დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები

დოქტორანტურა

სადოქტორო პროგრამის მიზანია შექმნას მაღალი ხარისხის კვლევითი გარემო, რათა მოამზადოს მკვლევრები დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების სფეროში, რომლებიც შეძლებენ ახალი ცოდნის შექმნას კვლევის ერთ-ერთი მიმართულებით: ტექტონიკა და სტრუქტურული გეოლოგია, სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგია, ვულკანიზმი და მაგმატიზმი, ლითოსფეროს ევოლუცია, საინჟინრო გეოლოგია, ჰიდროგეოლოგია, გეოფიზიკა, გეოდინამიკა და ფილაქანთა ტექტონიკა, სეისმოლოგია, სეისმურობა და სეისმური საშიშროება, მიწისძვრის კერის ფიზიკა, ბუნებრივი კატასტროფების საშიშროება და რისკი, გეომორფოლოგია, გეოეკოლოგია და გარემოს კვლევები, გარემოს და კლიმატის ცვლილება, პალეოგარემოს რეკონსტრუქცია, დისტანციური ზონდირება (სატელიტური და აერო ფოტოგრამმეტრია) და გის ტექნოლოგიების ოპტიმიზაცია/განვითარება, ჰიდროლოგია, ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ზემოქმედი პროცესების და საფრთხეების კომპლექსური კვლევა და ანალიზი.

პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ მის ვალიდაციას საერთაშორისო რეფერირებად პუბლიკაციებში და მზად იქნებიან წარმატებული კარიერისთვის როგორც უმაღლესი განათლების სფეროში, ასევე დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებთან დაკავშირებულ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, ინდუსტრიაში ან საკონსულტაციო/საექსპერტო სექტორში.

სადოქტორო დებულება

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი:

  • დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების დოქტორი
  • PhD in Earth Sciences

 

სწავლების ენა: ქართული

პროგრამის ხანგრძლივობა/მოცულობა: 3-5 წელი (6-10 სემესტრი) − 36 კრედიტი

ინფორმაცია პროგრამის ხელმძღვანელის შესახებ

არჩილ მაღალაშვილი − პროფესორი, გეოლოგიის მიმართულებით

ზოგადი მოთხოვნები


აკადემიური ხარისხი

დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების სადოქტორო პროგრამაზე სწავლის მსურველს უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ერთ-ერთ მიმართულებაში:

  • დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები
  • გეოლოგია
  • გეოგრაფია
  • გეოფიზიკა
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ნებისმიერი დეტალური სფერო
  • მათემატიკა
  • კომპიუტერული მეცნიერებები
  • სამთო საქმე
  • გეოლოგიის მენეჯმენტი
  • არქეოლოგია
  • ინჟინერიის ისეთი დეტალური სფერო, როგორიცაა: გარემოს დაცვის ტექნოლოგია, სამთო საქმე და მოპოვება, ინჟინერია და საინჟინრო საქმე − არაკლასიფიცირებული, საინჟინრო ფიზიკა, საინჟინრო გეოდეზია და გეოინფორმატიკა

კვლევითი გამოცდილება

კვლევითი უნარების დადასტურების მიზნით ზემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ სფეროში ან მშენებლობა და სამოქალაქო ინჟინერიაში:

  • წინარე ნაშრომი*/პუბლიკაცია 
  • ან/და მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება (სამეცნიერო-კვლევითი ან მოხალისეობრივი) 
  • ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი

2-წლიანი გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტში აღწერილი უნდა იყოს ძირითადი მოვალეობები, ხოლო ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა ადასტურებდეს აპლიკანტის ღონისძიებაში მონაწილეობას ზეპირი ან სასტენდო მოხსენებით.

შენიშვნა: ნაშრომი წარმოდგენილი სათაურით და აპლიკანტის ავტორობით/თანაავტორობით უნდა იძებნებოდეს ინტერნეტ-რესურსებში.

კვლევითი განაცხადი

აპლიკანტის მიერ შევსებული და მისი პოტენციური ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი კვლევითი განაცხადი და თანხმობა.

ინგლისური ენის ცოდნა

ინგლისური ენის CEFR-ის B2 ან უფრო მაღალ დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.


ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურება

ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურების მიზნით აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ერთ-ერთი:

  • საქართველოს ფარგლებს გარეთ ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი (დიპლომთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი − უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ)
  • საქართველოში ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი და დანართი ან ცნობა პროგრამის განხორციელების ენის შესახებ
  • მინიმუმ B2 დონეზე დადასტურების მიზნით წარმატებით ჩაბარებული შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (მინიმუმ B2 დონის შესაბამისი)

მიღების პროცესი

სადოქტორო პროგრამაზე მიღების პროცესი ითვალისწინებს ოთხ საფეხურს:

  1. საბუთების მიღება
  2. ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება
  3. კვლევითი განაცხადის განხილვა და შეფასება დარგობრივი კომისიის მიერ
  4. ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან

 

ინგლისურ ენაში დამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების შემთხვევაში კანდიდატი დარგობრივ კომისიასთან აბარებს ზეპირ გამოცდას (მოიცავს კვლევითი განაცხადის პრეზენტაციას და დისკუსიას), რომლის დროსაც ფასდება დარგობრივი ცოდნა, კვლევითი გამოცდილება და საკუთარი შესაძლებლობების და კვლევის შეზღუდვების გაცნობიერება.

