ფსიქიკური ჯანმრთელობა

მაგისტრატურა

პროგრამა აერთიანებს სამედიცინო, ფსიქოლოგიურ და სოციალურ ელემენტებს, ეფუძნება ბიო-ფსიქო-სოციალურ მიდგომას. აძლევს მაგისტრანტებს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ-კლინიკურ ცოდნასა და უვითარებს უნარ-ჩვევებს თანამედროვე ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სფეროში.

პროგრამას აქვს ორი მიმართულება: სოციალური ფსიქიატრია და ფსიქოტრავმატოლოგია.

სოციალური ფსიქიატრია სწავლობს კავშირს სოციალურ ფაქტორებს და ფსიქიკურ აშლილობათა განვითარებას, მიმდინარეობასა და მკურნალობას შორის. სოციალური ფსიქიატრიის მიმართულების მიზანია სოციალური ფსიქიატრიის თეორიული, კონცეპტუალური, მეთოდოლოგიური და გამოყენებითი ასპექტების სწავლება, რაც უზრუნველყოფს ფსიქიკური აშლილობების საკვანძო სოციალური საკითხების სიღრმისეულ შესწავლის და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის სათემო ფსიქიატრიულ სერვისებში მუშაობის და ფსიქიკური აშლილობების მულტიდისციპლინური მართვის უნარ-ჩვევების შეძენას.

ფსიქოტრავმატოლოგია სწავლობს სხვადასხვა ფსიქოტრავმული მოვლენის – ეთნოკონფლიქტების და ომების, ბუნებრივი კატასტროფების, მძიმე დანაკარგის, ძალადობის და სხვა ტრავმის გამომწვევი გამოცდილების – შედეგებს და ზემოქმედებას ადამიანის და ადამიანთა ჯგუფების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ფსიქოსოციალურ ფუნქციონირებაზე. ფსიქოტრავმატოლოგიის მიმართულების მიზანია  მაგისტრანტს განუვითაროს უნარ-ჩვევები და ცოდნა ტრავმის გამოვლინების იდენტიფიკაციის და მულტიდისციპლინური მართვის სფეროში მწვავე კრიზისის და კატასტროფების დროს ადრეული ჩარევის ორგანიზებისა და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის და განხორციელების შესახებ. გარდა ამისა, მოამზადოს მაგისტრანტი ფსიქოტრავმატოლოგიის დარგში არსებული აქტუალური გამოწვევების და პრობლემების გადასაჭრელად.

მისანიჭებელი ხარისხი: ფსიქოტრავმატოლოგიის მაგისტრი

სწავლების ენა: ქართული

სწავლების ხანგრძლივობა: 120 ECTS კრედიტი, 4 სემესტრი

რატომ უნდა ავირჩიოთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამა?

ბიოფსიქოსოციალური მიდგომა
პროგრამა ინტეგრირებულად განიხილავს სამედიცინო, ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებს ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სფეროში.

პროფესიული უნარ-ჩვევები
პროგრამის მიზანია, მოამზადოს ფჯ სფეროს პროფესიონალები, რომლებსაც შეუძლიათ კვლევაზე დაფუძნებული ფჯ პროგრამების და სერვისების შემუშავება და განხორციელება, ფჯ პოლიტიკისა და სტრატეგიის კონტექსტის გათვალისწინებით.

თეორია და პრაქტიკა
პროგრამა აყალიბებს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ-კლინიკურ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. ხელს უწყობს მაგისტრანტს, ჩასწვდეს აკადემიურ კონცეფციებს და შეისწავლოს მათი მიმართებები პრაქტიკასთან.

მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომები
სწავლებისას აქცენტირებულია თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომები და ინტერვენციები, რაც განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოში მიმდინარე რეფორმის პროცესში.

მულტიდისციპლინური მიდგომა
პროგრამა უზრუნველყოფს ფსიქიკური აშლილობების მულტიდისციპლინური მართვის უნარ-ჩვევების შეძენას და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის სათემო ფსიქიატრიულ სერვისებში მუშაობის შესაძლებლობას.

საერთაშორისო კავშირები
გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში (Global Initiative on Psychiatry) ფონდის ოფისი და საერთაშორისო ექსპერტული ქსელი (WPA, EPA, ESTSS, ISTSS).


