სოციოლოგია

დოქტორანტურა

სოციოლოგიის სადოქტორო პროგრამა ორიენტირებულია დარგში გლობალური, რეგიონული და ლოკალური მასშტაბის თანამედროვე საზოგადოებრივი პროცესების კომპლექსურ შესწავლაზე. პროგრამა ეფუძნება უახლეს თეორიულ და მეთოდოლოგიურ ცოდნას და კვლევით გამოცდილებას. პროგრამა ფოკუსირებულია თეორიისა და კვლევის ინტეგრაციაზე.

პროგრამის კვლევის ძირითად არეალს წარმოადგენს: კულტურის სოციოლოგია, რელიგიის სოციოლოგია, ძალაუფლების სოციოლოგია, გენდერის სოციოლოგია, ურბანული სოციოლოგია, საჯარო სივრცის სოციოლოგია, პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციები, ტრანსფორმაციების სოციო-კულტურული განზომილებები, სოციალური შეჭიდულობა, სოციალური სტრატიფიკაცია, ეთნიკური და ეროვნული იდენტობები, წარსულის და მეხსიერების კვლევები.

პროგრამა აძლევს დოქტორანტების სოციოლოგიური კვლევების მაღალ დონეზე განხორციელების შესაძლებლობას. სწავლების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანამედროვე სოციოლოგიური თეორიებისა და კვლევითი დებატების საფუძვლიან გააზრებას. სტუდენტები ეუფლებიან როგორც რაოდენობრივ, ისე თვისებრივი კვლევის მეთოდებს, რაც საჭიროა დამოუკიდებელი კვლევითი პროექტების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის.

სადოქტორო პროგრამა ეფუძნება მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების გამოცდილებას (ბოხუმის უნივერსიტეტი, ოქსფორდის უნივერსიტეტი, ფრანკფურტის უნივერსიტეტი, ჰუმბოლტის უნივერსიტეტი, გეტინგენის უნივერსიტეტი). დარგში დაგროვებული საერთაშორისო გამოცდილებისა და ახალი ცოდნის გაზიარების მიზნით პროგრამის ფარგლებში შექმნილია საერთაშორისო ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭო.

სადოქტორო დებულება

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი:

  • სოციოლოგიის დოქტორი
  • PhD in Sociology

 

სწავლების ენა: ქართული

პროგრამის ხანგრძლივობა/მოცულობა: 3–5 წელი (6–10 სემესტრი) – 42 კრედიტი

ინფორმაცია პროგრამის ხელმძღვანელის შესახებ

ემზარ ჯგერენაია – პროფესორი

ზოგადი მოთხოვნები


აკადემიური ხარისხი

პროგრამაზე მიიღებიან აპლიკანტები, რომლებსაც აქვთ მაგისტრის აკადემიური ხარისხი შემდეგ სფეროებში:

  • სოციალური და ქცევითი მეცნიერებები (ეკონომიკა – 0311, პოლიტიკის მეცნიერებები და მოქალაქეობრიობის საფუძვლები – 0312, ფსიქოლოგია – 0313, სოციოლოგია და კულტურის კვლევები – 0314, სოციალური და ქცევითი მეცნიერებები – არაკლასიფიცირებული – 0319)
  • მედიის კვლევები (0321.2.1)
  • ინტერდისციპლინური – მოიცავს სოციალურ მეცნიერებებს, ჟურნალისტიკას, ინფორმაციის მართვას (0388)
  • სოციალური მუშაობა და კონსულტაცია (0923)
  • განათლების მეცნიერებები (0111), ინტერდისციპლინური, მოიცავს განათლებას (0188)
  • რელიგია და თეოლოგია (0221)
  • ფილოსოფია და ეთიკა (0223)
  • თავისუფალი მეცნიერებები (0288.1.1)
  • საჯარო მმართველობა (0413.1.3)
  • განათლების მენეჯმენტი (0413.2.6)
  • განათლების ადმინისტრირება (0413.2.18)
  • სოციალური კეთილდღეობა – არაკლასიფიცირებული (0929)

კვლევითი გამოცდილება

ზემოთ ჩამოთვლილ სფეროებში კანდიდატის მიერ შესრულებული წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და მის მიერ სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის ან/და მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

კვლევითი განაცხადი

სადოქტორო კვლევითი განაცხადი.

