

პროგრამის მიზანია მაღალკვალიფიციური სოციალური მუშაკების მომზადება, რომლებიც შეძლებენ შეიტანონ წვლილი საფრთხის წინაშე მყოფი ინდივიდების, თემებისა და საზოგადოების კეთილდღეობის უზრუნველყოფაში მიკრო, მეზო და მაკრო დონეებზე ცვლილებების განხორციელებით, გამოიყენონ თანამედროვე ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება სოციალური მუშაობის სფეროში პრობლემების განსაზღვრისა და ეფექტური გადაწყვეტილების მიღებისთვის, გაითვალისწინონ პროფესიული საქმიანობისას ეთიკა და პროფესიული სტანდარტები.
მისანიჭებელი ხარისხი: სოციალური მუშაობის მაგისტრი
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 120 ECTS კრედიტი, 4 სემესტრი
სოციალური მუშაობის სკოლების საერთაშორისო ასოციაციების წევრი:
კვალიფიციური პერსონალი
პროგრამას უძღვება როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი კვალიფიციური აკადემიური პერსონალი, რაც უზრუნველყოფს პროგრამის მაღალ აკადემიურ სტანდარტებთან შესაბამისობას.
გაცვლითი პროგრამები
Erasmus+ გაცვლითი პროგრამები სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, ერთი ან ორი სემესტრი სრულად დაფინანსებული სტიპენდიით ისწავლონ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში.
პრაქტიკული გამოცდილება
პროგრამა მოიცავს მრავალფეროვან პრაქტიკულ კომპონენტს, რაც უზრუნველყოფს თეორიული ცოდნის განმტკიცებას და პროფესიული უნარების განვითარებას რეალურ სამუშაო გარემოში. პრაქტიკისთვის გამოყენებულია ოცდაათამდე პრაქტიკის სააგენტო საქართველოს მასშტაბით.
კვლევითი ცენტრი
პროგრამას აქვს კვლევითი ცენტრი - სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრი, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ მონაწილეობა თანამედროვე სოციალური მუშაობის კვლევებში.
პროფესორი შორენა საძაგლიშვილი shorena_sadzaglishvili@iliauni.edu.ge
სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამაზე მიღება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგებისა და შიდასაუნივერსიტეტო ზეპირი გამოცდის საფუძველზე, სადაც შეფასდება:
სამაგისტრო მიღების გამოცხადების შემდეგ აპლიკანტმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინოს:
სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამა მოიცავს 120 კრედიტს, მათ შორის:
სავალდებულო კურსები: 66 კრედიტი
სავალდებულო პრაქტიკა: 24 კრედიტი
არჩევითი კურსები: 12 კრედიტი
სამაგისტრო ნაშრომი: 18 კრედიტი
2007 წლიდან შექმნილია სოციალური მუშაობის რესურს-ცენტრი (2020 წლიდან სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრი)