საერთაშორისო ურთიერთობები: ევროპა და ახლო აღმოსავლეთი (ძირითადი სპეციალობა)

ბაკალავრი

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა ეფუძნება თანამედროვე თეორიებსა და კვლევით მეთოდებს. პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს საფუძვლიან ცოდნას საერთაშორისო ურთიერთობების, გლობალური პოლიტიკის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და რეგიონული (ევროპა/ახლო აღმოსავლეთი) კვლევების შესახებ.

სწავლების ენა: ქართული

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი


პროგრამის შესახებ

პროგრამა საერთაშორისო ურთიერთობები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ღრმა ცოდნა საერთაშორისო სისტემების, გლობალური მმართველობის, საგარეო პოლიტიკის და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში. 

პროგრამა მოიცავს კვლევით და პრაქტიკულ კომპონენტებსაც, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს კურსების ფარგლებში ჩაერთონ საერთაშორისო პროცესების ანალიზში, შეაფასონ გლობალური მოვლენები და დამოუკიდებლად შეიმუშავონ რეკომენდაციები საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებზე. პროგრამის ფარგლებში, ინგლისური ენის გარდა სტუდენტები შეისწავლიან დამატებით ერთ რეგიონულ ენას. პროგრამა აერთიანებს თანამედროვე კვლევით მეთოდებს და საერთაშორისო გამოცდილებას, რაც კურსდამთავრებულებს აძლევს კონკურენტულ უპირატესობას შრომის ბაზარზე.

რატომ უნდა აირჩიოთ საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა?
  • მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი

პროგრამის მნიშვნელოვანი უპირატესობაა აკადემიური პერსონალის კვალიფიკაცია და მათი პრაქტიკული გამოცდილება. პროგრამაზე ასწავლიან საერთაშორისო რეპუტაციისა და კვლევების მქონე პროფესორები, რომლებიც მონაწილეობენ არაერთ საერთაშორისო კვლევით პროექტში და არიან მაღალი იმპაქტის მქონე საერთაშორისო პუბლიკაციების ავტორები.  

  • დამატებითი უცხო ენის სწავლება

პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან დამატებით უცხო ენას. პროგრამაზე ისწავლება ფრანგული, ესპანური, გერმანული, იტალიური, ნიდერლანდური, პოლონური, სპარსული, არაბული, თურქული და ებრაული. დამატებითი ენის შესწავლა მიმდინარეობს ინტენსიურად, 3 წლის მანძილზე, კვირაში 8 საათიანი დატვირთვით.

  • პრაქტიკული სწავლება და კვლევითი პროექტები

სტუდენტები შეისწავლიან საერთაშორისო ურთიერთობების კლასიკურ და თანამედროვე თეორიებს, გაანალიზებენ გლობალურ მოვლენებს და მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას საერთაშორისო ორგანიზაციებთან (პარტნიორი) და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის პროცესში. სტუდენტები შეიმუშავებენ ინდივიდუალურ და გუნდურ კვლევით პროექტებს, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებას. ასევე ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო დისკუსიებში, სიმულაციებსა და კვლევით კონკურსებში, როგორც უნივერსიტეტს შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ-პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.

  • საერთაშორისო პარტნიორობა და Erasmus+ გაცვლითი პროგრამები

სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიარონ პრაქტიკული და კვლევითი პროგრამები წამყვან ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებში, რაც მათ მისცემს კონკურენტულ უპირატესობას საერთაშორისო აკადემიურ და პროფესიულ სივრცეში.


პროგრამის ხელმძღვანელები


დასაქმების შესაძლებლობები

  • საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა სახელმწიფო სტრუქტურები
  • საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატიური მისიები
  • საერთაშორისო კვლევითი ცენტრები და ანალიტიკური ინსტიტუტები
  • მედია, საერთაშორისო კონსულტაციები და საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტოები
  • არასამთავრობო და საერთაშორისო განვითარების ორგანიზაციები

საერთაშორისო ურთიერთობები: ევროპა და ახლო აღმოსავლეთის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.


0100107 1.საერთაშორისო ურთიერთობები: ევროპა და ახლო აღმოსავლეთი (ძირითადი სპეციალობა); 2.პოლიტიკის მეცნიერება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)

გამოცდა კოეფიციენტი მინ. ზღვარი პრიორიტეტი
ქართული ენა და ლიტერატურა 4 25%-ზე მეტი 2
უცხოური ენა (ინგ.; რუს.; გერ.; ფრან.) 3 20%-ზე მეტი 3
ერთ-ერთი შემდეგი სავალდებულო საგნებიდან ადგილების რ-ბა
მათემატიკა 5 20%-ზე მეტი 1 60
ისტორია 5 25%-ზე მეტი 1 210
გეოგრაფია 5 25%-ზე მეტი 1 50
სამოქალაქო განათლება 5 25%-ზე მეტი 1 70

პროგრამის სტრუქტურის მოკლე აღწერა

  • მისანიჭებელი კვალიფიკაცია – საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი
  • სწავლების ენა – ქართული
  • პროგრამის ხანგრძლივობა – 8 სემესტრი (4 წელი)
  • დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა – 240 ECTS

 

სტუდენტმა ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს 240 კრედიტი, რომელიც ნაწილდება შემდეგნაირად:

  1. ძირითადი სწავლის სფერო (120 კრედიტი)
  • სპეციალობის სავალდებულო კურსები – 36 კრედიტი (მათ შორის შესავალი თანამედროვე აზროვნებაში I და II – 12 კრედიტი)
  • ევროპა და ახლო აღმოსავლეთის პროგრამის  მოდულის სავალდებულო კურსები – 30 კრედიტი
  • ევროპა და ახლო აღმოსავლეთის პროგრამის ენების სავალდებულო კურსები – 36 კრედიტი
  • სპეციალობის სავალდებულო-არჩევითი კურსები – 18 კრედიტი
  1. თავისუფალი კომპონენტი: ზოგადი მოდული (60 კრედიტი)
  • აკადემიური მუშაობის ტექნიკები – 6 კრედიტი
  • სტატისტიკა – 6 კრედიტი
  • ინგლისური ენის კურსები – 24 კრედიტი
  • შესავალი კურსები – 24 კრედიტი
  1. დამატებითი პროგრამა / თავისუფალი კომპონენტი (60 კრედიტი)

 

*დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილეთ პროგრამის სრული დოკუმენტი და კურსების კატალოგი.

პარტნიორები და რესურსები

  • პარტნიორი ორგანიზაციები
    • საერთაშორისო ფონდები და ორგანიზაციები
      • კონრად ადენაუერის ფონდი
      • კოსტალ-კაროლინას უნივერსიტეტი
    • კვლევითი ცენტრები და ინსტიტუტები
      • კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი
      • საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
      • ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრი
      • მოლაპარაკების კვლევისა და სწავლების ინსტიტუტი
    • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
      • სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია
      • სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა
  • სამეცნიერო ინსტიტუტები და ცენტრები პროფილური კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის
  • საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა და ელექტრონული სამეცნიერო ბაზები  – სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურა, მათ შორის ელექტრონული ბაზები: JSTOR, EBSCO, Taylor&Francis და სხვ.
  • თანამედროვე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით აღჭურვილი კომპიუტერული კლასები
  • უნივერსიტეტის რეგიონული ბაზები (ყაზბეგი, გრიგოლეთი, დედოფლისწყარო)