სოციოლოგია

მაგისტრატურა

სამაგისტრო პროგრამის მიზანია მაღალკვალიფიციური სოციოლოგების მომზადება, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან თეორიების, კვლევის (მათ შორის, ინოვაციური) მეთოდებისა და ეთიკური პრინციპების სიღრმისეული ცოდნით, რისი მეშვეობითაც ისინი შეძლებენ კვლევის დამოუკიდებლად ჩატარებას და წვლილის შეტანას დარგის განვითარებაში.

სოციოლოგიის პროგრამა ამზადებს სტუდენტებს წარმატებული პროფესიული კარიერისთვის ისეთ ორგანიზაციებში, რომლებიც ატარებს ან/და იყენებს სოციოლოგიურ კვლევებს.

მისანიჭებელი ხარისხი: სოციოლოგიის მაგისტრი / Master of Sociology

სწავლების ენა: ქართული

სწავლების ხანგრძლივობა: 120 ECTS კრედიტი, 4 სემესტრი

რატომ უნდა ავირჩიოთ სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამა?

კვალიფიციური პერსონალი
პროგრამას უძღვება როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი კვალიფიციური აკადემიური პერსონალი, რაც უზრუნველყოფს პროგრამის მაღალ აკადემიურ სტანდარტებთან შესაბამისობას და მრავალმხრივ გამოცდილებაზე დაფუძნებულ სასწავლო გარემოს.

გაცვლითი პროგრამები
Erasmus+ გაცვლითი პროგრამები სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, ერთი ან ორი სემესტრი სრულად დაფინანსებული სტიპენდიით ისწავლონ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში.

სტუდენტური აქტივობები
სტუდენტებს საშუალება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ თემატურ კონკურსებში, ყოველწლიურ სოციოლოგიის კვირეულში და კონფერენციებში, ასევე ჩაეწერონ სხვადასხვა თემატურ კლუბში.

სოციალური კვლევების ლაბორატორია
პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს სოციალური კვლევების თანამედროვე მეთოდების შესწავლას სპეციალიზებულ ლაბორატორიაში.


პროგრამის ხელმძღვანელი

პროფესორი ემზარ ჯგერენაია  emzar_jgerenaia@iliauni.edu.ge


დასაქმების შესაძლებლობები

  • აკადემიურ სფეროში
  • სხვადასხვა კვლევით ცენტრში
  • მარკეტინგული მიმართულების სოციოლოგიური კვლევის ორგანიზაციებში
  • სახელმწიფო სამსახურში
  • მედიასივრცეში
  • საზოგადოებრივ და ბიზნეს სექტორში
  • საერთაშორისო ორგანიზაციებში

სოციოლოგიის მაგისტრის ხარისხის მქონე კურსდამთავრებულს აქვს შესაძლებლობა, განაგრძოს სწავლა დოქტორანტურაში.

სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე მიღება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგებისა და შიდასაუნივერსიტეტო ზეპირი გამოცდის საფუძველზე, სადაც შეფასდება:

  • აპლიკანტის სოციოლოგიური ხედვა
  • მოტივაცია და აკადემიური მიღწევები
  • კომუნიკაციის უნარი
  • ინგლისური ენის ცოდნა (მინიმალური დონე B2)

პროგრამის სტუქტურის მოკლე აღწერა

სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამა მოიცავს 120 კრედიტს, მათ შორის:

სავალდებულო კურსები: 54 კრედიტი

სავალდებულო/არჩევითი კურსები: 24 კრედიტი

არჩევითი კურსები: 12 კრედიტი

სამაგისტრო ნაშრომი: 30 კრედიტი

პარტნიორი კვლევითი ორგანიზაციები

  • შპს „ეი სი თი – ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი“ (ACT)
  • შპს „გამოყენებითი კვლევების ორგანიზაცია ეი არ სი“ (ARC)
  • კომპანია „აიფიემ კვლევები“ (IPM)
  • შპს „ბისიჯი“ კვლევა (BCG)
  • შპს „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი“ (CRRC)
  • შპს „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი“ (GFSIS)

სასწავლო და პრაქტიკული რესურსები

  • უნივერსიტეტის საინფორმაციო კომპიუტერული ცენტრი
  • სალექციო აუდიტორიები
  • საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა
  • სტუდენტის რეგისტრაციისა და სასწავლო პროცესის მართვის საუნივერსიტეტო ქსელი „არგუსი“, Moodle, Turnitin
  • პროგრამული უზრუნველყოფა SPSS, Nvivo
  • სოციალური კვლევების ლაბორატორია

უნივერსიტეტის ინსტიტუტები და ცენტრები

კვლევითი აქტივობები

  • მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტურ კონფერენციათა სერია ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში
  • სოციოლოგიის კვირეული