სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია

დოქტორანტურა

სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გრძელვადიანი ეთნოგრაფიული კვლევის ტრადიციას, თანამედროვე გლობალური პრობლემებისადმი კრიტიკულ თეორიულ მიდგომებსა და რეგიონული თუ ადგილობრივი ისტორიით ნასაზრდოებ ანალიზს. პროგრამას აქვს ინტერდისციპლინური ორიენტაცია, რაც უზრუნველყოფს დარგთაშორისი დიალოგის განვითარებასა და კვლევითი საკითხების გაფართოებას.

სადოქტორო პროგრამის მიზანია მოამზადოს მკვლევრები, რომლებიც შეძლებენ პროგრამის ერთ-ერთი კვლევითი მიმართულებით (ურბანული ანთროპოლოგია, რელიგიის ანთროპოლოგია, პოლიტიკური ანთროპოლოგია, ეკონომიკის ანთროპოლოგია, სამედიცინო ანთროპოლოგია, ვიზუალური ანთროპოლოგია) ახალი ცოდნის შექმნას დამოუკიდებლად განხორციელებული გრძელვადიანი ეთნოგრაფიული კვლევის საფუძველზე; მოახდენენ ამ ცოდნის ტრანსფერს საერთაშორისო რეფერირებადი პუბლიკაციის დონეზე; მომზადებულები იქნებიან წარმატებული კარიერისთვის როგორც აკადემიურ, ისე საჯარო, არასამთავრობო ან კერძო სექტორებში.

მნიშვნელოვანია, რომ ინტერდისციპლინური ხასიათის გათვალისწინებით პროგრამა ქმნის პლატფორმას ადგილობრივ და საერთაშორისო მკვლევრებთან დიალოგში დოქტორანტების ჩართვისა და მათი დარგობრივი და ტრანსფერული უნარების განვითარებისთვის.

საგანმანათლებლო პროგრამა შემუშავებულია საერთაშორისო უნივერსიტეტების გამოცდილების გათვალისწინებით (კოპენჰაგენის უნივერსიტეტი, ნიუ იორკის უნივერსიტეტი, ტრენტის უნივერსიტეტი, კენტის უნივერსიტეტი, ოსლოს უნივერსიტეტი და არჰუსის უნივერსიტეტი). პროგრამა ეფუძნება სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის დარგში წარმატებულ საერთაშორისო გამოცდილებას, რაც უზრუნველყოფილია საერთაშორისო ექსპერტთა საბჭოს არსებობით.

სადოქტორო დებულება

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი:

  • სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის დოქტორი
  • PhD in Social and Cultural Anthropology

 

სწავლების ენა: ქართული

პროგრამის ხანგრძლივობა/მოცულობა: 3–5 წელი (6–10 სემესტრი) – 60 კრედიტი

ინფორმაცია პროგრამის ხელმძღვანელის შესახებ

თამთა ხალვაში – პროფესორი

ზოგადი მოთხოვნები


აკადემიური ხარისხი

მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ჰუმანიტარულ ან სოციალურ მეცნიერებებში.

კვლევითი გამოცდილება

ჰუმანიტარულ ან სოციალურ მეცნიერებებში კანდიდატის მიერ შესრულებული წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და მის მიერ სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის ან/და მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

კვლევითი განაცხადი

სადოქტორო კვლევითი განაცხადი.

ინგლისური ენის ცოდნა

ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.


ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურება

ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურების მიზნით აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ერთ-ერთი:

  • წარმატებით ჩაბარებული ინგლისური ენის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე დადასტურების მიზნით
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე
  • ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი*

შენიშვნა: უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება უნდა იყოს დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

მიღების პროცესი


ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან.

მოთხოვნები დაზუსტებულია დოკუმენტში სადოქტორო პროგრამაზე მიღების პროცედურები და შეფასების სისტემა.

პროგრამის მოთხოვნები


სადოქტორო პროგრამაზე სწავლის განმავლობაში დოქტორანტმა:

  • უნდა დააგროვოს 60 კრედიტი
  • გამოაქვეყნოს 2 სტატია, რომელთაგან მინიმუმ ერთი უნდა იყოს გამოქვეყნებული საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში
  • აირჩიოს მინიმუმ 2 ტრენინგი პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ შეთავაზებული პროგრამიდან

პროგრამის სტრუქტურა:

  • სავალდებულო კომპონენტი: 36 კრედიტი (მათ შორის პროსპექტუსი და სადოქტორო კოლოკვიუმები)
  • სავალდებულო-არჩევითი კომპონენტი: 18 კრედიტი
  • არჩევითი კომპონენტი: 6 კრედიტი

რესურსები და პარტნიორები

უნივერსიტეტის რესურსები

  • უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და ელექტრონული რესურსები (მათ შორის სამეცნიერო ელექტრონული ბაზები – ScienceDirect, Scopus, PsycInfo, Heinonline, Thomson Reuters, ProQuest, EBSCO, Jstor, Project Muse, Cambridge Journals, DOAJ, ebrary, Oxford Journals და სხვ.)
  • უნივერსიტეტის მულტიმედია ბიბლიოთეკა
  • სააუდიტორიო/სამუშაო სივრცეები

სამეცნიერო კვლევების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

  • უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტისა და სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის კვლევითი ბაზები
  • ლემან ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა

საერთაშორისო პარტნიორები

  • მალმოს უნივერსიტეტის კავკასიის შესწავლის ცენტრი
  • ტრენტის უნივერსიტეტი
  • კენტის უნივერსიტეტი
  • კოლუმბიის უნივერსიტეტი

პარტნიორი ორგანიზაციები

  • საქართველოს ეროვნული მუზეუმი
  • ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი
  • გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი
  • მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი

საერთაშორისო პროგრამები და სისტემები

  • Erasmus + გაცვლითი პროგრამები დოქტორანტებისთვის
  • არგუსი, Moodle და Turnitin–ის სისტემები
  • საერთაშორისო სადოქტორო სკოლა
  • კვლევების კოორდინაციის სამსახური
  • საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობისა და საერთაშორისო ჟურნალებში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების დაფინანსების შესაძლებლობა

პროგრამის პროფესორების კვლევითი პროფილები

თამთა ხალვაში – პროფესორი

ქეთევან გურჩიანი – პროფესორი

ფლორიან მულფრიდი – პროფესორი

მარიამ დარჩიაშვილი – ასოცირებული პროფესორი

ელენე გავაშელიშვილი – ასოცირებული პროფესორი

ნინო აბაკელია – საპატიო ემერიტუსი


ინფორმაცია პროგრამასთან დაკავშირებულ კვლევით აქტივობებზე/პროექტებზე

კვლევითი პროექტები

კვლევითი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია

კვლევითი თანამშრომლობა

კვლევითი თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია

პუბლიკაციები

პროგრამასთან დაკავშირებული პუბლიკაციები

სტუდენტური კვლევები

სტუდენტური კვლევების შესახებ ინფორმაცია