დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამა „მედიცინა“ (ინგლისურენოვანი)

ერთ საფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა

პროგრამა „მედიცინა“ შემუშავებულია საერთაშორისო სტანდარტების (WFME) შესაბამისად და რეგისტრირებულია მსოფლიო სამედიცინო სკოლების სიაში (WDOMS). 

პროგრამა უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური, საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანი მედიკოსების მომზადებას წამყვანი მეცნიერებისა და პრაქტიკოსების ხელმძღვანელობით.

სწავლების ენა: ინგლისური

დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 360 ECTS

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: დიპლომირებული მედიკოსი


პროგრამის შესახებ

ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა „მედიცინა” შექმნილია საქართველოს მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლისა და საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე. პროგრამა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას, კლინიკურ გამოცდილებას, და კვლევითი უნარების გამომუშავებას, რაც კურსდამთავრებულებს ამზადებს წარმატებული კარიერისთვის ჯანდაცვის სფეროში.

რატომ უნდა აირჩიოთ მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამა?
  • საერთაშორისო აღიარება და შესაძლებლობები

პროგრამა რეგისტრირებულია WDOMS-ში (FAIMER SCHOOL ID: F0006315), რაც სტუდენტებს/კურსდამთავრებულებს აძლევს ECFMG-ის ამერიკის/კანადის სამედიცინო სალიცენზიო გამოცდებში მონაწილეობის შესაძლებლობას.

  •   თანამედროვე სასწავლო რესურსები

სტუდენტებს ექნებათ ელექტრონულ ბაზებზე და ვირტუალურ პროგრამებზე, სასწავლო და საგამოცდო პროცესის ციფრულ მენეჯმენტზე, ელექტრონული პორტფოლიოს სისტემაზე წცდომა.

  • მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი

პროგრამაში ჩართული საერთაშორისო აღიარების მქონე პერსონალი სამეცნიერო საქმიანობის ფარგლებში აქტიურად ქმნის ახალ ცოდნას ბიომედიცინის მიმართულებით.

  • საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები

სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში ჰალე-ვიტენბერგის (გერმანია), სეულის (კორეა), უფსალის (შვედეთი), აფიონ-ყარაჰისარის (თურქეთი) უნივერსიტეტებში.

  • მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება

პროგრამა სთავაზობს სტუდენტებს სპორტულ, სამეცნიერო და საგანმანათლებლო კლუბებში გაწევრიანების შესაძლებლობას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ყოველწლიური Culture Fest, სადაც სტუდენტები წარმოაჩენენ თავიანთი ქვეყნის კულტურას.


პროგრამის ხელმძღვანელები


დასაქმების შესაძლებლობები

პროგრამის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ გააგრძელონ სწავლა დოქტორანტურაში, გაიარონ რეზიდენტურის კურსი და მოიპოვონ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება.

  • შეძლებენ დასაქმდნენ:
    • უმცროს ექიმად
    • პედაგოგიურ და კვლევით პოზიციებზე
    • ფარმაცევტულ კომპანიებში
    • სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრებში
    • სამედიცინო და ჯანდაცვითი დაწესებულებების მართვის რგოლებში

ძირითადი მოთხოვნები

მედიცინის ერთსაფეხურიან პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი ან მასთან გათანაბრებული განათლების მქონე პირს, რომელსაც გააჩნია სახელმწიფოს მიერ დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტი (ატესტატი).

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. გამოცდებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე – www.naec.ge.


0100135 მედიცინა (ინგლისურენოვანი)


გამოცდა კოეფიციენტი მინ. ზღვარი პრიორიტეტი
ქართული ენა და ლიტერატურა 1 25%-ზე მეტი 4
უცხოური ენა (ინგ.) 2 70%-ზე მეტი 3
ბიოლოგია 6 70%-ზე მეტი 1
ერთ-ერთი შემდეგი სავალდებულო საგნებიდან ადგილების რ-ბა
მათემატიკა 3 20%-ზე მეტი 2 4
ფიზიკა 3 25%-ზე მეტი 2 4
ქიმია 3 25%-ზე მეტი 2 4

ჩასაბარებელი გამოცდები

სავალდებულო საგნები:

  • უცხო ენა (ინგლისური)
  • ბიოლოგია
  • ქართული

არჩევითი-სავალდებულო საგნები (ერთ-ერთი):

  • ქიმია
  • მათემატიკა
  • ფიზიკა

ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე

პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლა დასაშვებია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 224ნ ბრძანების საფუძველზე შემდეგი პირებისთვის:

  1. უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;
  2. საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;
  3. უცხო ქვეყნის მოქალაქეები (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებსაც მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყნის აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
  4. საქართველოს მოქალაქეები (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყნის აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

დამატებითი მოთხოვნები ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხვისთვის

ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხულმა პირმა დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო ინგლისურენოვან პროგრამაზე სწავლის უფლების მოსაპოვებლად უნდა:

  • გაიაროს საუნივერსიტეტო ტესტირება ქიმიაში და ბიოლოგიაში*
  • დაადასტუროს ინგლისური ენის** არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა
  • გაიაროს ზოგადი ტიპის ინტერვიუ

შენიშვნები

*ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხული პირი, რომელიც წარმოადგენს ბიოლოგიური ან მასთან დაკავშირებული მეცნიერებების სფეროში მიღებული კვალიფიკაციის დამადასტურებელ საბაკალავრო ან სამაგისტრო საფეხურის დიპლომს (უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან), თავისუფლდება საუნივერსიტეტო ტესტირებისგან.

