შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა

მაგისტრატურა

შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა, რომლის შესწავლა მხოლოდ  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშია შესაძლებელი, სტუდენტებს სთავაზობს შესაძლებლობას, შეისწავლონ ლიტერატურა როგორც კულტურული და ღირებულებითი სისტემების რეპრეზენტაციის ერთ-ერთი უმთავრესი მედიუმი და დააკვირდნენ ლიტერატურას როგორც ნაციონალურ, ისე ფართო კულტურათშორის და გლობალურ/ტრანსკულტურულ კონტექსტში, რაც, ერთი მხრივ, უცხო კულტურის გაგების, ხოლო, მეორე მხრივ, კულტურის ერთიან მსოფლიო კულტურულ კონტექსტში გააზრების საწინდარია.

შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის პროგრამა განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ:

  • გაეცნონ ლიტერატურის შედარებითი კვლევის მიდგომებს და მეთოდებს და გამოიყენონ ლიტერატურათმცოდნეობის აქტუალური საკითხების/პრობლემების საკვლევად.
  • გაიღრმაონ ცოდნა მსოფლიო ლიტერატურის მნიშვნელოვანი ისტორიული ეტაპებისა და უახლესი ტენდენციების შესახებ; დაუკავშირონ მათი მიმართება სოციალურ-პოლიტიკურ კონტექსტებსა და ფილოსოფიურ-მსოფლმხედველობრივ პარადიგმებს;
  • გამოიკვლიონ ქართული ლიტერატურის თემატური, იმაგოლოგიური, სტრუქტურული, ეპოქალური, ჟანრობრივი და ესთეტიკური ასპექტები მსოფლიო ლიტერატურის ტენდენციებთან მიმართებით;
  • გაიუმჯობესონ აკადემიური კომუნიკაციის კომპეტენციები კვლევითი ნაშრომის შექმნით.

 

მისანიჭებელი ხარისხი: ჰუმანიტარული მეცნიერებების მაგისტრი შედარებით ლიტერატურათმცოდნეობაში

სწავლების ენა: ქართული

სწავლების ხანგრძლივობა: 120 ECTS კრედიტი, 4 სემესტრი

რატომ უნდა ავირჩიოთ შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა?

კვალიფიციური აკადემიური პერსონალი
პროგრამას უძღვებიან დარგის ცნობილი სპეციალისტები, რომლებსაც ცოდნა და გამოცდილება დასავლურ უნივერსიტეტებში აქვთ მიღებული და ითვალისწინებენ მდიდარ საერთაშორისო პრაქტიკას. პროგრამაში ჩართულები არიან ასევე მოქმედი მწერლებიც.

საერთაშორისო გამოცდილება
წარმატებულ სტუდენტებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ Erasmus+ გაცვლით პროგრამებში და სასწავლებლად გაემგზავრონ ევროპის უნივერსიტეტებში (გერმანია, ესპანეთი, იტალია, ჩეხეთი, ავსტრია, შვედეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, სერბეთი, ნორვეგია, ჰოლანდია, საფრანგეთი, საბერძნეთი).

შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი
უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი, რომელის ფარგლებშიც ტარდება კონფერენციები და მიმდინარეობს კვლევები მრავალფეროვანი მიმართულებით.

აკადემიური კომპეტენციების განვითარება
პროგრამა უზრუნველყოფს აკადემიური კომუნიკაციის კომპეტენციების განვითარებას კვლევითი ნაშრომის შექმნითა და ლიტერატურათმცოდნეობის აქტუალური საკითხების საკვლევი მეთოდოლოგიის შესწავლით.


პროგრამის ხელმძღვანელები

პროფესორი ბელა წიფურია  bela_tsipuria@iliauni.edu.ge

პროფესორი ლევან ცაგარელი levan_tsagareli@iliauni.edu.ge


დასაქმების შესაძლებლობები

  • საგამომცემლო საქმეში (მთარგმნელი, რედაქტორი, კრიტიკოსი)
  • ლიტერატურასა და კულტურასთან დაკავშირებულ დაწესებულებებში
  • არქივებსა და ბიბლიოთეკებში
  • მასობრივ მედიაში (ჟურნალისტი, მიმომხილველი, ახალი მედიები, სარეკლამო სააგენტოები, პრეს-ცენტრები)
  • სკოლებში (ლიტერატურის მასწავლებლად შესაბამისი დამატებითი პროგრამის გავლის შემდეგ)
  • შესაბამისი პროფილის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში

კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლა გააგრძელოს სადოქტორო საფეხურზე.

 

ზეპირ გამოცდაზე კონკურსანტი ფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • ცოდნა არჩეული სფეროს შესახებ
  • მოტივაცია
  • აკადემიური/პროფესიული მიღწევები
  • კომუნიკაციის უნარი
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (ფასდება შესაბამისი სირთულის დარგობრივი ტექსტის წაკითხვისა და გაგების საფუძველზე)

 

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ფარგლებში შემოწმდება კანდიდატის აკადემიური მომზადების დონე და ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი. აკადემიური განვითარებისთვის მზაობისა და მოტივაციის დადგენის მიზნით გამოცდაზე კანდიდატმა უნდა ისაუბროს, რის მიღწევას გეგმავს აკადემიური და პროფესიული თვალსაზრისით, რა არის პროგრამაზე ჩაბარების მოტივაცია და რას მოელის პროგრამისგან (ცოდნა, გამოცდილება, პრაქტიკული უნარ-ჩვევები და სხვ.).

პროგრამის სტრუქტურის მოკლე აღწერა

შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის დასრულებისთვის და ლიტერატურის შედარებითი კვლევების მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს 120 კრედიტი შემდეგი სქემის მიხედვით:

სავალდებულო კურსები: 36 კრედიტი

სავალდებულო-არჩევითი კურსები: 42 კრედიტი

არჩევითი კურსები: არაუმეტეს 18 კრედიტი

სამაგისტრო ნაშრომი: 24 კრედიტი

სასწავლო და პრაქტიკული რესურსები

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკები უახლესი დასავლური სამეცნიერო ლიტერატურით
  • საინფორმაციო კომპიუტერული ცენტრი
  • სტუდენტის რეგისტრაციისა და სასწავლო პროცესის მართვის შიდა საუნივერსიტეტო ქსელი „არგუსი
  • ელექტრონული სასწავლო პორტალი E-learning, რომელშიც ჩაშენებულია პლაგიატის ამომცნობი სისტემა Turnitin

შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი

უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი, სადაც იმართება კონფერენციები და მიმდინარეობს კვლევები შემდეგი მიმართულებით:

  • კოლონიური/პოსტკოლონიური ქართული ლიტერატურა (კულტურული პარადიგმები, მხატვრული მოდელები, ტექსტური იმპლემენტაციები)
  • თანამედროვე ლიტერატურისმცოდნეობა – თეორიები და მეთოდოლოგიები, პოეტიკა
  • მოდერნიზმიდან პოსტმოდერნიზმამდე – ევროპიდან საქართველომდე
  • ლიტერატურა და ტოტალიტარული რეჟიმები; ლიტერატურა და ანტისემიტიზმი
  • შავი ზღვა, როგორც ლიტერატურული და კულტურული სივრცე