ეკოლოგიის სამაგისტრო პროგრამის მიზანია ბიომრავალფეროვნების კვლევის ეკოლოგიის დარგში მოამზადოს კონკურენტუნარიანი მკვლევრები, რომლებიც უახლესი ცოდნის და თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეძლებენ ცხოველთა ეკოლოგიის, მცენარეთა ეკოლოგიის ან გარემოსდაცვითი მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვას და განხორციელებას. კურსდამთავრებულები აღჭურვილნი იქნებიან ანალიტიკური და გადაწყვეტილებების ავტონომიურად მიღების უნარებით; შეძლებენ ეფექტურ კომუნიკაციას პროფესიულ და აკადემიურ საზოგადოებასთან.
მისანიჭებელი ხარისხი: მეცნიერების მაგისტრი ეკოლოგიაში
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 120 ECTS კრედიტი, 4 სემესტრი
გამოცდილი აკადემიური პერსონალი და საერთაშორისო თანამშრომლობა
აკადემიური პერსონალი თავად აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო დონის კვლევით პროექტებში და კარგად იცნობს სფეროში არსებულ თანამედროვე ტენდენციებსა და გამოწვევებს. პროგრამა ითვალისწინებს კვლევების რეგიონულ, ნაციონალურ და ლოკალურ კონტექსტებს. პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა კვლევით კომპონენტში ხელს უწყობს კურსდამთავრებულების დასაქმებას და პრობლემაზე ორიენტირებული სწავლების გაღრმავებას.
პრაქტიკული უნარების განვითარება
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პრაქტიკული (საველე, ლაბორატორიული და ა.შ.) უნარების განვითარებას, ასევე მონაცემთა დამუშავების თანამედროვე მეთოდების ათვისებას.
თანამედროვე ლაბორატორიები და საველე ბაზები
სტუდენტები ჩაერთვებიან ეკოლოგიის, ბოტანიკის და ზოოლოგიის ინსტიტუტების კვლევებში, გამოიყენებენ უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე განთავსებული ლაბორატორიების (ტყის ეკოლოგიის ლაბორატორია, ზოოლოგიური ლაბორატორია, ენტომოლოგიური ლაბორატორია, მცენარეების რკვევის ლაბორატორია, მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორია) და საქართველოს რეგიონებში წარმოდგენილი ბაზების (საველე სტაციონარები სტეფანწმინდაში, დედოფლისწყაროში და გრიგოლეთში), სამეცნიერო გემის „წმინდა ილია“ ტექნიკურ რესურსს.
პროგრამის ხელმძღვანელი
პროფესორი დავით თარხნიშვილი david_tarkhnishvili@iliauni.edu.ge
წარმატებული კურსდამთავრებულები შეძლებენ სწავლა გააგრძელონ დოქტორანტურის საფეხურზე.
მაგისტრატურაში მიღება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდისა და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის საფუძველზე.
სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკისა და სტატისტიკის ფართო სფეროს რომელიმე დეტალურ სფეროში, სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის, მეთევზეობის, ვეტერინარიის სფეროში, ასევე, ჯანდაცვის ან ფსიქოლოგიის დარგში.
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდაზე მოწმდება სტუდენტის მოტივაცია და ასევე საბაზისო/ზოგადი ცოდნა შემდეგ სფეროებში: ეკოლოგიური პრობლემების და საკითხების შესახებ ინფორმირებულობა, ზოგადი ბიოლოგია და ბუნებისმეტყველების საფუძვლები, ამასთანავე გამოცდაზე შეფასდება ინგლისური ენის ცოდნა (დონე − B1).
გამოცდა ტარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული წესის მიხედვით.
პროგრამის სტრუქტურის მოკლე აღწერა
სტუდენტმა ეკოლოგიის მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს ჯამურად 120 კრედიტი, მათ შორის:
არჩევითი კურსის სანაცვლოდ სტუდენტს აქვს უფლება გაიაროს დამატებითი კურსები სხვა ბლოკებიდან, გარდა კომუნიკაციური და სავალდებულო ბლოკისა.
სპეციალური აღჭურვილობა შავი ზღვის ეკოსისტემების შესასწავლად
პროგრამის აკადემიური პერსონალი და კვლევითი მიმართულებები
აკადემიური პერსონალის შესახებ იხ. პროგრამის კატალოგი, ხოლო მათი კვლევითი ინტერესების შესახებ იხ. ბმული.