პროგრამის ხელმძღვანელი

პროფესორი ნინო მახაშვილი  nino.makhashvili.1@iliauni.edu.ge


დასაქმების შესაძლებლობები

სოციალური ფსიქიატრიის მიმართულებით:

  • რეფორმირებული ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის - ბავშვთა და მოზარდთა - სამსახურები
  • ამბულატორიული ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახური
  • თემზე-დაფუძნებული ფჯ სერვისები: კრიზისული ინტერვენციის სამსახურები, მობილური სათემო გუნდები, რეაბილიტაციის ცენტრები
  • სოციალური ზრუნვის და დაცვის სამსახურები
  • სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორი ფჯ პოლიტიკის/სტრატეგიის დარგში
  • შესაბამისი პროფილის კვლევითი ორგანიზაციები და აკადემიური სექტორი

ფსიქოტრავმატოლოგიის მიმართულებით:

  • სხვადასხვა ტიპის ფსიქოტრავმის ცენტრები
  • წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის სამსახური
  • ომის და კატასტროფების შედეგად დაზარალებულთა, ლტოლვილთა და დევნილთა ფსიქიკური ჯანდაცვის ცენტრები
  • ძალადობის მსხვერპლი ქალების, ბავშვების დახმარების სამსახურები
  • სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორი ფჯ პოლიტიკის/სტრატეგიის დარგში
  • შესაბამისი პროფილის კვლევითი ორგანიზაციები და აკადემიური სექტორი

კონკურსანტს უნდა ჰქონდეს:

  • ფსიქიატრის სპეციალობა ან
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მედიცინის, ფსიქოლოგიის, საექთნო ან სოციალური სამუშაოს დისციპლინებში
  • მინიმუმ 2 წელი პრაქტიკა ფსიქიკური ჯანმრთელობის (ფჯ) ან მომიჯნავე სფეროში

 

შემდგომ კონკურსანტმა უნდა:

  • ჩააბაროს საერთო სამაგისტრო გამოცდები (შესაბამისი ტიპი)
  • ჩააბაროს შიდასაუნივერსიტეტო ზეპირი გამოცდა სპეციალობაში
  • ფლობდეს ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე

 

ზეპირი გამოცდის დროს ინგლისური ენის ცოდნა შემოწმდება შესაბამისი სირთულის დარგობრივი ტექსტის (DSM 5-ის „შემთხვევათა წიგნიდან“) მცირე ზომის მონაკვეთის წაკითხვისა და ქართულად გადმოცემის შედეგად.

პროგრამის სტრუქტურის მოკლე აღწერა

პროგრამაზე სტუდენტმა უნდა გაიაროს პროგრამით გათვალისწინებული კომპონენტები შემდეგი სქემის გათვალისწინებით:

საერთო სავალდებულო კურსები ფსიქიკურ ჯანმრთელობაში: 30 კრედიტი (მათ შორის კლინიკური შემთხვევების მართვის პრაქტიკა – 6 კრედიტი)

სოციალური ფსიქიატრიის მიმართულება: 54 კრედიტი

ფსიქოტრავმატოლოგიის მიმართულება: 54 კრედიტი

თავისუფალი არჩევითი: 12 კრედიტი

სამაგისტრო ნაშრომი: 24 კრედიტი

სასწავლო და პრაქტიკული რესურსები

  • უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა
  • საუნივერსიტეტო ფჯ რესურსცენტრი სპეციალიზებული ბიბლიოთეკით
  • ფონდის გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში ოფისი სატრენინგო დარბაზით
  • უნივერსიტეტის შიდასაუნივერსიტეტო ქსელი „არგუსი“; Moodle, Turnitin

კლინიკური პრაქტიკისა და კვლევებისათვის რესურსები

სოციალური ფსიქიატრიის მიმართულებით:

ფსიქოტრავმატოლოგიის მიმართულებით:

  • კავშირი „წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი“
    • GCRT-თბილისი
    • GCRT-ქუთაისი
    • GCRT-ბათუმი
    • GCRT-გორი
  • სტრესის მართვის და მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი
  • კლუბი სინერგია

საერთაშორისო რესურსები

  • ფონდის საერთაშორისო საექსპერტო ქსელი
  • საქართველოს ფსიქიატრთა ასოციაციის და საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოების საექსპერტო ქსელი (WPA, EPA, ESTSS, ISTSS)