

სადოქტორო პროგრამის მიზანია შექმნას მაღალი ხარისხის კვლევითი გარემო, რათა მოამზადოს მკვლევრები დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების სფეროში, რომლებიც შეძლებენ ახალი ცოდნის შექმნას კვლევის ერთ-ერთი მიმართულებით: ტექტონიკა და სტრუქტურული გეოლოგია, სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგია, ვულკანიზმი და მაგმატიზმი, ლითოსფეროს ევოლუცია, საინჟინრო გეოლოგია, ჰიდროგეოლოგია, გეოფიზიკა, გეოდინამიკა და ფილაქანთა ტექტონიკა, სეისმოლოგია, სეისმურობა და სეისმური საშიშროება, მიწისძვრის კერის ფიზიკა, ბუნებრივი კატასტროფების საშიშროება და რისკი, გეომორფოლოგია, გეოეკოლოგია და გარემოს კვლევები, გარემოს და კლიმატის ცვლილება, პალეოგარემოს რეკონსტრუქცია, დისტანციური ზონდირება (სატელიტური და აერო ფოტოგრამმეტრია) და გის ტექნოლოგიების ოპტიმიზაცია/განვითარება, ჰიდროლოგია, ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ზემოქმედი პროცესების და საფრთხეების კომპლექსური კვლევა და ანალიზი.
პროგრამის კურსდამთავრებულები შეძლებენ მის ვალიდაციას საერთაშორისო რეფერირებად პუბლიკაციებში და მზად იქნებიან წარმატებული კარიერისთვის როგორც უმაღლესი განათლების სფეროში, ასევე დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებთან დაკავშირებულ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, ინდუსტრიაში ან საკონსულტაციო/საექსპერტო სექტორში.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი:
სწავლების ენა: ქართული
პროგრამის ხანგრძლივობა/მოცულობა: 3-5 წელი (6-10 სემესტრი) − 36 კრედიტი
არჩილ მაღალაშვილი − პროფესორი, გეოლოგიის მიმართულებით
დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების სადოქტორო პროგრამაზე სწავლის მსურველს უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ერთ-ერთ მიმართულებაში:
კვლევითი უნარების დადასტურების მიზნით ზემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ სფეროში ან მშენებლობა და სამოქალაქო ინჟინერიაში:
2-წლიანი გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტში აღწერილი უნდა იყოს ძირითადი მოვალეობები, ხოლო ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა ადასტურებდეს აპლიკანტის ღონისძიებაში მონაწილეობას ზეპირი ან სასტენდო მოხსენებით.
შენიშვნა: ნაშრომი წარმოდგენილი სათაურით და აპლიკანტის ავტორობით/თანაავტორობით უნდა იძებნებოდეს ინტერნეტ-რესურსებში.
აპლიკანტის მიერ შევსებული და მისი პოტენციური ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი კვლევითი განაცხადი და თანხმობა.
ინგლისური ენის CEFR-ის B2 ან უფრო მაღალ დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურების მიზნით აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ერთ-ერთი:
სადოქტორო პროგრამაზე მიღების პროცესი ითვალისწინებს ოთხ საფეხურს:
ინგლისურ ენაში დამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების შემთხვევაში კანდიდატი დარგობრივ კომისიასთან აბარებს ზეპირ გამოცდას (მოიცავს კვლევითი განაცხადის პრეზენტაციას და დისკუსიას), რომლის დროსაც ფასდება დარგობრივი ცოდნა, კვლევითი გამოცდილება და საკუთარი შესაძლებლობების და კვლევის შეზღუდვების გაცნობიერება.
მოთხოვნები დაზუსტებულია დოკუმენტში სადოქტორო პროგრამაზე მიღების პროცედურები და შეფასების სისტემა.
სადოქტორო პროგრამის „დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები“ კვლევის სფეროებს წარმოადგენს: დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები, გეოლოგია, გეოგრაფია, გეოფიზიკა ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ნებისმიერი დეტალური სფერო, ასევე, მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, სამთო საქმე და გეოლოგიის მენეჯმენტი, არქეოლოგია, ინჟინერიის ისეთი დეტალური სფერო როგორიცაა, გარემოს დაცვის ტექნოლოგია, სამთო საქმე და მოპოვება, ინჟინერია და საინჟინრო საქმე − არაკლასიფიცირებული, საინჟინრო ფიზიკა, საინჟინრო გეოდეზია და გეოინფორმატიკა) და აერთიანებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შესაბამისი მიმართულებით მიმდინარე კვლევებსა და მკვლევრებს.
პროგრამა იზიარებს დედამიწის შემსწავლელი მეცნიერების მიმართულებით წარმატებულ საერთაშორისო გამოცდილებას, რაც პროგრამაში საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობას გულისხმობს.
ინფორმაცია დოქტორანტების პოტენციური სამეცნიერო ხელმძღვანელების კვლევითი ინტერესების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
პროგრამაში ჩართული პერსონალის შესახებ იხ. პროგრამის აღწერა და კატალოგი, ხოლო მათი კვლევითი ინტერესების შესახებ იხ. ბმული.