Acting

 

სწავლების ენა: ქართული

სწავლების ხანგრძლივობა: 120 ECTS კრედიტი, 4 სემესტრი

რატომ უნდა ავირჩიოთ ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში სამაგისტრო პროგრამა?

მსოფლიო სტანდარტების სასწავლო მეთოდოლოგია
პროგრამა დაფუძნებულია მსოფლიოს წამყვანი თეატრალური სკოლების გამოცდილებაზე: იეილის დრამატული სკოლა (აშშ), როიალ ჰოლოუეის უნივერსიტეტი, შოტლანდიის სამეფო კონსერვატორია (დიდი ბრიტანეთი).

პრაქტიკული სწავლება
მოქმედ თეატრში სახელოსნოს პრინციპებზე დაფუძნებული სწავლება უზრუნველყოფს საშემსრულებლო პრაქტიკასთან ინტეგრირებულ გარემოს.

ინდივიდუალური შემოქმედებითი განვითარება
პროგრამა ხელს უწყობს თითოეული სტუდენტის ინდივიდუალური შემოქმედებითი ხედვის განვითარებას.

მრავალფეროვანი კარიერული პერსპექტივა
კურსდამთავრებულებს შეუძლიათ მუშაობა როგორც პროფესიულ თეატრებში, ასევე განათლების, კინოსა და ტელევიზიის სფეროში.


პროგრამის ხელმძღვანელი

ასოცირებული პროფესორი ივანე ხუციშვილი  ivane.khutsishvili@iliauni.edu.ge


დასაქმების შესაძლებლობები

პროგრამის დასრულების შემდეგ მაგისტრს შეუძლია დასაქმდეს შემდეგ სფეროებში:

  • პროფესიული თეატრები
  • კერძო თეატრები
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები
  • ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები - თეატრალური ხელოვნების ისტორიის, თეატრალური სტუდიების მიმართულებით
  • შემოქმედებითი სტუდიები
  • ტელევიზია
  • კინო ინდუსტრია
  • ფესტივალები

სამაგისტრო პროგრამაზე მიღების პირობები:

  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
  • უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების წარმატებით ჩაბარება

 

შენიშვნა: უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად და სახელოვნებო სწავლების სპეციფიკიდან გამომდინარე, სამაგისტრო პროგრამაზე „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში“ ჩასაბარებლად მაგისტრანტობის კანდიდატს არ ესაჭიროება საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება.

პროგრამის სტრუქტურის მოკლე აღწერა

სამაგისტრო პროგრამის „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში“ წარმატებით დასრულებისათვის სტუდენტმა უნდა დააგროვოს 120 კრედიტი მოცემული სქემის მიხედვით:

საერთო ბლოკი – თეატრალური სახელოსნო: 51 კრედიტი

რეჟისორების ბლოკი: 27 კრედიტი

მსახიობების ბლოკი: 27 კრედიტი

საერთო არჩევითი ბლოკი: 12 კრედიტი

სადიპლომო სპექტაკლი: 30 კრედიტი

მასტერკლასები

სასწავლო და პრაქტიკული რესურსები

პარტნიორი ორგანიზაციები

  • საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდი
  • თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრი
  • ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული თეატრი
  • ეტ-ცეტერა
  • გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების სახელმწიფო პროფესიული თეატრი
  • ქალაქ თბილისის N175 საჯარო სკოლა
  • ქალაქ თბილისის N63 საჯარო სკოლა
  • ქალაქ თბილისის N23 საჯარო სკოლა
  • პროგრამის პრაქტიკული ნაწილი ხორციელდება ილიაუნის თეატრის ბაზაზე

აკადემიური პერსონალის კვლევითი ინტერესები

  • ასოცირებული პროფესორი ივანე ხუციშვილი – თეატრი, რეჟისურა, მსახიობის ოსტატობა.
  • ხათუნა ხაბულიანი – თანამედროვე ხელოვნების ისტორია და თეორია, უახლესი მიმდინარეობები ხელოვნებასა და არქიტექტურაში, კრიტიკა, ხელოვნების ფილოსოფია, კურატორული საქმიანობა.
  • ლიკა გორდეზიანი – ანტიკური დრამა და მისი რეცეპცია, ანტიკური მითოლოგია, ცხოველები მითებსა და ლიტერატურაში, შუა საუკუნეების ბესტიარიები, XVI-XVIII საუკუნეების ბუნებისმეტყველთა ნაშრომები, ცხოველთა სამეცნიერო და პოპულარული სახელები.
  • რუსუდან მირცხულავა – ხელოვნების და მხატვრული შემოქმედების ფსიქოლოგია, არტთერაპია, ფსიქოდრამა, ემოციის ფსიქოლოგია, სოციალური ფსიქოლოგია, განწყობის ფსიქოლოგია და დ. უზნაძის ფსიქოლოგიური მემკვიდრეობა.
  • ლევან ბერძენიშვილი: კლასიკური ფილოლოგია, ძველი ბერძნული და ლათინური ენები, მსოფლიო ლიტერატურა.