ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროგრამა შემუშავებულია 2011 წელს და განახლებულია 2022 წელს. პროგრამის განახლება შესაძლებელია ყოველი სასწავლო წლის დაწყებამდე, სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით.
არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის მისიაა წვლილი შეიტანოს საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში შექმნილი გარემოს მეშვეობით.
პროგრამა დაბალანსებულია თეორიული და პრაქტიკული კომპონენტებით და ახდენს შემოქმედებითობის და ინტელექტუალური უნარების სინთეზს. მასში გამოყენებული სტუდიური მუშაობის პრინციპზე დაფუძნებული სწავლება ემსახურება სტუდენტების შემოქმედებითი და კრიტიკული იდეების ხორცშესხმას და მათი ბაზისური არქიტექტურული უნარების განვითარებას. პროგრამაში ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ინტერდისციპლინურ მიდგომებს.
პროგრამის მიზანი
არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის მისიაა წვლილი შეიტანოს საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში შექმნილი გარემოს მეშვეობით.
პროგრამა დაბალანსებულია თეორიული და პრაქტიკული კომპონენტებით და ახდენს შემოქმედებითობის და ინტელექტუალური უნარების სინთეზს. მასში გამოყენებული სტუდიური მუშაობის პრინციპზე დაფუძნებული სწავლება ემსახურება სტუდენტების შემოქმედებითი და კრიტიკული იდეების ხორცშესხმას და მათი ბაზისური არქიტექტურული უნარების განვითარებას. პროგრამაში ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ინტერდისციპლინურ მიდგომებს.
არქიტექტურის პროგრამის მიზანია, მოამზადოს პასუხისმგებლიანი და კონკურენტუნარიანი დარგის სპეციალისტი, რომელიც:
პროგრამის ძირითადი მიმართულებაა პროექტირების მენეჯმენტის, სამოქალაქო ინჟინერიის, ქალაქგეგმარების, მხაზველობითი გეომეტრიის, ინტერიერის დიზაინის, ხელოვნებისა და ფოტოგრაფიის შესწავლა. სტუდენტი სასწავლო პროცესის განმავლობაში ასევე ეუფლება შემდეგ მიმართულებებს: არქიტექტურული ფორმების შესწავლა, ლანდშაფტის დიზაინი, ხატვას ფერწერა და სხვადასხვა სტილის ნახაზების შესრულება.
სწავლის შედეგები
კურსდამთავრებული/კურსდამთავრებულს:
სწავლის მეთოდები
შენიშვნა: პროგრამაში გამოყენებული სწავლების მეთოდები დაკონკრეტებულია შესაბამისი კურსების სილაბუსებში/კონცეფციებში..
დასაქმების სფერო
კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს:
| მოდულის სახელწოდება | ECTS კრედიტი |
| საუნივერსიტეტო საბაზო მოდული | 60 კრედიტი |
| ძირითადი (major) პროგრამა | 120 კრედიტი |
| დამატებითი (minor) პროგრამა ან თავისუფალი კრედიტი (არჩევითი კურსები) |
60 კრედიტი |
პროგრამის სტრუქტურა
არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის მოცულობა – 240 კრედიტი:
თავისუფალი კომპონენტი: ზოგადი მოდული – 60 კრედიტი:
ძირითადი სწავლის სფერო – 120 კრედიტი:
თავისუფალი კომპონენტები/ძირითადი სპეციალობა – 60 კრედიტი
აღნიშნულ კომპონენტში სტუდენტს შეუძლია დაიფიქსიროს მეორადი სპეციალობა ან გაიაროს ნებისმიერი
საბაკალავრო პროგრამის კურსები.
პროგრამის ფარგლებში პრაქტიკული უნარების განვითარებას უზრუნველყოფს სხვადასხვა სასწავლო კურსი, რომლებშიც გათვალისწინებულია სტუდიური მუშაობა და სტუდენტებს ექნებათ შესაძლელობა იმუშაონ საკუთარ პროექტებზე. ძირითადი პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს მოეთხოვებათ საბაკალავრო ნაშრომის შესრულება, რომელზეც ისინი იმუშავებენ სწავლების ბოლო ორი სემესტრის განმავლობაში. საბაკალავრო ნაშრომის/პროექტის ფარგლებში სტუდენტმა უნდა გამოიყენოს შეძენილი თეორიული ცოდნა და უნარები და მოახდინოს საკუთარი ორიგინალური იდეის/კონცეფციის ასახვა არქიტექტურულ პროექტში.
სწავლის საფასურის გადახდა
სწავლის საფასური
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო საფეხურზე 1 წლის სწავლის საფასური 2250 ლარია*.
სწავლაში თქვენ მიერ გადასახდელი თანხის მოცულობა დამოკიდებულია სახელმწიფო გრანტის მოცულობაზე, რომელსაც მიიღებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.
გადახდის გრაფიკი
სტუდენტების ხელშეწყობის მიზნით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015 წლიდან მოქმედებს სწავლის საფასურის გადახდის სტუდენტზე მორგებული ინდივიდუალური გრაფიკის სისტემა.
სწავლის დაწყებამდე, უნივერსიტეტი სტუდენტთან აფორმებს სასწავლო ხელშეკრულებას, რომელში სტუდენტი თავად ირჩევს სწავლის საფასურის გადახდის გრაფიკის სასურველ ვარიანტს.
სტუდენტს შესაძლებლობა ექნება სწავლის წლიური საფასური გადაიხადოს:
სწავლის დაფინანსების დამატებითი შესაძლებლობები
ანა კვარაცხელია
ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ტექნოლოგიის სკოლა
ქაქუჩა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, თბილისი 0162
T კორპუსი, T207
☏ (+995 32) 222 00 09 (358)
ana.kvaratskhelia@iliauni.edu.ge
გვანცა ლორთქიფანიძე
კოორდინატორი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ტექნოლოგიის სკოლა
ქაქუჩა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5,T კორპუსი
☏ (+995 32) 222 00 09 (138)
gvantsa.lortkipanidze@iliauni.edu.ge