ისტორია

დოქტორანტურა

ისტორიის სადოქტორო პროგრამა აყალიბებს ისეთ აკადემიურ გარემოს, რომელიც ხელს უწყობს დამოუკიდებელი და კრიტიკულად მოაზროვნე მკვლევრის ჩამოყალიბებას. სწავლების პირველივე ეტაპიდან განსაკუთრებული აქცენტი კეთდება დარგის თეორიულ საფუძვლებზე, ისტორიული კვლევის მეთოდოლოგიის გაცნობასა და ინტერდისციპლინური ანალიზის შესაძლებლობების გამოყენებაზე.

დოქტორანტები ეუფლებიან კვლევის დაგეგმვის, წყაროების ანალიზისა და ინტერპრეტაციის თანამედროვე მიდგომებს. პროგრამა ითვალისწინებს ისეთ კომპონენტებს, რომლებიც უზრუნველყოფს დოქტორანტის ჩართულობას კვლევითი პროცესის ყველა ეტაპზე. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პირველადი წყაროების სწორი გამოყენებისა და მეორადი ლიტერატურის კონტექსტუალური გააზრების უნარზე, რაც ხელს უწყობს ისტორიული მოვლენების მრავალმხრივ ინტერპრეტაციას.

პროგრამა მიზნად ისახავს ისეთი მკვლევრის აღზრდას, რომელიც არა მხოლოდ ქმნის ახალ ცოდნას ისტორიის დარგში, არამედ თავად ხდება ამ ცოდნის გამცემიც როგორც აკადემიური წრისთვის, ისე მომავალი თაობებისთვის.

სადოქტორო დებულება

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი:

  • ისტორიის დოქტორი
  • PhD in History

 

სწავლების ენა: ქართული

პროგრამის ხანგრძლივობა/მოცულობა: 3–5 წელი (6–10 სემესტრი) – 42 კრედიტი

ინფორმაცია პროგრამის ხელმძღვანელების შესახებ

ბეჟან ჯავახია – პროფესორი

მანანა ჯავახიშვილი – ასოცირებული პროფესორი

ზოგადი მოთხოვნები


აკადემიური ხარისხი

მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შემდეგ მიმართულებებში:

  • განათლება – მასწავლებლის მომზადება საგნობრივი სპეციალიზაციით (0114)
  • ჰუმანიტარული მეცნიერებები: რელიგია და თეოლოგია (0221); ისტორია და არქეოლოგია (0222); ფილოსოფია და ეთიკა (0223); ინტერდისციპლინური – მოიცავს ხელოვნებასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს (0288)
  • სოციალური მეცნიერებები: პოლიტიკის მეცნიერებები და მოქალაქეობრიობის საფუძვლები (0312), სოციოლოგია და კულტურის კვლევები (0314), სოციალური და ქცევითი მეცნიერებები – არაკლასიფიცირებული (0319), საბიბლიოთეკო, საარქივო კვლევები და ინფორმაციის მართვა (0322), ინტერდისციპლინური – მოიცავს სოციალურ მეცნიერებებს, ჟურნალისტიკას, ინფორმაციის მართვას (0388)
  • სამართალი (0421)
  • მოგზაურობა, ტურიზმი, დასვენება (1015)
  • ეკონომიკა (0311)

კვლევითი გამოცდილება

ზემოთ ჩამოთვლილ სფეროებში კანდიდატის მიერ შესრულებული წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და მის მიერ სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის ან/და მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

კვლევითი განაცხადი

სადოქტორო კვლევითი განაცხადი.

ინგლისური ენის ცოდნა

ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.


ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურება

ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურების მიზნით აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ერთ-ერთი:

  • წარმატებით ჩაბარებული შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში, ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე დადასტურების მიზნით
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი (მინიმუმ B2 დონის შესაბამისი)
  • ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი

მიღების პროცესი


ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან.

მოთხოვნები დაზუსტებულია დოკუმენტში სადოქტორო პროგრამაზე მიღების პროცედურები და შეფასების სისტემა.

პროგრამის მოთხოვნები


სადოქტორო პროგრამაზე სწავლის განმავლობაში დოქტორანტმა:

  • უნდა დააგროვოს 42 კრედიტი
  • გამოაქვეყნოს 2 სტატია, რომელთაგან მინიმუმ ერთი უნდა იყოს გამოქვეყნებული საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში
  • აირჩიოს მინიმუმ 2 ტრენინგი პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ შეთავაზებული პროგრამიდან

პროგრამის სტრუქტურა:

  • სავალდებულო კომპონენტი: 30 კრედიტი (მათ შორის პროსპექტუსი, სადოქტორო კოლოკვიუმები და სადოქტორო ნაშრომი)
  • არჩევითი კომპონენტი: 12 კრედიტი

რესურსები და პარტნიორები

უნივერსიტეტის რესურსები

  • უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და ელექტრონული რესურსები (მათ შორის სამეცნიერო ელექტრონული ბაზები – ScienceDirect, Scopus, PsycInfo, Heinonline, Thomson Reuters, ProQuest, EBSCO, Jstor, Project Muse, Cambridge Journals, DOAJ, ebrary, Oxford Journals და სხვ.)
  • უნივერსიტეტის მულტიმედია ბიბლიოთეკა
  • სააუდიტორიო/სამუშაო სივრცეები

სამეცნიერო კვლევების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

პარტნიორი ორგანიზაციები

  • საქართველოს ეროვნული არქივი
  • ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
  • საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმი
  • შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
  • გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
  • გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი
  • ა(ა)იპ საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
  • ა(ა)იპ „კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი”

სისტემები და სერვისები

  • არგუსი, Elearning და Turnitin–ის სისტემები
  • საერთაშორისო სადოქტორო სკოლა
  • კვლევების კოორდინაციის სამსახური
  • საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობისა და საერთაშორისო ჟურნალებში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების დაფინანსების შესაძლებლობა

დაცული სადოქტორო დისერტაციები


პროგრამის პროფესორების კვლევითი პროფილები

ბეჟან ჯავახია – პროფესორი

გიორგი ანჩაბაძე – პროფესორ-ემერიტუსი

პაატა ბუხრაშვილი – პროფესორი

მანანა ჯავახიშვილი – ასოცირებული პროფესორი

მალხაზ თორია – ასოცირებული პროფესორი

გიორგი სანიკიძე – პროფესორი

თეიმურაზ ჯოჯუა – ასოცირებული პროფესორი

ადრიან ბრისკუ – ასოცირებული პროფესორი

ეკა ჭყოიძე – ასოცირებული პროფესორი

ლაშა ბაქრაძე – ასოცირებული პროფესორი

გრიგოლ ჯოხაძე – ასოცირებული პროფესორი

ბექა კობახიძე – ასოცირებული პროფესორი

სტივენ ფრენსის ჯონსი – პროფესორი

დავით დარჩიაშვილი – პროფესორი

ოლივერ რაისნერი – პროფესორი

ტიმოთი კევინ ბლაუველტი – პროფესორი


ინფორმაცია პროგრამასთან დაკავშირებულ კვლევით აქტივობებზე/პროექტებზე

მიმდინარე პროექტები

  • პროექტის ხელმძღვანელი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აშშ-ს საელჩოს შორის გაფორმებული პროექტი „Fact-Based Countering of Soviet Nostalgia and Russian Historical Revisionism” (SGG80023CA0165). 4 ოქტომბერი, 2024 – 31 ივლისი, 2025

კონფერენციები