ფსიქოლოგია

დოქტორანტურა

ფსიქოლოგიის სადოქტორო პროგრამის მიზანია მოამზადოს მკვლევრების ახალი თაობა, რომელიც აღჭურვილი იქნება სათანადო ცოდნით, კომპეტენციებით, ანალიტიკური უნარებით და შეძლებენ ორიგინალური კვლევის საფუძველზე ერთ-ერთი კვლევითი მიმართულებით (სოციალური ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია, შრომის და ორგანიზაციის ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია) შექმნან ახალი ცოდნა და ამით წვლილი შეიტანონ ცოდნის არსებული საზღვრების გაფართოებასა და, სადაც რელევანტურია, პრაქტიკის განვითარებაში.

კვლევის საფუძველზე მიღებულ შედეგებს/მიგნებებს გაუზიარებენ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებას როგორც სამუშაო შეხვედრების, პრეზენტაციების, ისე ადგილობრივ და საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში პუბლიკაციის გზით.

პროგრამის კვლევის არეალს წარმოადგენს ისეთი მიმართულებები, როგორებიცაა: სოციალური ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია, შრომის და ორგანიზაციის ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ მიმდინარე კვლევით პროექტებში.

პროგრამის ბაზას წარმოადგენს დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, რომლის სივრცე და გამოცდილება მნიშვნელოვან როლს თამაშობს დოქტორანტებისთვის კვლევითი გარემოს შექმნაში, რადგან მათ აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა ინსტიტუტის ბაზაზე მიმდინარე პროექტებში, ღონისძიებებში, ინსტიტუტის რეგულარულ შეხვედრებზე წარადგინონ საკუთარი კვლევა და მიიღონ კვალიფიციური უკუკავშირი.

სადოქტორო დებულება

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი:

  • ფსიქოლოგიის დოქტორი
  • PhD in Psychology

 

სწავლების ენა: ქართული

პროგრამის ხანგრძლივობა/მოცულობა: 3–5 წელი (6–10 სემესტრი) – 60 კრედიტი

ინფორმაცია პროგრამის ხელმძღვანელების შესახებ

ნინო ჯავახიშვილი – პროფესორი

თინათინ ჭინჭარაული – პროფესორი

ზოგადი მოთხოვნები


აკადემიური ხარისხი

მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიის მიმართულებით. თუ აპლიკანტს არ აქვს აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიაში, მან დამატებით უნდა ჩააბაროს წერითი გამოცდა ფსიქოლოგიის ძირითადი ცნებების, მიმდინარეობების, მიმართულებების, თეორიების ცოდნასა და ღრმა გააზრებაზე.

კვლევითი გამოცდილება

კანდიდატის მიერ შესრულებული წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და მის მიერ სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის ან/და მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

კვლევითი განაცხადი

სადოქტორო კვლევითი განაცხადი.

ინგლისური ენის ცოდნა

ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.


ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურება

ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურების მიზნით აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ერთ-ერთი:

  • წარმატებით ჩაბარებული შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე დადასტურების მიზნით
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე
  • ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი

მიღების პროცესი


ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან.

მოთხოვნები დაზუსტებულია დოკუმენტში სადოქტორო პროგრამაზე მიღების პროცედურები და შეფასების სისტემა.

პროგრამის მოთხოვნები


სადოქტორო პროგრამაზე სწავლის განმავლობაში დოქტორანტმა:

  • უნდა დააგროვოს 60 კრედიტი
  • გამოაქვეყნოს 2 სტატია
  • ჩაატაროს კოლოკვიუმები
  • დაიცვას სადოქტორო ნაშრომი

პროგრამის სტრუქტურა:

  • სავალდებულო კომპონენტი: 39 კრედიტი
  • სავალდებულო არჩევითი კომპონენტი: 3 კრედიტი
  • არჩევითი კომპონენტი: 18 კრედიტი

რესურსები და პარტნიორები

უნივერსიტეტის რესურსები

  • უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და ელექტრონული რესურსები (მათ შორის სამეცნიერო ელექტრონული ბაზები – ScienceDirect, Scopus, PsycInfo, Heinonline, Thomson Reuters, ProQuest, EBSCO, Jstor, Project Muse, Cambridge Journals, DOAJ, ebrary, Oxford Journals და სხვ.)
  • უნივერსიტეტის მულტიმედია ბიბლიოთეკა
  • კომპიუტერული ლაბორატორია
  • სააუდიტორიო/სამუშაო სივრცეები

სამეცნიერო კვლევების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

სტატისტიკური და ანალიტიკური პროგრამები

  • მონაცემთა დამუშავების კომპიუტერული პროგრამები – SPSS, MPlus, Nvivo

სისტემები და სერვისები

  • არგუსი, E-learning და Turnitin-ის სისტემები
  • კვლევების კოორდინაციის სამსახური
  • საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობისა და საერთაშორისო ჟურნალებში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების დაფინანსების შესაძლებლობა

დაცული სადოქტორო დისერტაციები


პროგრამის პროფესორების კვლევითი პროფილები

ნინო ჯავახიშვილი – პროფესორი

თინათინ ჭინჭარაული – პროფესორი

ქეთევან მაყაშვილი – პროფესორი

რევაზ კორინთელი – პროფესორი

მალხაზ მაყაშვილი – პროფესორი

დარეჯან ჯავახიშვილი – პროფესორი

სოფიკო ლობჟანიძე – პროფესორი

ინფორმაცია პროგრამასთან დაკავშირებულ კვლევით აქტივობებზე/პროექტებზე

დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მიერ განხორციელებული კვლევების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.