

სადოქტორო პროგრამა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო თანამშრომლობას. პროგრამის აკადემიური პერსონალი თავად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო ქსელსა თუ პროექტში და ხელს შეუწყობს დოქტორანტების კვლევითი საქმიანობის ინტერნაციონალიზაციას. პროგრამა შემუშავებულია საერთაშორისო პარტნიორების რჩევებისა და გამოცდილების გათვალისწინებით (არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი).
პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის მიზანია მოამზადოს მკვლევრების ახალი თაობა, რომელიც შეძლებს პოლიტიკის ფილოსოფიის (მეთოდოლოგიური საკითხების ჩათვლით), შედარებითი პოლიტიკის, საჯარო პოლიტიკის და/ან საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით მაღალი ხარისხის კვლევების განხორციელებას დარგში აკუმულირებული სამეცნიერო ცოდნის კრიტიკულად გააზრებისა და რელევანტური თეორიული და მეთოდოლოგიური მიდგომების გამოყენებით, საჭიროების შემთხვევაში ინტერდისციპლინურ ჭრილში, რითაც წვლილს შეიტანს დარგის განვითარებასა და ახალი ცოდნის შექმნაში.
პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამა ფარავს დისციპლინის ოთხ ქვედარგს: პოლიტიკის ფილოსოფია (მეთოდოლოგიური საკითხების ჩათვლით), შედარებითი პოლიტიკა, საჯარო პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები. მის განხორციელებაში ჩართულია მრავალფეროვანი კვლევითი და საგანმანათლებლო ინტერესების მქონე აკადემიური პერსონალი, რომელსაც აქვს ხელშესახები საერთაშორისო გამოცდილება როგორც სწავლების, ასევე კვლევის მიმართულებით. პროგრამა უზრუნველყოფს დოქტორანტების ინტეგრაციას აკადემიურ სივრცეში იდეების, მიღწეული შედეგების გაზიარების, აკადემიურ პერსონალთან მჭიდრო თანამშრომლობისა და პროფესიული განვითარების მრავალფეროვანი შესაძლებლობების შეთავაზების გზით. პროგრამა ორიენტირებულია დოქტორანტებისთვის კვლევის პროცესში ინდივიდუალური მიდგომების გამოყენების შესაძლებლობების შეთავაზებაზე.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი:
სწავლების ენა: ქართული
პროგრამის ხანგრძლივობა/მოცულობა: 3–5 წელი (6–10 სემესტრი) – 42 კრედიტი
მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ჰუმანიტარულ ან სოციალურ მეცნიერებებში.
ჰუმანიტარულ ან სოციალურ მეცნიერებებში კანდიდატის მიერ შესრულებული წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და მის მიერ სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის ან/და მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
სადოქტორო კვლევითი განაცხადი.
ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურების მიზნით აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ერთ-ერთი:
შენიშვნა: უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება უნდა იყოს დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.
ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან.
მოთხოვნები დაზუსტებულია დოკუმენტში სადოქტორო პროგრამაზე მიღების პროცედურები და შეფასების სისტემა.
სადოქტორო პროგრამაზე სწავლის განმავლობაში დოქტორანტმა:
გიორგი გვალია – პროფესორი
გიორგი ნოდია – პროფესორი
დავით აფრასიძე – პროფესორი
დავით დარჩიაშვილი – პროფესორი
არჩილ აბაშიძე – ასოცირებული პროფესორი
ტარიელ სიხარულიძე – ასოცირებული პროფესორი
ტიმოთი კევინ ბლაუველტი – პროფესორი
სერგი კაპანაძე – პროფესორი
ზურაბ ჭიაბერაშვილი – პროფესორი
გიორგი სანიკიძე – პროფესორი
ჰანს გუტბროდი – პროფესორი