

შუა საუკუნეების კვლევების ინტერდისციპლინური პროგრამა მიზნად ისახავს მედიევისტიკაში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას, რომლებსაც ექნებათ სისტემური ცოდნა შუა საუკუნეების ისტორიული, სახელოვნებო, ფილოსოფიური, თეოლოგიური, ლიტერატურული თუ ენობრივი კონტექსტის/კონტექსტების შესახებ საქართველოსა და ბიზანტიაში ან დასავლეთ ევროპაში (ინტერესის მიხედვით). სტუდენტები სამაგისტრო პროგრამის განმავლობაში სხვადასხვა მეთოდისა და მიდგომის გამოყენებით შეძლებენ შეისწავლონ შუა საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობა მსოფლიო, რეგიონულ ან ნაციონალურ კონტექსტში. პროგრამაზე სწავლის განმავლობაში სტუდენტებს შეეძლებათ განივითარონ კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის უნარები.
მისანიჭებელი ხარისხი: ჰუმანიტარული მეცნიერებების მაგისტრი შუა საუკუნეების კვლევებში / MA in Medieval Studies
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 120 ECTS კრედიტი, 4 სემესტრი
ინტერდისციპლინური პროგრამა
პროგრამა აერთიანებს სხვადასხვა დისციპლინას - ისტორიას, სახელოვნებო, ფილოსოფიას, თეოლოგიას, ლიტერატურას და ენობრივ კვლევებს, რაც უზრუნველყოფს შუა საუკუნეების კომპლექსური შესწავლას.
კრიტიკული უნარ-ჩვევების განვითარება
პროგრამა უზრუნველყოფს კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის უნარების განვითარებას, რომლებიც აუცილებელია როგორც აკადემიურ კარიერაში, ასევე სხვა პროფესიულ სფეროებში.
კვალიფიციური პერსონალი
პროგრამას ხელმძღვანელობს ოთხი პროფესორი, რომლებსაც აქვთ მრავალმხრივი კვლევითი ინტერესები და საერთაშორისო გამოცდილება მედიევისტიკაში.
პროფესორი ბეჟან ჯავახია bezhan.javakhia@iliauni.edu.ge
ასოცირებული პროფესორი მანანა ჯავახიშვილი manana.javakhishvili@iliauni.edu.ge
პროფესორი ნინო დობორჯგინიძე nino_doborjginidze@iliauni.edu.ge
პროფესორი ნინო ჭიჭინაძე nino_chichinadze@iliauni.edu.ge
პროგრამის დასრულების შემდეგ მაგისტრს შეუძლია დასაქმდეს:
პროგრამის დამთავრება სტუდენტს საშუალებას აძლევს, სწავლა განაგრძოს დოქტორანტურაში.
შუა საუკუნეების კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველ კონკურსანტს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
სამაგისტრო პროგრამაზე მიღებისთვის კონკურსანტმა უნდა ჩააბაროს:
შუა საუკუნეების კვლევების სამაგისტრო პროგრამა ინტერდისციპლინურია და მოიცავს 120 კრედიტს. სტუდენტმა უნდა შეისწავლოს:
პროგრამის სავალდებულო კურსები: 30 კრედიტი
პროგრამის სავალდებულო-არჩევითი კურსები: მინიმუმ 42 კრედიტი გადანაწილებულია 3 ბლოკში:
თავისუფალი-არჩევითი კურსები: მაქსიმუმ 18 კრედიტი
სამაგისტრო ნაშრომი: 30 კრედიტი