

ენათმეცნიერული და ლიტერატურათმცოდნეობითი კვლევები ინტერდისციპლინური პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც ფილოლოგიის ეს ორი ტრადიციული დარგი ერთიანდება საერთო საკვლევი ობიექტის ირგვლივ. პროგრამის კვლევის ფოკუსი ორ ძირითად ნაწილად იყოფა:
ენათმეცნიერული კვლევა, რომლის სამიზნეა: 1) ზოგადი ენათმეცნიერება (ფონეტიკა, მორფოლოგია, სინტაქსი, სემანტიკა, პრაგმატიკა და სხვ.); 2) გამოყენებითი ენათმეცნიერება (შეპირისპირებითი ენათმეცნიერება, კორპუსის ენათმეცნიერება, სტილისტიკა და სხვ.); 3) ინტერდისციპლინური კვლევები (სოციოლინგვისტიკა, ფსიქოლინგვისტიკა და სხვ.).
ლიტერატურათმცოდნეობითი კვლევა, რომლის სამიზნეა: 1) ქართული ლიტერატურის კვლევა მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში კომპარატივისტული მიდგომების გამოყენებით (ინტერტექსტუალობის თეორია, ლიტერატურის შედარებითი ისტორია, რეცეფციის თეორია, ჟანრების შედარებითი თეორია, თემატოლოგია, ლიტერატურული თარგმანის შედარებითი ანალიზი, ინტერდისკურსის ანალიზი, იმაგოლოგია, კულტურათშორისი ჰერმენევტიკა, ინტერმედიალობის თეორიები); 2) ქართული და მსოფლიო ლიტერატურის კვლევა უახლესსა და ინტერდისციპლინურ თეორიულ პარადიგმებზე დაყრდნობით (პოსტკოლონიური თეორია, მეხსიერების თეორია, შესაძლებელ და ალტერნატიულ სამყაროთა თეორია, ლიტერატურის სოციოლოგია, გენდერული და ფემინისტური თეორია, კლასიკური და პოსტკლასიკური ნარატოლოგია და სხვ.).
სადოქტორო პროგრამის მისიაა გააღრმავოს და გააფართოოს ადგილობრივ დონეზე არსებული ენათმეცნიერული და ლიტერატურათმცოდნეობითი კვლევის შესაძლებლობები, რომლებიც ეფუძნება საერთაშორისო მიდგომებსა და უახლეს ტენდენციებს. იგი ორიენტირებულია უცხო ქვეყნების უნივერსიტეტებთან და მეცნიერებთან თანამშრომლობით შექმნას მაღალი ხარისხის კვლევითი გარემო.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი:
სწავლების ენა: ქართული
პროგრამის ხანგრძლივობა/მოცულობა: 3–5 წელი (6–10 სემესტრი) – 42 კრედიტი
ბელა წიფურია – პროფესორი
ლევან ცაგარელი – პროფესორი
რეზო მარსაგიშვილი – პროფესორი
ირინა ლობჟანიძე – პროფესორი
საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დოქტორანტების ხელმძღვანელების კვლევის პროფილები იხილეთ ბმულზე.
მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ჰუმანიტარულ ან სოციალურ მეცნიერებებში.
ჰუმანიტარულ ან სოციალურ მეცნიერებებში კანდიდატის მიერ შესრულებული წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და მის მიერ სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის ან/და მუშაობის არანაკლებ 2- წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
სადოქტორო კვლევითი განაცხადი.
წარმატებით ჩაბარებული შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ/გერმანულ ენაში მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დადასტურების მიზნით.
დოქტორანტობის უცხოენოვან კანდიდატს, რომელსაც სურს ქართულენოვან პროგრამაზე სწავლა, გამოცდის ფარგლებში ან ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარმოდგენა (მინიმუმ B2 დონეზე).
ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურების მიზნით აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ერთ-ერთი:
შენიშვნა: უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება უნდა იყოს დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.
ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან.
დეტალური ინფორმაცია პროგრამაზე მიღების პირობების, ვადების, წარსადგენი დოკუმენტებისა და შეფასების კრიტერიუმების შესახებ მოცემულია დოკუმენტში სადოქტორო პროგრამაზე მიღების პროცედურების და შეფასების სისტემა.
სადოქტორო პროგრამაზე სწავლის განმავლობაში დოქტორანტმა:
პროგრამების პროფესორები ჩართული არიან კვლევით საქმიანობაში, ხელმძღვანელობენ და/ან მონაწილეობენ ადგილობრივ და საერთაშორისო კვლევით პროექტებში/პროექტებს, მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებში და აქვეყნებენ საერთაშორისო პუბლიკაციებს.
საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დოქტორანტების ხელმძღვანელების კვლევის პროფილები იხილეთ ბმულზე.
შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი მუშაობს რამდენიმე მიმართულებით, რაც გამთლიანებულია საერთო მეცნიერული ამოცანით, ხედვით, მიდგომებითა და მეთოდოლოგიებით, ითვალისწინებს გუნდურ და ინდივიდუალურ მუშაობას, ჯგუფურ და ინდივიდუალურ პუბლიკაციებს (მონოგრაფიებს, სტატიებს, ასევე, სადოქტორო და სამაგისტრო ნაშრომებს), თემატურ კონფერენციებსა და სემინარებს.
ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი ახორციელებს კვლევით პროექტებს შემდეგი მიმართულებებით: ქართული ჟესტური ენის კვლევა; ქართველურ ენათა ტიპოლოგიური კვლევა, ელექტრონული დოკუმენტაცია; ტექსტოლოგია, ძველი ქართული სიტყვიერი მემკვიდრეობის კვლევა, პუბლიკაცია; ქართული ენის სოციალური ისტორიის კვლევა; ქართულის, როგორც მეორე ენის და ქართულის, როგორც უცხო ენის სტანდარტიზაციის საკითხთა კვლევა.
კვლევითი აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაცია ასევე შესაძლებელია იხილოთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების პლატფორმაზე.