ფინანსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფინანსების სამაგისტრო პროგრამის მიზანია შექმნას ფინანსების დარგში წარმატებული კარიერული წინსვლის საფუძველი და მოამზადოს კონკურენტუნარიანი სპეციალისტი სხვადასხვა ორგანიზაციაში ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებული მაღალი რგოლის პოზიციებისთვის, რომელიც:

  • აღჭურვილი იქნება კომპლექსური ფინანსური საკითხების შეფასებისთვის საჭირო კვლევითი, ანალიტიკური უნარებითა და თეორიული ცოდნით;
  • იმოქმედებს როგორც სანდო და დამოუკიდებელი ფინანსისტი კომპანიის/ორგანიზაციის სტრატეგიის ჩამოყალიბების, მისი შეფასებისა და განვითარების პროცესში;
  • ინოვაციური/უახლესი მიდგომების გამოყენებით დამოუკიდებლად განსაზღვრავს პრობლემას და შეძლებს მის ეფექტიანად გადაჭრას;
  • ფინანსური საქმიანობის წარმოებისას იმოქმედებს ბიზნეს სამართლისა და პროფესიული ნორმების შესაბამისად.

 

მისანიჭებელი ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ფინანსებში

სწავლების ენა: ქართული

სწავლების ხანგრძლივობა: 120 ECTS კრედიტი, 4 სემესტრი

რატომ უნდა ავირჩიოთ ფინანსების სამაგისტრო პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

მაღალკვალიფიციური პერსონალი
სამაგისტრო პროგრამას უძღვება სფეროს წამყვანი სპეციალისტებისა და პრაქტიკოსების აკადემიური და მოწვეული პერსონალის გუნდი, რომელიც მუდმივად არის ჩართული თანამედროვე კვლევებში, საერთაშორისო კოლაბორაციებსა და პრაქტიკულ საქმიანობაში.

სწავლების რესურსები და ინფრასტრუქტურა
საინფორმაციო კომპიუტერული რესურსცენტრები, სრულად აღჭურვილი სალექციო აუდიტორიები, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა მრავალფეროვანი ფონდითა და მდიდარი ელექტრონული რესურსებით, მათ შორის საერთაშორისო ელექტრონული ბაზებით, სტუდენტის რეგისტრაციისა და სასწავლო პროცესის მართვის საუნივერსიტეტო ქსელი „არგუსი“ და დისტანციური სწავლების პლატფორმები "Turnitin" და "E-learning", საუნივერსიტეტო და/ან საფაკულტეტო ცენტრები ხელს უწყობს აკადემიური პროცესების ხარისხის ამაღლებას და უზრუნველყოფს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას.

პრაქტიკული უნარების განვითარება
პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტთა პრაქტიკული და ტრანსფერული უნარების განვითარებას შესაბამის კურსებში ჩაშენებული პრაქტიკული მუშაობითა და დავალებებით. გარდა ამისა, პრაქტიკული უნარების განვითარების მიზნით პროგრამაში ჩართულია როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული კვლევითი ინსტიტუტები (ბიზნესის კვლევების ცენტრი), ასევე პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებთანაც გაფორმებულია შესაბამისი მემორანდუმები.

საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა
Erasmus+ გაცვლითი პროგრამებით სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ერთი ან ორი სემესტრით მობილობით ისწავლონ პარტნიორ უნივერსიტეტებში და მიიღონ ევროპული განათლება და გამოცდილება, რითაც მოიპოვებენ კონკურენტულ უპირატესობას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.


პროგრამის ხელმძღვანელები

ასოცირებული პროფესორი გიორგი ხიშტოვანი  giorgi.khishtovani@iliauni.edu.ge
ასოცირებული პროფესორი ალექსანდრე ერგეშიძე Aleksandre.ergeshidze@iliauni.edu.ge


დასაქმების შესაძლებლობები

  • კერძო და საჯარო სექტორში ფინანსების მიმართულებით;
  • მართვის სხვადასხვა ფუნქციონალურ სფეროში წამყვან და საშუალო რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე.

 

პროგრამის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ სწავლა განაგრძონ სადოქტორო საფეხურზე.

ფინანსების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის საფუძველზე.

პროგრამაზე დაიშვებიან აპლიკანტები, რომელთაც მოპოვებული აქვთ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ნებისმიერ სფეროში (სასურველია, თუმცა არა სავალდებულო − 0412 ფინანსები, საბანკო საქმე და დაზღვევა/0413 მენეჯმენტი და ადმინისტრირება/0414 მარკეტინგი და რეკლამა/0311 ეკონომიკა სფეროს მიმართულებით) და ფლობენ ინგლისურ ენას (კითხვის უნარს სულ მცირე B2 დონეზე).

ინგლისური ენის კომპეტენციის დასადასტურებლად კანდიდატმა უნდა ჩააბაროს უნივერსიტეტის მიერ ადმინისტრირებული გამოცდა (სავალდებულოა მხოლოდ კითხვის უნარის B2 დონეზე დადასტურება) ან წარმოადგინოს ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე ერთი დოკუმენტი:

ა) ოფიციალური საერთაშორისო აღიარების მქონე ენის სერტიფიკატი, რომელიც მოწმობს Common European Framework of Reference (CEFR)-ის მიხედვით B2 ან უფრო მაღალ დონეზე ენის ცოდნას):

  • კემბრიჯის გამოცდები: Cambridge English Scale – 160-180; IELTS – Bands 5.5, Cambridge First, FCE, BEC Vantage, ILEC – Pass with B2; Aptis Test;
  • Pearson Tests: PTE General, Level 3; PTE Academic 59-75;
  • TOEFL iBT 72;
  • EF SET: 51-60;
  • Duolingo: 90-115;

 

ბ) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი Certus;

გ) ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი, რომელშიც მითითებული იქნება, რომ სწავლების ენა იყო ინგლისური.

მიღებასთან დაკავშირებული ინფორმაცია მოთხოვნების და შეფასების კრიტერიუმების შესახებ ყოველ წელს განახლებული სახით ვრცელდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე www.iliauni.edu.ge

ფინანსების სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტმა კვალიფიკაციის მოსაპოვებლად ჯამში უნდა დააგროვოს 120 კრედიტი/ECTS.

  • სავალდებულო კურსები − 90 ECTS
  • არჩევითი კურსები − 12 ECTS
  • სამაგისტრო ნაშრომი − 18 ECTS

რესურსები და კვლევა

  • საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა
  • სასწავლო აუდიტორიები და კომპიუტერული კლასები
  • სასწავლო პროცესის მართვის საუნივერსიტეტო ქსელი „არგუსი“
  • “TurnitIn”, “Elearning”
  • ბიზნესის კვლევების ცენტრი
  • აკადემიური წერის ცენტრი
  • ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრი

 

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მემორანდუმები გაფორმებულია შემდეგ ორგანიზაციებთან:

  • „საქართველოს ეროვნული ბანკი“
  • „საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო“
  • „დიჯიტრონი“
  • „ფიაბსი ჯორჯია“
  • „საქართველოს პროფესიონალ ბუღალტართა და აუდიტორთა ფედერაცია“
  • „პი ემ სი კვლევითი ცენტრი“
  • „ანოვა“
  • „ებიტ კონსალტინგი“