სოციალური მუშაობა

დოქტორანტურა

სოციალური მუშაობის სადოქტორო პროგრამა დოქტორანტებს შესაძლებლობას აძლევს, ჩაერთონ სოციალური მუშაობის სფეროში ინოვაციური, კონტექსტზე მორგებული და მაღალი ხარისხის კვლევების განხორციელებაში. პროგრამა ხელს უწყობს ისეთი კომპეტენციების განვითარებას, რომელიც მოიცავს სოციალური კეთილდღეობის პოლიტიკის, სოციალური ინტერვენციებისა და პროფესიული პრაქტიკის თეორიულ და მეთოდოლოგიურ გააზრებას როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ დონეზე.

პროგრამის კვლევის სფეროს წარმოადგენს რთული და კომპლექსური სოციალური მოვლენები, რომელთა გადაჭრაც ხელს შეუწყობს ადამიანის სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესებას მოწყვლად, დაჩაგრულ და საჭიროებების მქონე ადამიანების გაძლიერებაზე აქცენტირებით.

სადოქტორო პროგრამა შემუშავებულია საზღვარგარეთის უნივერსიტეტების გამოცდილების (კოლუმბიის უნივერსიტეტი, ნიუ იორკის უნივერსიტეტი) და ამერიკის სოციალური მუშაობის სადოქტორო პროგრამების სტანდარტების გათვალისწინებით (Quality Guidelines for PHD Programs in Social Work, Group for the Advancement of Doctoral Education in Social Work – GADE). პროგრამა მომზადდა ფულბრაიტის კვლევითი გრანტის ID #68141013 „კვლევითი უნარების და ცოდნის განვითარება სოციალური მუშაობის სადოქტორო განათლების საშუალებით“ ფარგლებში, რომელსაც მენტორობას უწევდა ნიუ იორკის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი დოქტორ ვინსენტ რამოსი.

სადოქტორო დებულება

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი:

  • სოციალური მუშაობის დოქტორი
  • PhD in Social Work

 

სწავლების ენა: ქართული

პროგრამის ხანგრძლივობა/მოცულობა: 3–5 წელი (6–10 სემესტრი) – 48 კრედიტი

ინფორმაცია პროგრამის ხელმძღვანელის შესახებ

შორენა საძაგლიშვილი – ფსიქოლოგიის დოქტორი, სოციალური მუშაობის მაგისტრი, პროფესორი, სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრის დირექტორი

ზოგადი მოთხოვნები


აკადემიური ხარისხი და გამოცდილება

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველს უნდა ჰქონდეს მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი სოციალურ მუშაობაში ან ჯანდაცვასა და სოციალურ კეთილდღეობაში/სოციალურ და ქცევით მეცნიერებებში და არანაკლებ ხუთწლიანი სამუშაო გამოცდილება სოციალური მუშაობის სფეროში.

კვლევითი გამოცდილება

ზემოთ ჩამოთვლილ სფეროებში კანდიდატის მიერ შესრულებული წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და მის მიერ სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

კვლევითი განაცხადი

სადოქტორო კვლევითი განაცხადი.

ინგლისური ენის ცოდნა

ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი Certus.


ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურება

ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურების მიზნით აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ერთ-ერთი:

  • წარმატებით ჩაბარებული შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დადასტურების მიზნით
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL (P/B at least 513 points; I/BT at least 78 points); IELTS (at least 5.5 points); FCE)
  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი Certus
  • ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი/დანართი ან ცნობა

მიღების პროცესი


ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან.

მოთხოვნები დაზუსტებულია დოკუმენტში სადოქტორო პროგრამაზე მიღების პროცედურები და შეფასების სისტემა.

პროგრამის მოთხოვნები


სადოქტორო პროგრამაზე სწავლის განმავლობაში დოქტორანტმა:

  • უნდა დააგროვოს 48 კრედიტი
  • გამოაქვეყნოს 2 სტატია, რომელთაგან მინიმუმ ერთი უნდა იყოს გამოქვეყნებული საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში
  • აირჩიოს მინიმუმ 2 ტრენინგი პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ შეთავაზებული პროგრამიდან

 

პროგრამის სტრუქტურა:

  • სავალდებულო კომპონენტი: 30 კრედიტი (მათ შორის პროსპექტუსი, სადოქტორო კოლოკვიუმები და სადოქტორო ნაშრომი)
  • სავალდებულო არჩევითი კომპონენტი: 6 კრედიტი
  • არჩევითი კომპონენტი: 12 კრედიტი