**ინგლისური ენის გამოცდიდან თავისუფლდებიან პირები, რომლებისთვისაც:

  • ინგლისური ითვლება მშობლიურ ენად
  • დამთავრებული აქვთ ინგლისურენოვანი საშუალო სკოლა/უნივერსიტეტი იმ ქვეყნებში, სადაც ოფიციალური ენა არის ინგლისური

ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება

სხვა აპლიკანტებისთვის განსაზღვრულია ფიქსირებული ინგლისურ ენასთან დაკავშირებული მოთხოვნები. წარმატებული აპლიკაციისთვის კანდიდატს უნდა ჰქონდეს ინგლისურის კვალიფიკაცია შესაბამისი CEFR დონესთან – B2. ინგლისური ენის კვალიფიკაციის დადასტურებისთვის წარმოდგენილი უნდა იყოს:

ა) ოფიციალური საერთაშორისო ინგლისური ენის სერტიფიკატი:

TOEFL

  • paper based PBT: 513
  • internet based iBT: 65
  • computer based CBT: 183

IELTS

  • Academic (Band 5.5)

Cambridge ESOL

  • Certificate of Advanced English CAE: 160/Level B2 (also grades A/B/C)
  • First Certificate in English FCE: 160/Grade C (also grades A/B)
  • Business English Certificate (Higher) BEC: 45/Level B2 (also grades A/B/C)
  • Business English Certificate (Vantage) BEC: 60/Grade C (also grades A/B)
  • Business Language Testing Service BULATS: 60 overall

სხვა სერტიფიკატები

  • PTE (General level 3)
  • PTE Academic (59-75 points)
  • TELC (The European Language Certificates) telc English B2: Pass
  • Michigan (Cambridge Michigan) ECPE: Low Pass
  • Examination for the Certificate of Competency in English ECCE: Pass
  • MELAB: B2

ბ) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული უნივერსიტეტის, საშუალო სკოლის ან კოლეჯის მიერ, რომელშიც მითითებულია, რომ სწავლება ხორციელდებოდა ინგლისურ ენაზე.

დამატებითი შესაძლებლობა: თუ სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად კანდიდატმა ვერ წარმოადგინა ინგლისური ენის დამადასტურებელი ცნობა ან ვერ დააკმაყოფილა ზემოთ მოცემული რომელიმე კრიტერიუმი, უნივერსიტეტი შესაძლებლობას იძლევა დაინიშნოს ინსტიტუციური ინგლისური ენის დონის განსაზღვრის ტესტი.

 

პროგრამის სტრუქტურის მოკლე აღწერა

  • მისანიჭებელი კვალიფიკაცია – დიპლომირებული მედიკოსი
  • სწავლების ენა – ინგლისური
  • პროგრამის ხანგრძლივობა – 12 სემესტრი (6 წელი)
  • დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა – 360 ECTS

 

სულ 360 ECTS კრედიტი

 

სავალდებულო: 343 ECTS კრედიტი, მათ შორის: არჩევითი:

17 ECTS კრედიტი

კლინიკური უნარ-ჩვევები (სიმულაციურ ცენტრში):

16 ECTS კრედიტი

სამეცნიერო უნარ-ჩვევები:

25 ECTS კრედიტი

 

  1. საბაზისო სამედიცინო სწავლება (I-III წელი)
  • სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები (55 ECTS კრედიტი)
  • ორგანიზმის სისტემების შემსწავლელი დისციპლინები (78 ECTS კრედიტი)
  • კლინიკური უნარების განვითარება სიმულაციურ გარემოში (14 ECTS კრედიტი)
  • აკადემიური და ენობრივი კომპეტენციის განვითარება (21 ECTS კრედიტი)
  1. კლინიკური ბმა (III-VI წელი)
  • გაღრმავებული კლინიკური კომპეტენციები (133 ECTS კრედიტი)
  • სამეცნიერო-კვლევითი უნარების განვითარება (25 ECTS კრედიტი)
  • კლინიკური პრაქტიკა სამუშაო ადგილზე (workplace-based practice) (40 ECTS კრედიტი).

საგანმანათლებლო რესურსები

  • ინგლისურენოვანი სასწავლო მასალები
  • თანამედროვე სამედიცინო ლიტერატურა
  • სიმულაციური სწავლების ცენტრი
  • ბიოქიმიის, მიკრობიოლოგიის და ჰისტოლოგიის ლაბორატორიები

 

*დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილეთ პროგრამის სრული დოკუმენტი და კურსების კატალოგი.

პარტნიორები და რესურსები

  • სასწავლო და კვლევითი სივრცეები 
    • კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი
    • სამედიცინო მულაჟები და სიმულატორები
    • CyberPatient – სიმულაციური პაციენტის სასწავლო პროგრამა
    • სასწავლო ლაბორატორიები
    • კვლევითი ინსტიტუტების კვლევითი ლაბორატორიები
  • მედიცინის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორია
  • ქიმიური ბიოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორია
  • ძილ-ღვიძილის ციკლის შემსწავლელი თენგიზ ონიანის ლაბორატორია
  • ეკოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორია
  • სასწავლო სივრცეები კეთილმოწყობილი აუდიტორიები და კომპიუტერული საგამოცდო კლასები
  • საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა წვდომა სამეცნიერო ბაზებთან და ელექტრონულ სასწავლო რესურსებთან 
    • McGraw Hill – Access Medicine – ელექტრონული სამედიცინო წიგნების ბიბლიოთეკა
    • McGraw Hill – Case Files Collection – კლინიკური ქეისების ბიბლიოთეკა
    • AMBOSS – სამედიცინო სასწავლო პლატფორმა