ფსიქოლოგია (სოციალური ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია)

მაგისტრატურა

პროგრამის მიზანია, ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მიმართულებით (სოციალური, განათლების ან კლინიკური ფსიქოლოგია) მოამზადოს სპეციალისტი, რომელსაც ექნება დარგობრივი ცოდნა და უნარები, დამოუკიდებლად შეძლებს კვლევის განხორციელებას და იქნება კონკურენტუნარიანი როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ასევე სწავლის შემდგომ საფეხურზე. ექნება ღრმა ცოდნა ფსიქოლოგიის თანამედროვე თეორიების შესახებ, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი შეფასებისა და ინტერვენციისათვის, დაიცავს პროფესიული და კვლევის ეთიკის პრინციპებს, ეფექტურად დაამყარებს წერით და ზეპირ კომუნიკაციას, ექნება კვლევის დამოუკიდებლად განხორციელების უნარი.

 

მისანიჭებელი ხარისხი: სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრი; განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრი; კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი

სწავლების ენა: ქართული

სწავლების ხანგრძლივობა: 120 ECTS კრედიტი, 4 სემესტრი

2.1 რატომ უნდა ავირჩიოთ ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა?

მრავალფეროვანი სპეციალიზაცია
პროგრამა სტუდენტს სთავაზობს სამ მიმართულებას: სოციალური ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია და კლინიკური ფსიქოლოგია (ბავშვთა და ზრდასრულთა კლინიკური ფსიქოლოგია).

პრაქტიკული კომპონენტი
პროგრამით განსაზღვრული პრაქტიკული კომპონენტი, დამოუკიდებელი პრაქტიკის კურსების გარდა, ინტეგრირებულია ზოგიერთ სასწავლო კურსში, რაც უზრუნველყოფს თეორიისა და პრაქტიკის ოპტიმალურ კომბინაციას.

კვლევითი რესურსები

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი
  • სტუდენტური ფსიქო-ფიზიოლოგიური სამეცნიერო კვლევითი ცენტრი
  • ბავშვის განვითარების ინსტიტუტი

 

კვალიფიციური პროფესიული პროფილი
პროგრამა მნიშვნელოვან ფოკუსს აკეთებს პრაქტიკული უნარების გამომუშავებაზე, რაც შრომის ბაზრის მოთხოვნაა და უზრუნველყოფს კურსდამთავრებულების კონკურენტუნარიანობას პროფესიულ საქმიანობაში.


პროგრამის ხელმძღვანელები

პროფესორი ნინო ჯავახიშვილი nino.javakhishvili.3@iliauni.edu.ge

პროფესორი თინათინ ჭინჭარაული tinatin.chincharauli@iliauni.edu.ge


დასაქმების შესაძლებლობები

  • სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, როგორც სოციალური, განათლების ან კლინიკური ფსიქოლოგიის სპეციალისტი/ექსპერტი
  • სკოლებში, ფსიქოსოციალური კონსულტირების ცენტრებსა და სამედიცინო პროფილის ორგანიზაციებში
  • ორგანიზაციებსა და საწარმოებში თანამშრომელთა ცხოვრების ხარისხზე ზრუნვის კუთხით
  • კერძო პრაქტიკა ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანების და ადამიანთა ჯგუფების კონსულტირებაში
  • აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებთან თანამშრომლობა, რომლებიც პასუხისმგებელია მოქალაქეთა ჯანდაცვაზე, პიროვნული რესურსების გაძლიერებასა და ცხოვრების ხარისხის ამაღლებაზე

კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლა განაგრძოს დოქტორანტურაში.

  • კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებაზე ჩაბარების მსურველ კონკურსანტს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში.
  • განათლების და სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებაზე ჩაბარების მსურველ კონკურსანტს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

 

კონკურსანტმა უნდა ჩააბაროს:

  • საერთო სამაგისტრო გამოცდა და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა.
  • შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ფარგლებში მოწმდება სტუდენტის ინგლისური ენის კომპეტენცია (B2), დარგობრივი ცოდნა და მოტივაცია.

პროგრამის სტრუქტურის მოკლე აღწერა

პროგრამის კომპონენტების ნაწილდება შემდეგნაირად:

საერთო სავალდებულო კურსები: 24 კრედიტი

საერთო არჩევითი კურსები: 12 კრედიტი

 

კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულება:

  • სავალდებულო კურსები: 36 კრედიტი (იყოფა ბავშვთა და ზრდასრულთა კლინიკურ ფსიქოლოგიად)
  • არჩევითი კურსები: 24 კრედიტი

 

სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულება:

  • სავალდებულო კურსები: 36 კრედიტი
  • არჩევითი კურსები: 24 კრედიტი

 

განათლების ფსიქოლოგიის მიმართულება:

  • სავალდებულო კურსები: 36 კრედიტი
  • არჩევითი კურსები: 24 კრედიტი

 

სამაგისტრო ნაშრომი: 24 კრედიტი (სავალდებულოა სამივე მიმართულების სტუდენტებისათვის)

სასწავლო და პრაქტიკული რესურსები

კვლევითი რესურსები