რესურსები და პარტნიორები

უნივერსიტეტის რესურსები

  • უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა (მათ შორის სამეცნიერო ელექტრონული ბაზები – ScienceDirect, Scopus, PsycInfo, Heinonline, Clarivate Analytics, ProQuest, EBSCO, Jstor, Project Muse, Cambridge Journals, DOAJ, ebrary, Oxford Journals და სხვ.)
  • უნივერსიტეტის მულტიმედია ბიბლიოთეკა

სამეცნიერო კვლევების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

საერთაშორისო პარტნიორები

  • ჩიკაგოს უნივერსიტეტი (აშშ)
  • პალაცკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი)
  • ნანტერეს პარიზის უნივერსიტეტი (საფრანგეთი)
  • ზიტაუ-გორლიტცის გამოყენებითი უნივერსიტეტი (გერმანია)
  • ლუჰანსკის ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტი (უკრაინა)
  • რუდოლფ შტაინერის საუნივერსიტეტო კოლეჯი (ნორვეგია)

საერთაშორისო კონსულტანტები

  • ასოც. პროფ. ალიდა ბურის – ჩიკაგოს უნივერსიტეტის სოციალური მომსახურებების ადმინისტრაციის სკოლა, აშშ (კვლევითი მიმართულება: სოციალური მუშაობა)
  • პროფ. ჯეიმს დეკერი – კალიფორნიის უნივერსიტეტი, ნორთრიჯი, აშშ (კვლევითი მიმართულება: სოციალური მუშაობა)
  • ასისტენტ-პროფ. თინა-რუსუდან კილაბერია – მინესოტას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მანკატო, სოციალური მუშაობის დეპარტამენტი, აშშ (კვლევითი მიმართულება: გერონტოლოგიური სოციალური მუშაობა)

სისტემები და სერვისები

  • არგუსი, Moodle და Turnitin–ის სისტემები
  • საერთაშორისო სადოქტორო სკოლა
  • კვლევების კოორდინაციის სამსახური
  • საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობისა და საერთაშორისო ჟურნალებში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების დაფინანსების შესაძლებლობა

პროგრამის პროფესორების კვლევითი პროფილები

შორენა საძაგლიშვილი – პროფესორი

ქეთევან მაყაშვილი – პროფესორი

ლევან თარხნიშვილი – ასოცირებული პროფესორი

მამუკა ნადარეიშვილი – პროფესორი

ირმა კირთაძე – ასოცირებული პროფესორი

დარეჯან ჯავახიშვილი – პროფესორი

ია შეყრილაძე – ასოცირებული პროფესორი


ინფორმაცია პროგრამასთან დაკავშირებულ კვლევით აქტივობებზე/პროექტებზე

მიმდინარე პროექტები

  • პროექტი „სასწავლო ლაბორატორიები თანაბარი უფლებებისათვის“ (CIF-2023-04). პარტნიორები: ნორვეგიის რუდოლფ შტაინერის საუნივერსიტეტო კოლეჯი, ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტი (EUIT-UAB), ვიკის უნივერსიტეტი, კატალონიის ცენტრალური უნივერსიტეტი (UVic-UCC). მიზანი: შშმ პირების სოციალური ინტეგრაცია
  • პროექტი „ჩვენ, გოგონები“. პარტნიორი: ჩიკაგოს უნივერსიტეტი. მიზანი: ქუჩაში მომუშავე გოგონების რისკის ქცევების შესწავლა

დასრულებული პროექტები

  • „აივ ინფექციის პრევენცია ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებთან“ – რუსთაველის ფონდის გრანტი #FR17_31. შედეგები: მონოგრაფია, სამეცნიერო სტატიები SAGE, PLOS ჟურნალებში
  • Project “Service-learning – Engaged and Collaborative Teaching and Learning in Social Work” (EASSW). შედეგები: პრაქტიკის სახელმძღვანელო, სამეცნიერო სტატია. DOI: https://doi.org/10.25128/2520-6230.25.1.10
  • Project “Identify effective pathways to reach children and adults with disabilities among refugee from Ukraine” – EU Horizon Europe პროგრამა, მარი სკლოდოვსკა-კიურის სახელობის სტიპენდია. შედეგი: სამეცნიერო სტატია
  • “Building bridges” (CPEA-LT-2017/10043) – სოციალური პედაგოგიკა სოციალურ მუშაობაში

გაცვლითი პროგრამები

  • Erasmus+ პროგრამა პალაცკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი) (2019-2026)
  • Erasmus+ პროგრამა პარიზის ნანტერეს უნივერსიტეტი (საფრანგეთი) (2022-2027)
  • Erasmus+ პროგრამა ზიტაუ-გორლიტცის უნივერსიტეტი (გერმანია) (2025-2027)

აკადემიური აქტივობები

  • მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტური კონფერენციები
  • საერთაშორისო სკოლები და ვორკშოპები
  • სალექციო სერიები ცნობილი საერთაშორისო პროფესორების მონაწილეობით