

ისტორიის სადოქტორო პროგრამა აყალიბებს ისეთ აკადემიურ გარემოს, რომელიც ხელს უწყობს დამოუკიდებელი და კრიტიკულად მოაზროვნე მკვლევრის ჩამოყალიბებას. სწავლების პირველივე ეტაპიდან განსაკუთრებული აქცენტი კეთდება დარგის თეორიულ საფუძვლებზე, ისტორიული კვლევის მეთოდოლოგიის გაცნობასა და ინტერდისციპლინური ანალიზის შესაძლებლობების გამოყენებაზე.
დოქტორანტები ეუფლებიან კვლევის დაგეგმვის, წყაროების ანალიზისა და ინტერპრეტაციის თანამედროვე მიდგომებს. პროგრამა ითვალისწინებს ისეთ კომპონენტებს, რომლებიც უზრუნველყოფს დოქტორანტის ჩართულობას კვლევითი პროცესის ყველა ეტაპზე. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პირველადი წყაროების სწორი გამოყენებისა და მეორადი ლიტერატურის კონტექსტუალური გააზრების უნარზე, რაც ხელს უწყობს ისტორიული მოვლენების მრავალმხრივ ინტერპრეტაციას.
პროგრამა მიზნად ისახავს ისეთი მკვლევრის აღზრდას, რომელიც არა მხოლოდ ქმნის ახალ ცოდნას ისტორიის დარგში, არამედ თავად ხდება ამ ცოდნის გამცემიც როგორც აკადემიური წრისთვის, ისე მომავალი თაობებისთვის.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი:
სწავლების ენა: ქართული
პროგრამის ხანგრძლივობა/მოცულობა: 3–5 წელი (6–10 სემესტრი) – 42 კრედიტი
ბეჟან ჯავახია – პროფესორი
მანანა ჯავახიშვილი – ასოცირებული პროფესორი
მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შემდეგ მიმართულებებში:
ზემოთ ჩამოთვლილ სფეროებში კანდიდატის მიერ შესრულებული წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და მის მიერ სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის ან/და მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
სადოქტორო კვლევითი განაცხადი.
ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურების მიზნით აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ერთ-ერთი:
ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან.
მოთხოვნები დაზუსტებულია დოკუმენტში სადოქტორო პროგრამაზე მიღების პროცედურები და შეფასების სისტემა.
სადოქტორო პროგრამაზე სწავლის განმავლობაში დოქტორანტმა:
ბეჟან ჯავახია – პროფესორი
გიორგი ანჩაბაძე – პროფესორ-ემერიტუსი
პაატა ბუხრაშვილი – პროფესორი
მანანა ჯავახიშვილი – ასოცირებული პროფესორი
მალხაზ თორია – ასოცირებული პროფესორი
გიორგი სანიკიძე – პროფესორი
თეიმურაზ ჯოჯუა – ასოცირებული პროფესორი
ადრიან ბრისკუ – ასოცირებული პროფესორი
ეკა ჭყოიძე – ასოცირებული პროფესორი
ლაშა ბაქრაძე – ასოცირებული პროფესორი
გრიგოლ ჯოხაძე – ასოცირებული პროფესორი
ბექა კობახიძე – ასოცირებული პროფესორი
სტივენ ფრენსის ჯონსი – პროფესორი
დავით დარჩიაშვილი – პროფესორი
ოლივერ რაისნერი – პროფესორი
ტიმოთი კევინ ბლაუველტი – პროფესორი