

ციფრული ჰუმანიტარიის სადოქტორო პროგრამა ამზადებს ახალი თაობის მკვლევარებს ციფრული ეპიგრაფიკის, კომპიუტერული და კორპუსის ენათმეცნიერების, ციფრული პროსოპოგრაფიისა და ელექტრონული ლექსიკოგრაფიის მიმართულებით.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ციფრული ჰუმანიტარიის დოქტორი
სწავლების ენა: ქართული
პროგრამის ხანგრძლივობა/მოცულობა: 3–5 წელი (6–10 სემესტრი) – 60 კრედიტი
პროგრამის შესახებ
ციფრული ჰუმანიტარიის სადოქტორო პროგრამა ორიენტირებულია კვლევასა და სწავლებაში თანამედროვე ციფრული ჰუმანიტარიისა და კომპიუტერული ლინგვისტიკის, აგრეთვე კორპუსზე დაფუძნებული ლექსიკოგრაფიის სტანდარტების დანერგვაზე. ამგვარი მიდგომა ქართველოლოგიის გადაუდებელი ამოცანაა, ვინაიდან როგორც ქართული, ისე საქართველოში აღმოჩენილი ან დაცული უცხოენოვანი კულტურული მემკვიდრეობის კვლევისათვის აუცილებელია მათი დოკუმენტირება უახლესი და საერთაშორისო ციფრული სტანდარტების შესაბამისად.
პროგრამის მიზანია, მოამზადოს ციფრული ჰუმანიტარიის დარგში ახალი თაობის მკვლევრები, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან ინტერდისციპლინური ცოდნითა და უნარებით და შეძლებენ განახორციელონ ინოვაციური და ორიგინალური კვლევა თანამედროვე ინფორმაციის, ტექნოლოგიებისა და მეთოდების გამოყენებით და მოახდენენ ცოდნის ტრანსფერს აუდიტორიასა და საერთაშორისო რეფერირებადი პუბლიკაციის დონეზე.
ნინო დობორჯგინიძე – პროფესორი, nino.doborjginidze@iliauni.edu.ge
ირინა ლობჟანიძე – პროფესორი, irina.lobzhanidze@iliauni.edu.ge
მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
კანდიდატის მიერ შესრულებული წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის ან/და მუშაობის არანაკლებ 2–წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
სადოქტორო კვლევითი განაცხადი.
ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დეტალური ინფორმაცია მოცემულია დოკუმენტში სადოქტორო პროგრამაზე მიღების პროცედურები და შეფასების სისტემა.
სწავლის განმავლობაში დოქტორანტმა უნდა დააგროვოს 60 კრედიტი, გამოაქვეყნოს 2 სტატია (რომელთაგან მინიმუმ ერთი საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში), აირჩიოს მინიმუმ 2 ტრენინგი და დაიცვას სადოქტორო ნაშრომი.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. პროგრამის კურიკულუმი.
ინფორმაცია დაცული სადოქტორო დისერტაციების შესახებ იხ. ბმულზე.