

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამა პრაქტიკული მიმართულების სამაგისტრო პროგრამაა. სტუდენტები პიარში, მარკეტინგში, სტრატეგიულ კომუნიკაციებში, სოციალურ მედიაში და სარეკლამო/ციფრულ სააგენტოებში დასაქმებული ადამიანები არიან, რომლებიც თეორიულ და პრაქტიკულ უნარებს იმყარებენ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით.
სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი თანამშრომლები, რომლებიც შეძლებენ პროფესიულ საქმიანობაში ეფექტურად გამოიყენონ თანამედროვე თეორიები, კვლევითი უნარები, დაგეგმვისა და შეფასების უახლესი მიდგომები, განსაზღვრონ ორგანიზაციისთვის საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია თუ ტაქტიკა და წარმართონ შიდა/გარე კომუნიკაცია პროფესიული ეთიკის ნორმების გათვალისწინებით. პროგრამა ასევე მიზნად ისახავს კრიტიკული და სტრატეგიული აზროვნებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მუდმივად ცვალებად გარემოში მოქმედების უნარის განვითარებას.
მისანიჭებელი ხარისხი: საზოგადოებასთან ურთიერთობის მაგისტრი
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 120 ECTS კრედიტი, 4 სემესტრი
დარგში არსებული ტენდენციების გაცნობა
თეორიული და პრაქტიკული სწავლების გარდა მაგისტრანტები ჩართულები არიან დარგში არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო ტენდენციებისა და ტრენდების გაცნობაში. სფეროს განვითარების მიზნით ყოველწლიურად ეწყობა „თბილისის პიარის დღეები“, რომლის სპიკერებიც საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები არიან და სტუდენტებს და დარგით დაინტერესებულებს პიარის და სტრატეგიული კომუნიკაციის აქტუალურ ტრენდებს აცნობენ. ყოველწლიური ღონისძიება "copy break" ერთადერთი ღონისძიებაა სფეროში, რომელიც დამსწრე საზოგადოებას ქოფირაითინგის მიმართულებით აქტუალურ ინფორმაციას უზიარებს.
საერთაშორისო თანამშრომლობა
პროგრამა თანამშრომლობს ცენტრალური ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტთან დარგში არსებული ცოდნის გაზიარების მიმართულებით. სტუდენტები გაცვლითი პროგრამით საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, იტალიის და სხვა ევროპული ქვეყნების უნივერსიტეტებში ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლობენ.
სტიპენდიები წარჩინებული სტუდენტებისთვის
მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები სისტემატურად იღებენ სხვადასხვა სტიპენდიას ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიდან თუ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.
პროგრამის ხელმძღვანელი
პროფესორი თორნიკე გურული tornike.guruli@iliauni.edu.ge
დასაქმების შესაძლებლობები
სტუდენტების სრული უმრავლესობა დასაქმებულია.
სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს საშუალება აქვთ, იმუშაონ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებში, სპეციალიზირებულ კომუნიკაციის სააგენტოებში. კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა აქვთ, სწავლა გააგრძელონ შემდგომ აკადემიურ საფეხურზე.
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე „საზოგადოებასთან ურთიერთობა“ მიღება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის საფუძველზე.
საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების შემდეგ სამაგისტრო პროგრამაზე „საზოგადოებასთან ურთიერთობა“ ჩაბარების მსურველმა უნდა:
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტმა კვალიფიკაციის მოსაპოვებლად ჯამურად უნდა დააგროვოს 120 კრედიტი/ECTS.
*შენიშვნა: სურვილის შემთხვევაში სტუდენტს შეუძლია 30 კრედიტიდან მაქსიმუმ 18 კრედიტის რაოდენობის კურსები აიღოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი სამაგისტრო პროგრამიდან.
ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში: