ფილოსოფია

დოქტორანტურა

პროგრამის შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნა გერმანიის მიუნსტერის უნივერსიტეტის (Westfälische Wilhelms-Universität Münster), ბოხუმის რურის უნივერსიტეტის (Ruhr-Universität Bochum), ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის (Humboldt-Universität zu Berlin), შვეიცარიის ფრიბურგის უნივერსიტეტის (Université de Fribourg), საფრანგეთის ტულუზის უნივერსიტეტის (Université de Toulouse) ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამების სტრუქტურები, რომლებიც ეფუძნება კვლევასთან დაკავშირებულ სასწავლო კომპონენტს და საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში პუბლიკაციის გამოქვეყნებას.

პროგრამა ასევე იზიარებს წარმატებულ საერთაშორისო გამოცდილებას ფილოსოფიის დარგში, რაც გულისხმობს უცხოელი პროფესორების ჩართულობას სადოქტორო პროგრამის განვითარებაში. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა განხორციელდება სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტისა და სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ბაზაზე, რაც უზრუნველყოფს დოქტორანტის ჩართულობას ინსტიტუტების სამომავლო კვლევით პროექტებში როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

პროგრამა მჭიდროდ თანამშრომლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ საერთაშორისო სადოქტორო სკოლასთან, იყენებს მის მიერ შექმნილ ყველა რესურსს, მათ შორის, დოქტორანტს აძლევს უცხოელი ხელმძღვანელის/თანახელმძღვანელის ყოლისა და ორმაგი ხარისხის მოპოვების შესაძლებლობას კოტუტელის ფორმატის ფარგლებში.

სადოქტორო დებულება

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი:

  • ფილოსოფიის დოქტორი
  • PhD in Philosophy

 

სწავლების ენა: ქართული

პროგრამის ხანგრძლივობა/მოცულობა: 3–5 წელი (6–10 სემესტრი) – 36 კრედიტი

ინფორმაცია პროგრამის ხელმძღვანელების შესახებ

თამარ ცოფურაშვილი – პროფესორი, სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი

გიგა ზედანია – პროფესორი

ზოგადი მოთხოვნები


აკადემიური ხარისხი

მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

კვლევითი გამოცდილება

კანდიდატის მიერ შესრულებული წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და მის მიერ სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის ან/და მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

კვლევითი განაცხადი

სადოქტორო კვლევითი განაცხადი.

ინგლისური/გერმანული ენის ცოდნა

წარმატებით ჩაბარებული შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ/გერმანულ ენაში მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დადასტურების მიზნით.


ინგლისური/გერმანული ენის კომპეტენციის დადასტურება

ინგლისური/გერმანული ენის კომპეტენციის დადასტურების მიზნით აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ერთ-ერთი:

  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL (P/B at least 513 points; I/BT at least 65 points); IELTS (at least 5.5 points); FCE)
  • გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი
  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი Certus
  • ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი/დანართი ან ცნობა*

შენიშვნა: უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომი აღიარებული უნდა იყოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

მიღების პროცესი


ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან.

მოთხოვნები დაზუსტებულია დოკუმენტში სადოქტორო პროგრამაზე მიღების პროცედურები და შეფასების სისტემა.

პროგრამის მოთხოვნები


სადოქტორო პროგრამაზე სწავლის განმავლობაში დოქტორანტმა:

  • უნდა დააგროვოს 36 კრედიტი
  • გამოაქვეყნოს 2 სტატია, რომელთაგან მინიმუმ ერთი უნდა იყოს გამოქვეყნებული საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში
  • გაიაროს კვლევითი კეთილსინდისიერება და ეთიკის ტრენინგი (სავალდებულოა ყველა დოქტორანტისათვის)
  • დაიცვას სადოქტორო ნაშრომი

 

პროგრამის სტრუქტურა:

  • სავალდებულო კურსები/კომპონენტი: 18 კრედიტი (მათ შორის პროსპექტუსი და სადოქტორო კოლოკვიუმები)
  • არჩევითი კომპონენტები: 18 კრედიტი

რესურსები და პარტნიორები


სამეცნიერო კვლევების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

საერთაშორისო კონსულტანტები

  • პროფ. ტიციანა სუარეს-ნანი – ფრიბურგის უნივერსიტეტი, შვეიცარია (კვლევითი მიმართულება: ფილოსოფიის ისტორია, შუა საუკუნეების ფილოსოფია და ონტოლოგია)
  • პროფ. მონიკ კასტილიო – კრეტეილის აღმოსავლეთ პარიზის უნივერსიტეტი, საფრანგეთი (კვლევითი მიმართულება: კულტურის ფილოსოფია)
  • პროფ. ჯონ დადლი – ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი, ბელგია (კვლევითი მიმართულება: ანტიკური და შუა საუკუნეების ფილოსოფია)
  • პროფ. კოსტრიკა ბრადატანი – ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტი, აშშ (კვლევითი მიმართულება: ესთეტიკა და კულტურის ფილოსოფია)
  • პროფ. პიტერ შაბერი – ციურიხის უნივერსიტეტი, შვეიცარია (კვლევითი მიმართულება: ეთიკა და ბიოეთიკა)
  • პროფ. მიხაელ კვანტე – ვესტფალიის ვილჰელმის მიუნსტერის უნივერსიტეტი, გერმანია (კვლევითი მიმართულება: ეთიკა, სოციალური თეორია და გერმანული იდეალიზმი)

კოტუტელის პროგრამა

„დემოკრატია, ადამიანის უფლებები და რელიგია“ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტის (მიუნსტერი, გერმანია) ერთობლივი პროექტია, რომელიც დოქტორანტებს სთავაზობს სადოქტორო კვლევის განხორციელებას პრაქტიკული ფილოსოფიის მიმართულებით კოტუტელის პრინციპზე აგებული სტრუქტურირებული პროგრამის ფარგლებში. პროექტი ითვალისწინებს ორივე უნივერსიტეტის პროფესორების მიერ ერთობლივ სამეცნიერო ხელმძღვანელობას. სადოქტორო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ დოქტორანტები კოტუტელის პრინციპით ერთდროულად მიიღებენ როგორც ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტის, ისე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხს.


დაცული სადოქტორო დისერტაციები


პროგრამის პროფესორების კვლევითი პროფილები

თამარ ცოფურაშვილი – პროფესორი

გიგა ზედანია – პროფესორი

გიორგი მაისურაძე – პროფესორი

სერგო რატიანი – პროფესორი

ზურაბ ჭიაბერაშვილი – პროფესორი

ელენე ლადარია – ასოცირებული პროფესორი

ნინო როდონაია – ასოცირებული პროფესორი

თამარ ცხადაძე – ასოცირებული პროფესორი

მაკა ლაშხია – ასოცირებული პროფესორი

ლუკა ნახუცრიშვილი – ასოცირებული პროფესორი

ინფორმაცია პროგრამასთან დაკავშირებულ კვლევით აქტივობებზე/პროექტებზე

პროგრამასთან დაკავშირებული მიმდინარე და დასრულებული კვლევები იხილეთ ბმულზე.