

პროგრამის მიზანია, მოამზადოს კონკურენტუნარიანი სპეციალისტები ფილოსოფიის დარგში, რომელთაც ექნებათ სიღრმისეული ცოდნა ტრადიციულ ფილოსოფიურ დისციპლინებში (ონტოლოგია, ეპისტემოლოგია, ეთიკა, ესთეტიკა, კულტურის ფილოსოფია, პოლიტიკის ფილოსოფია, რელიგიის ფილოსოფია). განივითარებენ ანალიტიკურ უნარებს, რათა შეძლონ არჩეული სპეციალობით ცენტრალური ფილოსოფიური პრობლემების გადაჭრის მიზნით შესაბამისი თეორიული ჩარჩოს შექმნა და კვლევის დამოუკიდებლად განხორციელება.
მისანიჭებელი ხარისხი: ფილოსოფიის მაგისტრი / Master of Philosophy
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 120 ECTS კრედიტი, 4 სემესტრი
ღრმა აკადემიური ცოდნა
ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამა სტუდენტებს აძლევს ფილოსოფიური ცოდნის სისტემური დაუფლების საშუალებას, რომლის საფუძველზეც შეძლებენ მნიშვნელოვანი ფილოსოფიური პრობლემატიკის სხვადასხვა პერსპექტივით შესწავლას.
კვლევითი კომპეტენციები
სტუდენტებს შეეძლებათ განივითარონ კვლევითი უნარები, შეისწავლონ კვლევისთვის მნიშვნელოვანი როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ასპექტები.
მრავალფეროვანი სპეციალიზაცია
პროგრამის მრავალფეროვანი კურიკულუმის ტუდენტებს საშუალებას აძლევს, დაეუფლონ როგორც ფილოსოფიის კონტინენტურ, ისე ანალიტიკურ ტრადიციას კვლევითი ინტერესების შესაბამისად. აკადემიური პერსონალის კომპეტენცია და ინტერესების ფართო სპექტრი უზრუნველყოფს სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობისას მაღალკვალიფიციურ მენტორთან თანამშრომლობის საშუალებას.
პროფესორი თამარ ცოფურაშვილი tamar.tsopurashvili@iliauni.edu.ge
პროფესორი გიგა ზედანია giga_zedania@iliauni.edu.ge
პროგრამის დამთავრება საშუალებას აძლევს სტუდენტს, სწავლა განაგრძოს დოქტორანტურაში.
ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველ კონკურსანტს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
სამაგისტრო პროგრამაზე მიღებისთვის კონკურსანტმა უნდა ჩააბაროს:
კონკურსანტმა ბაკალავრის დიპლომთან ერთად უნდა წარმოადგინოს სასწავლო ბარათი.
ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტმა უნდა გაიაროს პროგრამით გათვალისწინებული კომპონენტები შემდეგი სქემის გათვალისწინებით:
სავალდებულო კურსები: 30 კრედიტი
სავალდებულო-არჩევითი კურსები თეორიული ფილოსოფიიდან: მინიმუმ 24 კრედიტი
სავალდებულო-არჩევითი კურსები პრაქტიკული ფილოსოფიიდან: მინიმუმ 24 კრედიტი
არჩევითი კურსები: 12 კრედიტი (სტუდენტს შეუძლია აირჩიოს როგორც ფილოსოფიის, ასევე სხვა სამაგისტრო პროგრამიდან)
სამაგისტრო ნაშრომი: 30 კრედიტი