ციფრული ჰუმანიტარია

დოქტორანტურა

ციფრული ჰუმანიტარიის სადოქტორო პროგრამა ამზადებს ახალი თაობის მკვლევარებს ციფრული ეპიგრაფიკის, კომპიუტერული და კორპუსის ენათმეცნიერების, ციფრული პროსოპოგრაფიისა და ელექტრონული ლექსიკოგრაფიის მიმართულებით.

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ციფრული ჰუმანიტარიის დოქტორი

სწავლების ენა: ქართული

პროგრამის ხანგრძლივობა/მოცულობა: 3–5 წელი (6–10 სემესტრი) – 60 კრედიტი


პროგრამის შესახებ

ციფრული ჰუმანიტარიის სადოქტორო პროგრამა ორიენტირებულია კვლევასა და სწავლებაში თანამედროვე ციფრული ჰუმანიტარიისა და კომპიუტერული ლინგვისტიკის, აგრეთვე კორპუსზე დაფუძნებული ლექსიკოგრაფიის სტანდარტების დანერგვაზე. ამგვარი მიდგომა ქართველოლოგიის გადაუდებელი ამოცანაა, ვინაიდან როგორც ქართული, ისე საქართველოში აღმოჩენილი ან დაცული უცხოენოვანი კულტურული მემკვიდრეობის კვლევისათვის აუცილებელია მათი დოკუმენტირება უახლესი და საერთაშორისო ციფრული სტანდარტების შესაბამისად.

პროგრამის მიზანია, მოამზადოს ციფრული ჰუმანიტარიის დარგში ახალი თაობის მკვლევრები, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან ინტერდისციპლინური ცოდნითა და უნარებით და შეძლებენ განახორციელონ ინოვაციური და ორიგინალური კვლევა თანამედროვე ინფორმაციის, ტექნოლოგიებისა და მეთოდების გამოყენებით და მოახდენენ ცოდნის ტრანსფერს აუდიტორიასა და საერთაშორისო რეფერირებადი პუბლიკაციის დონეზე.

იხ. სადოქტორო დებულება.

 

პროგრამის აკადემიური ხელმძღვანელები

ზოგადი მოთხოვნები

აკადემიური ხარისხი

მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

კვლევითი გამოცდილება

კანდიდატის მიერ შესრულებული წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის ან/და მუშაობის არანაკლებ 2–წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

კვლევითი განაცხადი

სადოქტორო კვლევითი განაცხადი.

ინგლისური ენის ცოდნა

ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მიღების პროცედურა

  • საბუთების მიღება
  • ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება
  • კვლევითი განაცხადის განხილვა და შეფასება დარგობრივი კომისიის მიერ
  • ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან

 

დეტალური ინფორმაცია მოცემულია დოკუმენტში სადოქტორო პროგრამაზე მიღების პროცედურები და შეფასების სისტემა.

სწავლის განმავლობაში დოქტორანტმა უნდა დააგროვოს 60 კრედიტი, გამოაქვეყნოს 2 სტატია (რომელთაგან მინიმუმ ერთი საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში), აირჩიოს მინიმუმ 2 ტრენინგი და დაიცვას სადოქტორო ნაშრომი.

პროგრამის სტრუქტურა:

  • სავალდებულო კომპონენტი: 36 კრედიტი (მათ შორის პროსპექტუსი და სადოქტორო კოლოკვიუმები)
  • სავალდებულო-არჩევითი კომპონენტი: 12 კრედიტი
  • არჩევითი კომპონენტი: 12 კრედიტი

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. პროგრამის კურიკულუმი.

რესურსები და პარტნიორები

სამეცნიერო კვლევების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

  • უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა (მათ შორის სამეცნიერო ელექტრონული ბაზები – Clarivate Analytics; ScienceDirect, Scopus, ProQuest, EBSCO, Jstor, Cambridge Journals, Taylor and Francis, Sage Publishing, DOAJ)
  • უნივერსიტეტის მულტიმედია ბიბლიოთეკა
  • უნილაბი
  • ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრი, მისი ბიბლიოთეკა, ცენტრის მიერ შექმნილი ლექსიკონები და კორპუსები
  • ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი
  • პროსოპოგრაფიული ბაზა, ეპიგრაფიკული კორპუსი, ქართული ენის კორპუსი და სხვა რესურსები
  • არგუსი, Elearning და Turnitin–ის სისტემები
  • საერთაშორისო სადოქტორო სკოლა
  • კვლევების კოორდინაციის სამსახური

კვლევითი ინსტიტუტები და ცენტრები


დაცული სადოქტორო დისერტაციები

ინფორმაცია დაცული სადოქტორო დისერტაციების შესახებ იხ. ბმულზე.


აკადემიური პერსონალი

ციფრული ჰუმანიტარიის სადოქტორო პროგრამის სამეცნიერო ხელმძღვანელები:

პროფესორები: