

არქეოლოგიის სადოქტორო პროგრამა მიზნად ისახავს კვლევაზე ორიენტირებული, მაღალკვალიფიციური მკვლევრების მომზადებას, რომლებიც შეძლებენ არქეოლოგიის თანამედროვე თეორიებისა და მეთოდების გამოყენებით ორიგინალური კვლევის ჩატარებას. პროგრამა უზრუნველყოფს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის შესაძლებლობებს და დოქტორანტებს ამზადებს როგორც აკადემიური კარიერისთვის, ისე კულტურული მემკვიდრეობის სფეროში წარმატებული საქმიანობისთვის.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კვლევის თეორიულ და პრაქტიკულ მიდგომებს, აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვას, კრიტიკული ანალიზისა და ინტერპრეტაციის უნარების განვითარებას, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციას. დოქტორანტებს შეუძლიათ დამოუკიდებლად დაგეგმონ და განახორციელონ ორიგინალური კვლევები არქეოლოგიის სხვადასხვა ქვემიმართულებაში როგორიცაა: პრეისტორიული, კლასიკური ან შუა საუკუნეების არქეოლოგია.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი:
სწავლების ენა: ქართული
პროგრამის ხანგრძლივობა/მოცულობა: 3–5 წელი (6–10 სემესტრი) – 42 კრედიტი
ნოდარ ბახტაძე – პროფესორი
მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შემდეგი მიმართულებებით ერთ-ერთში:
ზემოთ ჩამოთვლილ სფეროებში კანდიდატის მიერ შესრულებული წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და მის მიერ სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის ან/და მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
სადოქტორო კვლევითი განაცხადი.
ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურების მიზნით აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ერთ-ერთი:
ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან.
მოთხოვნები დაზუსტებულია დოკუმენტში სადოქტორო პროგრამაზე მიღების პროცედურები და შეფასების სისტემა.
სადოქტორო პროგრამაზე სწავლის განმავლობაში დოქტორანტმა:
ნოდარ ბახტაძე – პროფესორი
ნიკოლოზ თუშაბრამიშვილი – პროფესორი
გურამ ყიფიანი – პროფესორ-ემერიტუსი
დიმიტრი ახვლედიანი – პროფესორი
პაატა ბუხრაშვილი – პროფესორი
თეიმურაზ ჯოჯუა – ასოცირებული პროფესორი
„საზაფხულო სკოლა – ნეოლითური სოფლის ინტერდისციპლინარული კვლევა“ MG-ISE-23-1261S
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძველესი სახელმწიფოების არქეოლოგიური კვლევის ცენტრი