ინგლისური ენის ცოდნა

ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.


ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურება

ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურების მიზნით აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ერთ-ერთი:

  • წარმატებით ჩაბარებული შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე დადასტურების მიზნით
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (მინიმუმ B2 დონის შესაბამისი)
  • ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი

მიღების პროცესი


ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან.

მოთხოვნები დაზუსტებულია დოკუმენტში სადოქტორო პროგრამაზე მიღების პროცედურები და შეფასების სისტემა.

პროგრამის მოთხოვნები


სადოქტორო პროგრამაზე სწავლის განმავლობაში დოქტორანტმა:

  • უნდა დააგროვოს 42 კრედიტი
  • გამოაქვეყნოს 2 სტატია, რომელთაგან მინიმუმ ერთი უნდა იყოს გამოქვეყნებული საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში
  • აირჩიოს მინიმუმ 2 ტრენინგი პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ შეთავაზებული პროგრამიდან

პროგრამის სტრუქტურა:

  • სავალდებულო კომპონენტი: 18 კრედიტი (მათ შორის პროსპექტუსი, სადოქტორო კოლოკვიუმები და სადოქტორო ნაშრომი)
  • არჩევითი კომპონენტი: 24 კრედიტი

რესურსები და პარტნიორები

უნივერსიტეტის რესურსები

  • უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და ელექტრონული რესურსები (მათ შორის სამეცნიერო ელექტრონული ბაზები – ScienceDirect, Scopus, PsycInfo, Heinonline, Clarivate Analytics, ProQuest, EBSCO, Jstor, Project Muse, Cambridge Journals, DOAJ, ebrary, Oxford Journals და სხვა)
  • უნივერსიტეტის მულტიმედია ბიბლიოთეკა
  • სააუდიტორო/სამუშაო სივრცეები

სამეცნიერო კვლევების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

მონაცემთა რესურსები

  • ღია წვდომაში არსებული მონაცემთა ელექტრონული ბაზები (სტატისტიკის ეროვნული სამსახური, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი და სხვ.)

სისტემები და სერვისები

  • არგუსი, Elearning და Turnitin–ის სისტემები
  • საერთაშორისო სადოქტორო სკოლა
  • კვლევების კოორდინაციის სამსახური
  • საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობისა და საერთაშორისო ჟურნალებში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების დაფინანსების შესაძლებლობა

დაცული სადოქტორო დისერტაციები


პროგრამის პროფესორების კვლევითი პროფილები

ემზარ ჯგერენაია – პროფესორი

ანა კირვალიძე – ასოცირებული პროფესორი

სოფიკო ზვიადაძე – ასოცირებული პროფესორი

მამუკა ნადარეიშვილი – პროფესორი

ლევან თარხნიშვილი – ასოცირებული პროფესორი

გიგი თევზაძე – პროფესორი

თამთა ხალვაში – პროფესორი

ნინო ჯავახიშვილი – პროფესორი

ინფორმაცია პროგრამასთან დაკავშირებულ კვლევით აქტივობებზე/პროექტებზე

მიმდინარე კვლევითი პროექტები

  • კომუნისტური ნაციონალიზმის ფორმირება საბჭოთა საქართველოში
  • ანტიგენდერული დისკურსი, როგორც ულტრამემარჯვენე მოძრაობების სტრატეგია საქართველოში (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინსტიტუციური განვითარების პროექტი, გენდერის კვლევის ცენტრი)

აკადემიური ღონისძიებები