საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა ეფუძნება თანამედროვე თეორიებსა და კვლევით მეთოდებს. პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს საფუძვლიან ცოდნას საერთაშორისო ურთიერთობების, გლობალური პოლიტიკის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და რეგიონული (ევროპა/ახლო აღმოსავლეთი) კვლევების შესახებ.
სწავლების ენა: ქართული
დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი
პროგრამა საერთაშორისო ურთიერთობები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ღრმა ცოდნა საერთაშორისო სისტემების, გლობალური მმართველობის, საგარეო პოლიტიკის და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში.
პროგრამა მოიცავს კვლევით და პრაქტიკულ კომპონენტებსაც, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს კურსების ფარგლებში ჩაერთონ საერთაშორისო პროცესების ანალიზში, შეაფასონ გლობალური მოვლენები და დამოუკიდებლად შეიმუშავონ რეკომენდაციები საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებზე. პროგრამის ფარგლებში, ინგლისური ენის გარდა სტუდენტები შეისწავლიან დამატებით ერთ რეგიონულ ენას. პროგრამა აერთიანებს თანამედროვე კვლევით მეთოდებს და საერთაშორისო გამოცდილებას, რაც კურსდამთავრებულებს აძლევს კონკურენტულ უპირატესობას შრომის ბაზარზე.
პროგრამის მნიშვნელოვანი უპირატესობაა აკადემიური პერსონალის კვალიფიკაცია და მათი პრაქტიკული გამოცდილება. პროგრამაზე ასწავლიან საერთაშორისო რეპუტაციისა და კვლევების მქონე პროფესორები, რომლებიც მონაწილეობენ არაერთ საერთაშორისო კვლევით პროექტში და არიან მაღალი იმპაქტის მქონე საერთაშორისო პუბლიკაციების ავტორები.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან დამატებით უცხო ენას. პროგრამაზე ისწავლება ფრანგული, ესპანური, გერმანული, იტალიური, ნიდერლანდური, პოლონური, სპარსული, არაბული, თურქული და ებრაული. დამატებითი ენის შესწავლა მიმდინარეობს ინტენსიურად, 3 წლის მანძილზე, კვირაში 8 საათიანი დატვირთვით.
სტუდენტები შეისწავლიან საერთაშორისო ურთიერთობების კლასიკურ და თანამედროვე თეორიებს, გაანალიზებენ გლობალურ მოვლენებს და მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას საერთაშორისო ორგანიზაციებთან (პარტნიორი) და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის პროცესში. სტუდენტები შეიმუშავებენ ინდივიდუალურ და გუნდურ კვლევით პროექტებს, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებას. ასევე ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო დისკუსიებში, სიმულაციებსა და კვლევით კონკურსებში, როგორც უნივერსიტეტს შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ-პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.
სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიარონ პრაქტიკული და კვლევითი პროგრამები წამყვან ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებში, რაც მათ მისცემს კონკურენტულ უპირატესობას საერთაშორისო აკადემიურ და პროფესიულ სივრცეში.
საერთაშორისო ურთიერთობები: ევროპა და ახლო აღმოსავლეთის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
0100107 1.საერთაშორისო ურთიერთობები: ევროპა და ახლო აღმოსავლეთი (ძირითადი სპეციალობა); 2.პოლიტიკის მეცნიერება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)
| გამოცდა | კოეფიციენტი | მინ. ზღვარი | პრიორიტეტი | |
| ქართული ენა და ლიტერატურა | 4 | 25%-ზე მეტი | 2 | |
| უცხოური ენა (ინგ.; რუს.; გერ.; ფრან.) | 3 | 20%-ზე მეტი | 3 | |
| ერთ-ერთი შემდეგი სავალდებულო საგნებიდან | ადგილების რ-ბა | |||
| მათემატიკა | 5 | 20%-ზე მეტი | 1 | 60 |
| ისტორია | 5 | 25%-ზე მეტი | 1 | 210 |
| გეოგრაფია | 5 | 25%-ზე მეტი | 1 | 50 |
| სამოქალაქო განათლება | 5 | 25%-ზე მეტი | 1 | 70 |
პროგრამის სტრუქტურის მოკლე აღწერა
სტუდენტმა ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს 240 კრედიტი, რომელიც ნაწილდება შემდეგნაირად:
*დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილეთ პროგრამის სრული დოკუმენტი და კურსების კატალოგი.