არქეოლოგია

დოქტორანტურა

არქეოლოგიის სადოქტორო პროგრამა მიზნად ისახავს კვლევაზე ორიენტირებული, მაღალკვალიფიციური მკვლევრების მომზადებას, რომლებიც შეძლებენ არქეოლოგიის თანამედროვე თეორიებისა და მეთოდების გამოყენებით ორიგინალური კვლევის ჩატარებას. პროგრამა უზრუნველყოფს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციის შესაძლებლობებს და დოქტორანტებს ამზადებს როგორც აკადემიური კარიერისთვის, ისე კულტურული მემკვიდრეობის სფეროში წარმატებული საქმიანობისთვის.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კვლევის თეორიულ და პრაქტიკულ მიდგომებს, აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვას, კრიტიკული ანალიზისა და ინტერპრეტაციის უნარების განვითარებას, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციას. დოქტორანტებს შეუძლიათ დამოუკიდებლად დაგეგმონ და განახორციელონ ორიგინალური კვლევები არქეოლოგიის სხვადასხვა ქვემიმართულებაში როგორიცაა: პრეისტორიული, კლასიკური ან შუა საუკუნეების არქეოლოგია.

სადოქტორო დებულება

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი:

  • არქეოლოგიის დოქტორი
  • PhD in Archaeology

 

სწავლების ენა: ქართული

პროგრამის ხანგრძლივობა/მოცულობა: 3–5 წელი (6–10 სემესტრი) – 42 კრედიტი

ინფორმაცია პროგრამის ხელმძღვანელის შესახებ

ნოდარ ბახტაძე – პროფესორი

ზოგადი მოთხოვნები


აკადემიური ხარისხი

მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შემდეგი მიმართულებებით ერთ-ერთში:

  • ისტორია და არქეოლოგია (0222)
  • კულტურული მემკვიდრეობის კვლევები (0288.1.)
  • პალეოანთროპოლოგია (0588.1.1)
  • რელიგია და თეოლოგია (0221)
  • ხელოვნების ისტორია და თეორია (ხელოვნებათმცოდნეობა) (0213.1.5)
  • არქიტექტურა და მშენებლობა (073)
  • შუა საუკუნეების კვლევები (0288.2.1)

კვლევითი გამოცდილება

ზემოთ ჩამოთვლილ სფეროებში კანდიდატის მიერ შესრულებული წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და მის მიერ სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის ან/და მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

კვლევითი განაცხადი

სადოქტორო კვლევითი განაცხადი.

ინგლისური ენის ცოდნა

ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.


ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურება

ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურების მიზნით აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ერთ-ერთი:

  • წარმატებით ჩაბარებული შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში, ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე დადასტურების მიზნით
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი (მინიმუმ B2 დონის შესაბამისი)
  • ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი

მიღების პროცესი


ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან.

მოთხოვნები დაზუსტებულია დოკუმენტში სადოქტორო პროგრამაზე მიღების პროცედურები და შეფასების სისტემა.

პროგრამის მოთხოვნები


სადოქტორო პროგრამაზე სწავლის განმავლობაში დოქტორანტმა:

  • უნდა დააგროვოს 42 კრედიტი
  • გამოაქვეყნოს 2 სტატია, რომელთაგან მინიმუმ ერთი, უნდა იყოს გამოქვეყნებული საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში
  • აირჩიოს მინიმუმ 2 ტრენინგი პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ შეთავაზებული პროგრამიდან

პროგრამის სტრუქტურა:

  • სავალდებულო კომპონენტი: 24 კრედიტი (მათ შორის პროსპექტუსი, სადოქტორო კოლოკვიუმები და სადოქტორო ნაშრომი)
  • არჩევითი კომპონენტი: 18 კრედიტი

რესურსები და პარტნიორები

პარტნიორი ორგანიზაციები

  • საქართველოს ეროვნული მუზეუმი
  • გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

უნივერსიტეტის რესურსები

  • უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და ელექტრონული რესურსები (მათ შორის სამეცნიერო ელექტრონული ბაზები – ScienceDirect, Scopus, Clarivate Analytics, EBSCO, Jstor, Project Muse, Cambridge Journals, DOAJ, ProQuest, Oxford Journals და სხვ.)
  • უნივერსიტეტის მულტიმედია ბიბლიოთეკა
  • უნივერსიტეტის სააუდიტორიო/სამუშაო სივრცეები

სამეცნიერო კვლევების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

  • დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტი
  • აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი
  • ჭიათურის ბაზა
  • ვანის ბაზა
  • დედოფლისწყაროს ბაზა
  • სტეფანწმინდის ბაზა
  • გრიგოლეთის ბაზა
  • მანგლისის ბაზა
  • უნივერსიტეტის არქეოლოგიური ლაბორატორია
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შუასაუკუნეების კვლევების ცენტრი
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიზუალური ანთროპოლოგიისა და ლოკალური ისტორიის კვლევების ლაბორატორია
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლა

სისტემები და სერვისები

  • არგუსი, Elearning და Turnitin-ის სისტემები
  • საერთაშორისო სადოქტორო სკოლა
  • კვლევების კოორდინაციის სამსახური
  • საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობისა და საერთაშორისო ჟურნალებში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების დაფინანსების შესაძლებლობა

პროგრამის პროფესორების კვლევითი პროფილები

ნოდარ ბახტაძე – პროფესორი

ნიკოლოზ თუშაბრამიშვილი – პროფესორი

გურამ ყიფიანი – პროფესორ-ემერიტუსი

დიმიტრი ახვლედიანი – პროფესორი

პაატა ბუხრაშვილი – პროფესორი

თეიმურაზ ჯოჯუა – ასოცირებული პროფესორი


ინფორმაცია პროგრამასთან დაკავშირებულ კვლევით აქტივობებზე/პროექტებზე

მიმდინარე პროექტები

„საზაფხულო სკოლა – ნეოლითური სოფლის ინტერდისციპლინარული კვლევა“ MG-ISE-23-1261S

პუბლიკაციები

საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძველესი სახელმწიფოების არქეოლოგიური კვლევის ცენტრი