სამართლის საბაკალავრო პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის იურიდიულ განათლებას წამყვანი ქართველი და უცხოელი პროფესორების ხელმძღვანელობით, თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებსა და პრაქტიკულ გამოცდილებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
სწავლების ენა: ქართული
დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სამართლის ბაკალავრი
სამართლის საბაკალავრო პროგრამა, რომელიც 2011 წელს შემუშავდა და 2024 წელს განახლდა, მიზნად ისახავს მოამზადოს კონკურენტუნარიანი იურისტები, რომლებსაც ექნებათ ღრმა ცოდნა საჯარო, სისხლის, კერძო და საერთაშორისო სამართლის მიმართულებით. პროგრამა აერთიანებს თეორიულ სწავლებასა და პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც სტუდენტებს ამზადებს რეალური სამართლებრივი გამოწვევების გადასაჭრელად.
პროგრამაში ჩართული არიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი პროფესორები, რაც უზრუნველყოფს სწავლების მაღალ ხარისხსა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.
სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია მსოფლიოში აღიარებული სამეცნიერო ელექტრონული ბაზა Lexis Nexis Academic, რომელიც მოიცავს 5800-ზე მეტი გამომცემლობის რესურსებს, ამერიკის სასამართლო მასალებსა და იურიდიულ ჟურნალებს.
სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ ადამიანის უფლებათა კლინიკის მუშაობაში პროგრამის USAID/PROLoG ფარგლებში და მიიღონ მონაწილეობა იმიტირებულ სასამართლო პროცესებში სხვადასხვა სამართლებრივი მიმართულებით.
პროგრამა თანამშრომლობს საერთაშორისო უნივერსიტეტებთან, მათ შორის ნორსვესტერნის უნივერსიტეტთან (ჩიკაგო, აშშ) და სთავაზობს სტუდენტებს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობას.
პროფესორი ქეთევან ერემაძე ketevan.eremadze@iliauni.edu.ge
პროფესორი ზაზა მეიშვილი zaza.meishvili@iliauni.edu.ge
პროფესორი დავით მაისურაძე davit.maisuradze@iliauni.edu.ge
კურსდამთავრებულებს ასევე შეუძლიათ გააგრძელონ სწავლა სამაგისტრო პროგრამაზე პროფესიული განვითარებისთვის.
სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
0100131 სამართალი
| გამოცდა | კოეფიციენტი | მინ. ზღვარი | პრიორიტეტი | |
| ქართული ენა და ლიტერატურა | 4 | 25%-ზე მეტი | 2 | |
| უცხოური ენა (გერ.; ინგ.; რუს.; ფრან.) | 3 | 20%-ზე მეტი | 3 | |
| ერთ-ერთი შემდეგი სავალდებულო საგნებიდან | ადგილების რ-ბა | |||
| მათემატიკა | 5 | 20%-ზე მეტი | 1 | 50 |
| ისტორია | 5 | 25%-ზე მეტი | 1 | 240 |
| სამოქალაქო განათლება | 5 | 25%-ზე მეტი | 1 | 60 |
პროგრამის სტრუქტურის მოკლე აღწერა
სტუდენტმა ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს 240 კრედიტი, რომელიც ნაწილდება შემდეგნაირად:
*დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილეთ პროგრამის სრული დოკუმენტი და კურსების კატალოგი.