მოთხოვნები დაზუსტებულია დოკუმენტში სადოქტორო პროგრამაზე მიღების პროცედურები და შეფასების სისტემა.

კვლევის სფეროები

სადოქტორო პროგრამის „დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები“ კვლევის სფეროებს წარმოადგენს: დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები, გეოლოგია, გეოგრაფია, გეოფიზიკა ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ნებისმიერი დეტალური სფერო, ასევე, მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, სამთო საქმე და გეოლოგიის მენეჯმენტი, არქეოლოგია, ინჟინერიის ისეთი დეტალური სფერო როგორიცაა, გარემოს დაცვის ტექნოლოგია, სამთო საქმე და მოპოვება, ინჟინერია და საინჟინრო საქმე − არაკლასიფიცირებული, საინჟინრო ფიზიკა, საინჟინრო გეოდეზია და გეოინფორმატიკა) და აერთიანებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შესაბამისი მიმართულებით მიმდინარე კვლევებსა და მკვლევრებს.

პროგრამის მოთხოვნები

სადოქტორო პროგრამაზე სწავლის განმავლობაში დოქტორანტმა:

  • უნდა დააგროვოს 36 კრედიტი
  • შესრულებული ჰქონდეს მინიმუმ ერთი კოლოკვიუმი წელიწადში
  • გამოაქვეყნოს მინიმუმ ორი სტატია საერთაშორისო რეცენზირებად თემატურ ჟურნალში
  • გაიაროს პროგრამით გათვალისწინებული ყველა ტრენინგი/ვორკშოპი
  • დაიცვას სადოქტორო ნაშრომი

რესურსები და პარტნიორები

პროგრამა იზიარებს  დედამიწის შემსწავლელი მეცნიერების მიმართულებით წარმატებულ საერთაშორისო გამოცდილებას, რაც პროგრამაში საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობას გულისხმობს.

საერთაშორისო თანახელმძღვანელები და კონსულტანტები

  • ჰანს ფონ სუხოდოლეცი (ლაიფციგის უნივერსიტეტი)
  • ჰანეს ლაერმანსი (კიოლნის უნივერსიტეტი)
  • კრისტინ ბრანდონი (ბრიჯუოტერის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  • ვილიამ ფროდელა (ფლორენციის უნივერსიტეტი)

სამეცნიერო ხელმძღვანელები

პროფესორები:

  • არჩილ მაღალაშვილი
  • ზურაბ ჯავახიშვილი
  • მიხეილ ელაშვილი
  • თეა გოდოლაძე

ასოცირებული პროფესორები:

  • ნატო ჯორჯიაშვილი
  • ლევან ტიელიძე
  • ლაშა სუხიშვილი

ინფორმაცია დოქტორანტების პოტენციური სამეცნიერო ხელმძღვანელების კვლევითი ინტერესების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

სამეცნიერო კვლევების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

  • უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და ელექტრონული რესურსები, მათ შორის წვდომა  საერთაშორისო სამეცნიერო საინფორმაციო ბაზებზე
  • უნივერსიტეტის კეთილმოწყობილი საველე და სასწავლო-კვლევითი ბაზები 

სამეცნიერო ინსტიტუტები და ცენტრები: 

  • დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი, აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით:
    • დიფერენციალური GPS-ები
    • საძიებო სეისმური აპარატურა
    • GPR
    • ფსკერის სკანირების სონარი
    • ფსკერქვეშა პროფილირების აპარატურა
    • სტიქიური პროცესების მოდელირების შერეული რეალობის 3D ლაბორატორია

კვლევითი ლაბორატორიები:

  • ფიზიკის ლაბორატორია
  • „გარემოს კომპლექსური კვლევის“ სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია

უნივერსიტეტის კვლევითი საველე ბაზები:

  • ყაზბეგი
  • გრიგოლეთი
  • დედოფლისწყარო
  • ახალდაბა
  • ბაკურიანი
  • კვლევითი გემი „წმინდა ილია“

მხარდამჭერი სტრუქტურები:

  • კვლევების კოორდინაციის სამსახური
  • საერთაშორისო სადოქტორო სკოლა
  • საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობისა და საერთაშორისო ჟურნალებში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების დაფინანსების შესაძლებლობა

პარტნიორი ორგანიზაციები

  • სსიპ გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი
  • შპს დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკი
  • შპს ტერაგრაფიკი
  • გარემოს ეროვნული სააგენტო
  • საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კერძო მრავალ პროფილური საკონსულტაციო კომპანია შპს გამა კონსალტინგი

დაცული სადოქტორო დისერტაციები


პროგრამის პროფესორების კვლევითი პროფილები

პროგრამაში ჩართული პერსონალის შესახებ იხ. პროგრამის აღწერა და კატალოგი, ხოლო მათი კვლევითი ინტერესების შესახებ იხ. ბმული.